დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს კონსტიტუციაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1689 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 10/10/2002 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 28, 28/10/2002 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.010.000.01.001.001.138 |
საქართველოს კონსტიტუციური კანონი
საქართველოს კონსტიტუციაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონით „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“.“.
2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვა „აფხაზეთში“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში“.
3. მე-8 მუხლში სიტყვა „აფხაზეთში“ შეიცვალოს სიტყვებით “აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში”.
4. 55-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „აფხაზეთიდან“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან“.
5. 67-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „აფხაზეთის,“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და”.
6. 89-ე მუხლის პირველ პუნქტში და იმავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვა „აფხაზეთის,“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2002 წლის 10 ოქტომბერი
№1689-Iს
დოკუმენტის კომენტარები