განჩინება - შპს "კონელტექი"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
განჩინება - შპს "კონელტექი"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/2839-11
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 13/07/2011
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110715040, 18/07/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/2839-11
13/07/2011
ვებგვერდი, 110715040, 18/07/2011
განჩინება - შპს "კონელტექი"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 2011 წლი13 ივლისი                 

 ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძემ განიხილა შპს ,,კონელტექის“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია შპს ,,კონელტექის“ გაკოტრების საქმე.

2011 წლის 05 ივლისს შპს ,,კონელტექის“ გაკოტრების მმართველმა თემურ მამასახლისმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, წარმოადგინა ანგარიში და განმარტა, რომ 2011 წლის 25 ივნისს დანიშნულ აუქციონზე მოხდა შპს ,,კონელტექის“ მთლიანი აქტივების, კერძოდ, ჰაერის კომპრესორის რეალიზაცია 950 ლარად. აღნიშნული თანხიდან მეურვის გასამრჯელო 100 ლარი გადაირიცხა თემურ მამასახლისის ანგარიშზე. დარჩენილი თანხა _  850 ლარი ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თემურ მამასახლისი მოითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებას და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმებას.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეული იქნეს შპს ,,კონელტექისკრედიტორთა კრება 2011 წლის 20 ივლისს 17:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №21 სხდომის დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, 6).

3. დაევალოს შპს ,,კონელტექის“ მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლო დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე               ე. ცისკარიძე