განჩინება - შპს "სელმა"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
განჩინება - შპს "სელმა"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/438-11
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 14/07/2011
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110715039, 18/07/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/438-11
14/07/2011
ვებგვერდი, 110715039, 18/07/2011
განჩინება - შპს "სელმა"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 2011 წლი14 ივლისი                   

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძემ განიხილა შპს ,,სელმასგაკოტრების მმართველის შპს ,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენისგანცხადება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია შპს ,,სელმას“ გაკოტრების საქმე.

2011 წლის 12 ივლისს შპს ,,სელმას“ გაკოტრების მმართველმა შპს ,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენმა“ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და განმარტა, რომ 2011 წლის 7 ივლისს დანიშნული იყო მეორე აუქციონი, რომელიც მყიდველის არარსებობის გამო გამოცხადდა არშემდგარად. მესამე აუქციონი უნდა ჩატარდეს მეორე აუქციონის ჩატარებიდან 30 დღის განმავლობაში. მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონების რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც ერთიანი კომპლექსის სახით, ისე ნაწილ-ნაწილ. ნაწილ-ნაწილ რეალიზაციისას გაკოტრების მმართველი განსაზღვრავს თითოეული სარეალიზაციო ლოტის საწყის ფასს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაკოტრების მმართველი მოითხოვს შპს ,,სელმას“ კრედიტორთა კრების მოწვევას შემდეგი დღის წესრიგით: შპს ,,სელმას“ სამეურვეო ქონების ნატურით მიღების ან გაკოტრების მმართველისათვის ქონების გაყიდვის წესის განსაზღვრის თაობაზე.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნს შპს ,,სელმასკრედიტორთა კრება 2011 წლის 25 ივლისს 17:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21 სხდომის დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

2. დაევალოს შპს ,,სელმას“ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა განჩინება განთავსდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლო დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

3. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე       ე. ცისკარიძე