ქ. ფოთის პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

  • Word
ქ. ფოთის პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 137
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 29/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 04/04/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 27/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.220.007194
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
137
29/03/2005
სსმ, 38, 04/04/2005
040030000.22.220.007194
ქ. ფოთის პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/04/2005 - 13/04/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.195

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №137

2005 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

ქ. ფოთის პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კანონის ,,დაწყებითი პროფესიული განათ­ლების შესახებ” მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის, საქარ­თველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იურიდიუ­ლი პირის შესახებ” მე-5 მუხლისა და საქართველოს კანონის ,,განათლების შესახებ” 24-ე მუხლის საფუძ­ველზე, ვბრძანებ:

1. ქ. ფოთის პროფესიული ლიცეუმი დაფუძნდეს სა­ჯა­რო სამართლის იურიდიულ პირად.

2. დამტკიცდეს ქ. ფოთის პროფესიული ლიცეუმის წესდება.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –   ქ. ფოთის პროფესიული ლიცეუმის წესდება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ.ფოთის პრო­ფესიული ლიცეუმი, როგორც დაწყებითი პროფესიუ­ლი საგანმანათლებლო დაწესებულება, ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ახორციე­ლებს დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგ­რამას.

2. ლიცეუმი თავის საქმიანობას წარმართავს საქარ­თველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, ,,განათ­ლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათ­ლების შესახებ” საფუძველზე.

3. ლიცეუმი წარმოადგენს დაწყებითი პროფესიული გა­ნათლების დაწესებულებას, რომელიც ასრულებს სა­ქარ­თველოს კანონით ,,დაწყებითი პროფესიული გა­ნათლების შესახებ” დადგენილ ყველა საგანმანათ­ლებლო პროგრამას ამაღლებული კვალიფიკაციის მინიჭების უფლებით, ახორციელებს პროფესიული სწავლების ახალი შინაარსის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, აპრობაციასა და გამოცდას.

4. ლიცეუმი დამოუკიდებელია რელიგიურ და პოლიტიკურ გაერთიანებათაგან.

5. ლიცეუმს გააჩნია საჯარო სამართლის იური­დიული პირის ატრიბუტიკა – საკუთარი წესდება, დამოუ­კიდებელი ბალანსი და ანგარიშები საბანკო დაწესებუ­ლებებში, ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.

6. ლიცეუმის იურიდიული მისამართია: ქ. ფოთი, გალაკტიონ ტაბიძის ქ. №12.

    მუხლი 2. მიზნები და ამოცანები

1. ლიცეუმის მიზანია:

ა) საქართველოს კანონით ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამების შესრულება მაღალი კვალიფიკაციის მინიჭების უფლებით;

ბ) საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური ცვლილე­ბების შესაბამისად მოსახლეობისათვის პროფე­სიული განათლების პირობების შექმნა პროფესიული განათლება ყველასათვის – პრინციპის საფუძველზე;

გ) შრომის ბაზრის მოთხოვნათა სისტემატური ანალიზის საფუძველზე მოსამზადებელი პროფესიების შერჩევა, სპეციალისტთა მომზადება ქალაქისა და ზღვისპირა რეგიონის ინფრასტრუქტურისათვის;

დ) სამეწარმეო და კომერციული საქმიანობისათვის საჭირო ცოდნის გავრცელება, სპეციალისტთა მომზადება ახალ ეკონომიკურ პროფესიებში და ამ გზით მცირე ბიზნესისა და სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისათვის ხელის შეწყობა;

ე) ეკოლოგიური ცოდნის გავრცელება, მომზადება ეკოლოგიურ პროფესიებში;

ვ) წარმოებაში დასაქმებულ პირთა მომზადება-გადამზადება;

ზ) სწავლას ჩამოცილებული, ობოლი, მზრუნველობას მოკლებული მოზარდების, სოციალურად გაუცხოებული ადამიანების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, უნარშეზღუდული ბავშვების ჩაბმა პროფესიულ განათლებაში, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მიზნით;

თ) სწავლების შინაარსის სრულყოფა დამსაქმებელთა და შრომის ბაზრის მოთხოვნების საფუძველზე, ახალი ტექნოლოგიებისა და პროგრამების აპრობაცია, გამოცდა და დანერგვა;

ი) წვლილის შეტანა ქვეყნის ისტორიულ-კულტურული ტრადიციების შენარჩუნებასა და აღორძინებაში ხალხური რეწვის პროფესიების სწავლების გზით.

    მუხლი 3. ლიცეუმის უფლებამოსილებანი

1. ლიცეუმი სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებ­ლად ახორციელებს საქმიანობას.

2. მისი უფლებამოსილებანი დადგენილია ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებით.

3. ლიცეუმს საქართველოს კანონმდებლობის, სახელ­მწიფო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარ­ტების და ამ წესდების შესაბამისად, უფლება აქვს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული საკითხები.

4. ლიცეუმი უფლებამოსილია:

ა) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) განსაზღვროს საგანმანათლებლო პროგრამები პროფესიების მიხედვით სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და საქართველოს განათლებისა და მეც­ნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგან­მა­ნათ­ლებლო პროგრამის საფუძველზე;

გ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, განახორციელოს ცალკეულ პროფესიებში სწავლების შინაარსის სრულყოფა, აპრობაცია და გამოცდა;

დ) მოსამზადებელი პროფესიების შესაბამისად, სახელ­მწიფო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებ­ში, დამოუკიდებლად დაამყაროს კავშირი სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, საგანმანათლებლო დაწესე­ბულებებთან, სოციალურ პარტნიორებთან (მათ შორის საერ­თაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების საფუძველზე);

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგოს სასწავლებლის ქონება და ფინანსური სახსრები;

ვ) მოიზიდოს არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერიალური სახსრები;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინოს და განკარგოს ფასიანი ქაღალდები, რომლის შემოსავალი სრულად მოხმარდება ლიცეუმის მიზნების განხორ­ციელებას (ამ მიზნით მას უფლება არა აქვს გამოიყენოს საბიუჯეტო სახსრები და თავისი საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის მიღებული საფასური);

თ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ლიცეუმს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სხვა დაინტერესებულ დაწესებულებებს, საწარმოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად შეუძლია შექმნას საგანმანათლებლო გაერთიანებები (ასოციაციები, კავშირები) საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებისა და სრულყოფის მიზნით;

ი) საკუთარი საფინანსო სახსრების ფარგლებში განათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით დაადგინოს ლიცეუმის მართვის სტრუქტურა, საშტატო განრიგი და თანამდებობრივი ფუნქციები.

5. ლიცეუმი, საქართველოს კანონმდებლობით დადგე­ნილი წესით, გადის ატესტაციასა და აკრედიტაციას.

6. ლიცეუმი უფლებამოსილია გამოვიდეს სასამარ­თლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

    მუხლი 4. საგანმანათლებლო პროგრამები

1. ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ლიცეუმი ასრულებს ყველა სახის დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას მაღალი კვალიფიკაციის მინიჭების უფლებით.

2. ლიცეუმი ასრულებს:

ა) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ ზოგადი საშუალო განათლების პროგრამასთან ერთად (სწავლების ვადა 3-დან 4 წლამდე);

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, ზოგადი საშუალო განათლების პროგრამის გარეშე (სწავლების ვადა 1-დან 2 წლამდე);

გ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ (სწავ­ლების ვადა 6 თვიდან 2 წლამდე);

დ) სახელობო მომზადების პროგრამას, დაწყებითი ზო­გადი განათლების მიღების შემდეგ, სწავლების ვადა 1-დან 2 წლამდე;

ე) დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამებს (პროფესიული მომზადების პროგრამას – სწავლების ვადით 10 თვემდე;

პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას – სწავლების ვადით 10 თვემდე).

3. საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება საბოლოო ატესტაციით, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა საქართველოს კანონით ,,დაწყებით პროფესიული განათლების შესახებ” დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატი:

ა) დაწყებითი პროფესიული განათლება საბაზო ზოგადი განათლების შემდეგ, საშუალო ზოგადი განათლების პროგრამასთან ერთად – ზოგადსაგანმანათლებლო საშუა­ლო განათლების ატესტატი და დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი;

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლება ზოგადი სა­­ბაზო განათლების მიღების შემდეგ – დაწყებითი პრო­ფე­სიული განათლების დიპლომი;

გ) დაწყებითი პროფესიული განათლება ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ – დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი;

დ) სახელობო მომზადება დაწყებითი ზოგადი განათ­ლების შემდეგ – მოწმობა;

ე) დამატებითი პროფესიული განათლება (პროფესიული მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება) – მოწმობა.

4. კურსდამთავრებული, რომელიც სრულყოფილად ვერ აითვისებს საგანმანათლებლო პროგრამას, მიიღებს ცნობას სწავლის კურსის მოსმენის შესახებ.

    მუხლი 5. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზაცია

1. ლიცეუმში საგანმანათლებლო პროცესი მოიცავს:

ა) თეორიულ სწავლებას (ზოგადსაგანმანათლებლო და სპეციალური საგნების სწავლება);

ბ) საწარმოო სწავლებას და პრაქტიკას;

გ) მოსწავლეებთან აღმზრდელობით მუშაობას.

2. ზოგადსაგანმანათლებლო სწავლების პროგრამა ხორ­ციელდება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათ­ლებლო სტანდარტების საფუძველზე.

3. სასწავლო პროცესის გრაფიკი და არდადეგების ხან­გრძლივობა განისაზღვრება განათლებისა და მეცნიერე­ბის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

4. მოსამზადებელი პროფესიები შეირჩევა შრომის ბაზრის მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო დაკვეთით და ხელშეკრულების საფუძველზე – ფასიანი საგანმანათ­ლებლო მომსახურებით.

5. ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტროს მიერ დადგენილი წესით.

6. ცალკეულ საგნებსა და საწარმოო სწავლებაში ჯგუფების გაყოფა ხდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

7. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საწარმოო სწავლებასა და პრაქტიკის პროცესში, სასწავლებელი ეწევა სასწავლო-საწარმოო საქმიანობას, მოსწავლეთა მონაწილეობით ქმნის პროდუქციას, ეწევა ანაზღაურებად, მათ შორის ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას.

8. სასწავლო-საწარმოო საქმიანობის პროცესში მოს­წავლის მიერ შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება სამუშაოს მოცულობის და ხელშეკრულებით გათვა­ლისწინებული განაკვეთის შესაბამისად.

9. ლიცეუმში ზოგადსაგანმანათლებლო და პროფე­სიული სწავლების შინაარსისა და სწავლების მეთოდიკის სრულყოფის თვალსაზრისით, დაწესებულების პედაგო­გიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას საგნობრივი მეთოდური გაერთიანებები.

    მუხლი 6. ლიცეუმის მართვა

1. ლიცეუმის მართვა ხორციელდება მოქმედი კანონ­მდებლობის და ამ წესდების საფუძველზე.

2. ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების, დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულებისა და ამ წესდებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, ლიცეუმს მართავს დირექტორი, რომელიც ამასთანავე არის ლიცეუმის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

3. დირექტორს დადგენილი წესით ნიშნავს და ათა­ვისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

4. დირექტორი უფლებამოსილია:

ა) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, სამუშაო­ზე მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სა­მინისტროს მიერ დადგენილი წესით, პედაგოგიურ საბ­ჭოსთან შეთანხმებით, შეადგინოს ლიცეუმის პედაგო­გიური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატეს­ტაციის განრიგი.

5. დირექტორი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

ბ) პასუხისმგებელია ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულებისათვის;

გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;

დ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას და მიზან­შეწონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები;

ე) უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებაზე კონტროლი.

6. დირექტორი ხელმძღვანელობს ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ საბჭოს.

7. დირექტორი მოქმედი კანონმდებლობის, ტიპური დებულებისა და ამ წესდების შესაბამისად განაგებს ლიცეუმის ქონებას და საფინანსო სახსრებს.

8. დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე.

9. დირექტორი პასუხისმგებელია ლიცეუმის საქმია­ნობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე.

10. დირექტორის არყოფნის ან მოვალეობის შესრუ­ლების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე სასწავლო-საწარ­მოო მუშაობაში.

11. ადმინისტრაციის წევრთა უფლება-მოვალეობანი თანამდებობრივი საკვალიფიკაციო დახასიათებების საფუძველზე დგინდება ლიცეუმის შინაგანაწესით.

    მუხლი 7. პედაგოგიური საბჭო

1. პედაგოგიური საბჭო ,,განათლების შესახებ” და ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” სა­ქართველოს კანონების შესაბამისად წარმოადგენს არჩევით ორგანოს.

2. პედაგოგიურ საბჭოს ყოველწლიურად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა.

3. პედაგოგიური საბჭოს წევრთა რიცხვი უნდა შეადგენდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-ს და არა უმეტეს 1/3-ს. თუკი დაწესებულებების პედაგოგთა რიცხვი ოცს არ აღემატება, მაშინ პედაგო­გიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედა­გოგისაგან. პედაგოგიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.

4. პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახე­ლების უფლება აქვს დირექტორს და დაწესებუ­ლების ნებისმიერ პედაგოგს.

5. არჩევნები ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭის­ყრით. საერთო კრების უმრავლესობის გადა­წყვეტი­ლებით შესაძლებელია ცალკეული კანდიდატის ასარ­ჩევად ჩატარდეს ფარული კენჭისყრაც.

6­. ლიცეუმის პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს დირექტორი.

7. სათათბირო ხმით პედაგოგიური საბჭოს მუშაო­ბაში მონაწილეობს ყველა პედაგოგი.

8. პედაგოგიური საბჭო წარმართავს საგანმანათ­ლებლო პროცესს, სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ მუშაობას.

9. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს.

10. პედაგოგიური საბჭო განიხილავს ლიცეუმში არსებულ მდგომარეობას და აფასებს მას.

11. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობა აირჩევა ყოველწლიურად სასწავლო წლის დასაწყისში.

12. საბჭო ასრულებს ამ წესდებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

13. პედაგოგიური საბჭო მოიწვევა თვეში ერთხელ.

    მუხლი 8. სამეურვეო საბჭო

1. ლიცეუმში მატერიალური და ფინანსური სახსრების მოზიდვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით, იქმნება სამეურვეო საბჭო.

2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, მათ შორის ლიცეუმის პედაგოგიური საბჭოს მიერ წარმოდგენილი 1 წევრი, მშობელი, სოციალური პარტნიორი, დამსაქმებელი ან საზოგადოების სხვა თვალსაჩინო წარმომადგენელი.

3. სამეურვეო საბჭო აირჩევა სამი წლის ვადით.

4. სამეურვეო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე.

5. სამეურვეო საბჭოს ერთ წევრს ღია კენჭისყრით ირჩევს პედაგოგიური საბჭო. დანარჩენი 4 წევრი აირჩევა მშობელთა საერთო კრებაზე, ღია კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს დასახელების რიგითობით ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც სხვებზე მეტ ხმებს დააგროვებს.

6. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი წევრის არჩევა ხდება მშობელთა საერთო კრებაზე, უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღისა.

    მუხლი 9. მოსწავლეები

1. მოსწავლე არის პირი, რომელიც არჩეული პროფესიისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესასწავ­ლად, განსაზღვრული ასაკის, განათლების დონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად, ირიცხება სასწავლებელში.

2. სახელმწიფო დაკვეთით განსაზღვრული ადგილების დაკავება ხდება კონკურსის წესით, რომლის პირობებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დადგენილი წესის შესაბამისად ადგენს პედაგოგიური საბჭო.

3. ლიცეუმში ჩარიცხვისას მოსწავლეს, მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელსა და დირექტორს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აღინიშნება:

ა) უფასო ან ფასიანი საგანმანათლებლო მომსახუ­რების სახე და მისი განხორციელების პირობები;

ბ) განათლების მიღების ფორმა;

გ) საგანმანათლებლო პროგრამა და მისი შესრულების პირობები;

დ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრუ­ლებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლო­ბისთვის;

4. მოსწავლეები მიიღებიან;

ა) სახელობო მომზადების პროგრამით – 12 წლის ასაკიდან;

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრა­მით – 14-15 წლის ასაკიდან.

5. მოსწავლეებს უფლება აქვთ:

ა) აირჩიონ პროფესია და საგანმანათლებლო პროგრამა;

ბ) მოითხოვონ თავიანთი უფლებების დაცვა და პიროვნული ღირსებების პატივისცემა;

გ) თავისუფლად გამოთქვან აზრი;

დ) დაეუფლონ დამატებით, მათ შორის ფასიან საგანმანათლებლო პროგრამებს;

ე) გადავიდნენ შესაბამისი დონის სხვა საგანმანათ­ლებლო დაწესებულებაში ამ უკანასკნელის თანხმობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ვ) საწარმოო სწავლებისა და პრაქტიკის პერიოდში ეწეოდნენ ანაზღაურებად სასწავლო-საწარმოო საქმია­ნობას;

ზ) სწავლის პერიოდში არასასწავლო დროს კანონ­მდებლობით დადგენილი წესით ეწეოდნენ თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის შესაბამის შრომით საქმიანობას;

თ) სამედიცინო უკუჩვენების გამო, არჩეული პრო­ფესიით სწავლის გაგრძელების შეუძლებლობის შემთხვე­ვაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებულ საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეს უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე მიიღოს სხვა პროფესია;

ი) 18 წლის ასაკამდე პირს, ზოგადი განათლების დო­ნის გათვალისწინებით, უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე ერთხელ გაიაროს სახელობო მომზადების კურსი ან მიიღოს დაწყებითი პროფესიული განათლება.

