დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4992-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 01/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110715025, 15/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.05.001.016422 |
საქართველოს კანონი
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13, 12.04.2005, მუხ. 84) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:
„12. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი იბეჭდება და ივსება მხოლოდ არაქართულ ენაზე და მას სააგენტო რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.“.
2. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მკაცრი აღრიცხვის ფორმებზე აღნიშნული უნდა იყოს მათი დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრისა). „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირადობის ნეიტრალურ მოწმობასა და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტზე აღნიშნული უნდა იყოს მხოლოდ რეგისტრაციის ნომერი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალების გარეშე და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრისა).“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 1 ივლისი.
№4992-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები