დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის N228-N188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 167 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110715034, 18/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.030.016021 |
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №167-№88
2011 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №228-№188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №228-№188 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 15.10.2010წ., №133, მუხ. 1923) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 და მე-16 პუნქტები:
„15. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის საკითხებთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილ სხვა დოკუმენტებთან ერთად, პირი ავსებს ამ ბრძანების დანართი №4-ითა და დანართი №5-ით დამტკიცებულ განცხადება-ანკეტას. განცხადება-ანკეტა შესაძლოა შევსებულ იქნეს ელექტრონული ფორმითაც.
16. თუ პირი პირველად იღებს საქართველოს მოქალაქის პასპორტს ან პირადობის მოწმობას და არ გააჩნია მანამდე გაცემული სხვა ფოტოსურათიანი საბუთი ან ვერ დგინდება პირის იდენტურობა განცხადება-ანკეტაზე არსებულ ფოტოსურათთან ხანდაზმულობის ან სხვა მიზეზის გამო, საქართველოს მოქალაქის პასპორტში ან პირადობის მოწმობაში ჩასაკრავად განკუთვნილ ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობა წარმოდგენილ ფოტოსურათთან წერილობით შეიძლება დაადასტუროს ნებისმიერმა სრულწლოვანმა საქართველოს მოქალაქემ, ან იმ უცხო ქვეყნის მოქალაქემ და მოქალაქეობის არმქონე პირმა, რომლის არასრულწლოვანი შვილი არის საქართველოს მოქალაქე. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა ასევე ადასტურებს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა იდენტურობას და დადასტურებას ამოწმებენ შესაბამისი ბეჭდით.“.
2. მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საკონსულო თანამდებობის პირი საქართველოს მოქალაქეებზე მათ საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე ცნობების გაცემას ახორციელებს განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, მოქალაქის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე და შესაბამისი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.“;
3. მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე და ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობების გაცემისას არ არის სავალდებულო მოქალაქის პირადი გამოცხადება. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება გაეგზავნოს საფოსტო გზავნილის მეშვეობით, რომელიც ასევე ფოსტის საშუალებით უგზავნის შესაბამის ცნობას განმცხადებელს.“;
4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საკონსულო თანამდებობის პირი საქართველოს მოქალაქის პასპორტის და პირადობის მოწმობის გაცემას აღრიცხავს ამ წესის №1-ით დამტკიცებული ფორმის მატერიალურ ან ელექტრონულ ჟურნალში.“.
5. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
6. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის №4 და №5 დანართები თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
გ. ვაშაძე
ზ. ადეიშვილი
დანართი №3 ფორმა 1
მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და შემოსავლების ანგარიში
დიპლომატიური წარმომადგენლობის და საკონსულო დაწესებულების დასახელება
| დასახელება | ნაშთი საანგარიშო პერიოდში | მიღებულია საანგარიშო პერიოდში | გაცემულია საანგარიშო პერიოდში | ნაშთი საანგარიშო პერიოდის ბოლოს | გაცემული განმეორებითი მოწმობების რ-ბა | შემოსავალი ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში | შემოსავალი დაფინანსების ვალუტაში | სულ შემოსავალი დაფინანსების ვალუტაში | სულ შემოსავალი დაფინანსების ვალუტაში (ნაზარდი ჯამით) | ||||||||||||||||||||||
| ფასიანი მომსახურებით | უფასო მომსახურებით | 50%-ით მომსახურება | ტექნიკური წუნით | ||||||||||||||||||||||||||||
| რ-ბა | დიაპაზონი №- | რ-ბა | დიაპაზონი №- | რ-ბა | დიაპაზონი №- | რ-ბა | დიაპაზონი №- | რ-ბა | დიაპაზონი №--- | რ-ბა | დიაპაზონი №- | რ-ბა | დიაპაზონი №- | რ-ბა | მიეთითოს ადგ. ვალ. | მიეთითოს დაფ. ვალ | მიეთითოს დაფ. ვალ | მიეთითოს დაფ. ვალ | |||||||||||||
| პირადობის მოწმობა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||
| პასპორტი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||
| დაბადების მოწმობა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||
| გარდაცვალების მოწმობა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||
| ქორწინების მოწმობა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||
| განქორწინების მოწმობა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||
| მამობის დადგენის მოწმობა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||
| შვილად აყვანის მოწმობა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||
| სახელის, მამის სახელის და გვარის გამოცვლის მოწმობა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||
| სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების, დამატებისა და ცვლილების შეტანა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||
| ცნობა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||
| სულ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
| დაბრუნებული თანხები |
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||
| საკონსულო თანამდებობის პირი |
|
|
|
|
| საბანკო ხარჯი |
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||
| ფინანსური თანამდებობის პირი |
|
|
|
|
|
|
| სულ ჩათვლა |
|
|
|
|
| ||||||||||||||||||


უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები