„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5845
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 22/03/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 3.133
  • Word
5845
11/03/2008
სსმ, 5, 22/03/2008
3.133
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 20.01.2006, მუხ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სკოლის დანიშნულებაა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლედ დასანიშნი პირის – იუსტიციის მსმენელის პროფესიული მომზადება. სკოლის მიზანია, უზრუნველყოს იუსტიციის მსმენელის თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება, აგრეთვე იუსტიციის მსმენელის მიერ მომავალი პასუხისმგებლობისა და კანონით დადგენილ ფარგლებში მოქმედების თავისუფლების შეცნობა, ხელი შეუწყოს იუსტიციის მსმენელის თანდათანობით ინტეგრაციას იმ სოციალურ გარემოში, რომელშიც მას, როგორც მოსამართლეს, მომავალში მოუწევს საქმიანობა.

3. სკოლის დანიშნულებაა ასევე მოქმედი მოსამართლის პროფესიული სრულყოფისათვის მისი გადამზადება, აგრეთვე საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დასაკომპლექტებლად მოსამართლის თანაშემწეობის კანდიდატისა და სხვა სპეციალისტების მომზადება-გადამზადება.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სკოლის საქმიანობის მიმართულებებს განსაზღვრავს, კოორდინაციას უწევს და მათ აღსრულებას ზედამხედველობს სკოლის დამოუკიდებელი საბჭო (შემდგომში – დამოუკიდებელი საბჭო), რომელიც იქმნება 6 წევრის შემადგენლობით.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დამოუკიდებელ საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად არის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი.

4. დამოუკიდებელი საბჭოს ხუთ წევრს, რომელთაგან ერთი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია, ამტკიცებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით, 3 წლის ვადით.“;

გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დამოუკიდებელი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს.“;

ე) მე-7 პუნქტის:

ე.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის წესდებას;“;

ე.ბ) „დ.გ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე.გ) „დ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ვ) ამტკიცებს სახელფასო ფონდსა და შრომის ანაზღაურების ოდენობას, ასევე იუსტიციის მსმენელის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობას;“;

ვ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ პირთა დამოუკიდებელ საბჭოში საქმიანობის ანაზღაურების საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

     „მუხლი 31. დამოუკიდებელი საბჭოს წევრის განთავისუფლება თავისი უფლებამოსილების განხორციელებისაგან

1. დამოუკიდებელი საბჭოს წევრის თავისი უფლებამოსილების განხორციელებისაგან განთავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) იმ თანამდებობიდან განთავისუფლება, რომელზედაც იგი იმყოფებოდა დამოუკიდებელ საბჭოში დანიშვნისას;

გ) ზედიზედ 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განუხორციელებლობა;

დ) სასამართლოს მიერ მისი ქმედუუნაროდ, შეზღუდულქმედუნარიანად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;

ე) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

ვ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;

ზ) უფლებამოსილების ვადის გასვლა;

თ) გარდაცვალება.

2. დამოუკიდებელი საბჭოს წევრს ათავისუფლებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, როგორც დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარისა და წევრის, უფლებამოსილება წყდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.“.

4. მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. სკოლის დირექტორის, მისი მოადგილისა და სტაჟირების ხელმძღვანელის თანამდებობიდან განთავისუფლება

1. სკოლის დირექტორის, მისი მოადგილისა და სტაჟირების ხელმძღვანელის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) სკოლის შინაგანაწესის უხეშად ან სისტემატურად დარღვევა;

გ) სკოლის წესდებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;

დ) სასამართლოს მიერ მათი ქმედუუნაროდ, შეზღუდულქმედუნარიანად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;

ე) მათ მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

ვ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;

ზ) უფლებამოსილების ვადის გასვლა;

თ) გარდაცვალება;

ი) ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

2. სკოლის დირექტორს, მის მოადგილესა და სტაჟირების ხელმძღვანელს თანამდებობიდან ათავისუფლებს დამოუკიდებელი საბჭო.

    მუხლი 9. სკოლის სტრუქტურა

სკოლის სტრუქტურა და სკოლის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება სკოლის წესდებით.“.

5. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების განსახორციელებლად სკოლას დამოუკიდებელი საბჭოს გადაწყვეტილებით შეუძლია მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ფინანსური შემოსავლები ან მატერიალური დახმარებები.“.

6. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. კონკურსის წესით იუსტიციის მსმენელად მიღება

1. სკოლაში იუსტიციის მსმენელად მიღება ხდება კონკურსის წესით.

2. სკოლაში მისაღები კონკურსი, როგორც წესი, ტარდება წელიწადში ორჯერ – მაისსა და ოქტომბერში.

3. სკოლაში მისაღები კონკურსის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლეთა რაოდენობის გათვალისწინებით.

4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება სკოლაში მისაღები კონკურსის წლის განმავლობაში დამატებით სხვა დროს ჩატარების შესახებ უნდა გამოცხადდეს კონკურსის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე მაინც.“.

7. მე-13 და მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. კონკურსის ჩატარება

1. სკოლაში მისაღებ კონკურსს ატარებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. სკოლაში მისაღები კონკურსის ფორმა, იუსტიციის მსმენელობის კანდიდატთა რეგისტრაცია, იუსტიციის მსმენელად შერჩევის კრიტერიუმები და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება სკოლის წესდებით.

    მუხლი 14. სკოლაში მისაღებ იუსტიციის მსმენელთა საერთო რაოდენობა

სკოლაში მისაღებ იუსტიციის მსმენელთა საერთო რაოდენობას კონკურსის გამოცხადებამდე ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.“.

8. მე-16 და მე-17 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16. იუსტიციის მსმენელის სახელმწიფო სტიპენდია

იუსტიციის მსმენელი სასწავლო კურსის გავლისას იღებს სახელმწიფო სტიპენდიას, რომლის ოდენობა არ შეიძლება იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის მინიმალური ხელფასის 1/4-ზე ნაკლები.

    მუხლი 17. იუსტიციის მსმენელის დისციპლინური პასუხისმგებლობა

1. იუსტიციის მსმენელი ვალდებულია დაიცვას დისციპლინური ნორმები.

2. იუსტიციის მსმენელის მიერ დისციპლინური ნორმების დარღვევა იწვევს ერთ-ერთ შემდეგი სახის დისციპლინურ პასუხისმგებლობას:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) 10 დღემდე ვადით სახელმწიფო სტიპენდიის დაკავება;

დ) სკოლიდან გარიცხვა.

3. იუსტიციის მსმენელის დისციპლინური პასუხისმგებლობა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული. დისციპლინური გადაცდომის სახეები და დისციპლინური დევნის განხორციელების წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის შინაგანაწესით.

4. იუსტიციის მსმენელის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს და წყვეტს სკოლის დირექცია.

5. სკოლის დირექციას უფლება აქვს იუსტიციის მსმენელს ვადაზე ადრე მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ იგი არ ჩაიდენს ახალ დისციპლინურ გადაცდომას და თავს გამოიჩენს როგორც კეთილსინდისიერი იუსტიციის მსმენელი.

6. თუ იუსტიციის მსმენელს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 7 თვის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.“.

9. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თეორიული კურსის, სტაჟირებისა და სემინარული მუშაობის ხანგრძლივობა განისაზღვრება სკოლის წესდებით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 11 მარტი.

№5845–Iს