თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 103
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი 14/07/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110715038, 19/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 07/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016086
  • Word
103
14/07/2011
ვებგვერდი, 110715038, 19/07/2011
010250020.35.160.016086
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

დადგენილება №103

2011 წლის 14 ივლისი

ქ. რუსთავი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1

შევიდეს ცვლილება თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის                   27 დეკემბრის №42 დადგენილებით (ვებპორტალი, 060111, 06/01/2011) დამტკიცებულ „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სოციალური მომსახურების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ანგარიშსწორებისას მოამზადოს, ხელი მოაწეროს და აიღოს პასუხისმგებლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული „ვალდებულების დოკუმენტის“ მართებულობაზე.“.

    მუხლი 2

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №44 დადგენილებით (ვებპორტალი, 060111, 06/01/2011) დამტკიცებულ „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ანგარიშსწორებისას მოამზადოს, ხელი მოაწეროს და აიღოს პასუხისმგებლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული „ვალდებულების დოკუმენტის“ მართებულობაზე.“.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი  . ბარათაშვილი