„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციის, არქიტექტურისა და საპროექტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/07/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110718003, 21/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 20/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016044
  • Word
22
15/07/2011
ვებგვერდი, 110718003, 21/07/2011
010260020.35.112.016044
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციის, არქიტექტურისა და საპროექტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2011 წლის 15 ივლისი

 ქ. ლანჩხუთი

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციის, არქიტექტურისა და საპროექტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

      „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

     1. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციის, არქიტექტურისა და საპროექტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №17 დადგენილებაში (სსმ V, №16, 25.08.2010, მუხ. 440) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

      ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      „1. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციის, არქიტექტურისა და საპროექტო სამსახურის დებულება (დანართი №1).“;

     ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

           „ მუხლი 1

     1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციის, არქიტექტურისა და საპროექტო სამსახური (ტექსტში შემდგომ სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვასა და ინფრასტრუქტურის პროექტების მომზადება-განხორციელების მიზნით შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადებას, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას.“.

    2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

     საკრებულოს თავმჯდომარე რ. ჩიტიძე