დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 92 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110715043, 15/07/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016159 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №92
2011 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №12, მუხ. 138) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე -3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ვ) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა, პირადობისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა;“.
2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ2“ და „თ3“ ქვეპუნქტები:
„თ2) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის გარეშე ციფრული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების შექმნა;
თ3) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მომსახურება სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ (ადგილზე მომსახურება);“.
მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები