„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4987-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110715024, 15/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240060.05.001.016421
  • Word
4987-რს
01/07/2011
ვებგვერდი, 110715024, 15/07/2011
010240060.05.001.016421
„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 347) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 51 პუნქტი:

„51. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის განცხადების შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 35 ლარია.“;

ბ) 62 პუნქტი:

„62. პირადობის ნეიტრალური მოწმობის განცხადების შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 10 ლარია.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 1 ივლისი.

№4987-რს