6. მოსწავლეები ვალდებულნი არიან:

ა) აითვისონ საგანმანათლებლო პროგრამა, დაეუფ­ლონ არჩეულ პროფესიას;

ბ) დაიცვან ლიცეუმის შინაგანაწესი;

გ) პატივი სცენ თანატოლების, პედაგოგებისა და სხვა თანამშრომელთა უფლებებს;

დ) გაუფრთხილდნენ სასწავლებლის ქონებას, მისთვის ზარალის მიყენების შემთხვევაში, აანაზღაურონ იგი.

ე) შინაგანაწესის სისტემატური დარღვევებისათვის მოსწავლის მიმართ პედაგოგური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური ზომები.

    მუხლი 10. პედაგოგიური მუშაკები

1. პედაგოგიურ მუშაკებს, საკონკურსო შერჩევის სა­­ფუძ­­ველზე, სამუშაოზე იღებს და ათავისუფლებს დი­რექტორი.

2. პედაგოგიურ მუშაკებად მიიღებიან შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირები. არაპედაგოგიური განათლების მქონე სპეციალური საგნების მასწავლებლები და საწარმოო სწავლების ოსტატები სამუშაოზე დანიშვნისას აუცილებელი წესით გადიან მომზადებას პედაგოგიური ცოდნის მინიმუმის მისაღებად.

3. პედაგოგიური მუშაკები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გადიან სწავლებასა და ატესტაციას.

4. დირექტორსა და მუშაკს შორის დადებულ ხელშეკრულებაში აღინიშნება:

ა) შესასრულებელი სამუშაო და მისი შესრულების პირობები;

ბ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისათვის;

გ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები.

5. პედაგოგთა ხელფასი დგინდება მათი კატეგორიის შესაბამისად დადგენილი განაკვეთის მიხედვით.

6. ლიცეუმის ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქმნას მუშაკს შრომისათვის საჭირო პირობები, დაიცვას მისი უფ­ლებები, ხელი შეუწყოს კვალიფიკაციის ამაღლებასა და შემოქმედებით წინსვლაში.

7. არასაბიუჯეტო სახსრების არსებობის შემთხვევაში, სასწავლებლის ადმინისტრაციას უფლება აქვს პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით გასცეს ხელფასის დანამატები, საკუთარი სტიპენდიები, პრემიები და ფინანსური დახმარებები მოსწავლეებსა და თანამშრომლებზე.

8. ლიცეუმის ყველა მუშაკი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;

გ) პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ მოვა­ლეობას, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალ­დებულებები;

დ) დაიცვას მოსწავლეთა უფლებები;

ე) აიმაღლოს კვალიფიკაცია, წარმოაჩინოს აქტივობა, ინი­ციატივა და შემოქმედებითი უნარი სწავლების ში­ნაარსისა და მეთოდების დახვეწის და ახალი ტექნო­ლოგიების დანერგვის თვალსაზრისით;

ვ) მოსწავლეებთან მუშაობა წარმართოს თანამ­შრომლობის პრინციპით, მათი ინდივიდუალური თვისე­ბების, უნარისა და მიდრეკილებების გათვალის­წინებით.

9. პედაგოგს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა;

ბ) აირჩიოს სწავლებისა და აღზრდის მეთოდები, მეცადინეობის ფორმები, მეთოდები და საშუალებები;

გ) მონაწილეობა მიიღოს ლიცეუმის საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში;

დ) ისარგებლოს პედაგოგიურ მუშაკთათვის კანონ­მდებლობით დადგენილი ყველა უფლებითა და შეღავათით.

    მუხლი 11. ლიცეუმის ქონება

1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორ­ციელებლად ლიცეუმს სახელმწიფოს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით.

2. ლიცეუმი მის მფლობელობაში არსებული ქონების მიმართ ქონებრივ-სამართლებრივ უფლებამოსილებებს ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 12. დაფინანსება

1. ლიცეუმის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;

გ) სასწავლო-საწარმოო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

დ) ფასიანი საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსახუ­რებიდან მიღებული შემოსავლები;

ე) შემოწირულობებით, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით, გრანტებით მიღებული შემოსავლები;

ვ) ჩუქებით ან ანდერძით მიღებული ქონება;

ზ) სოციალურ პარტნიორთა სახსრები;

თ) დამკვეთის სახსრებით წარმოების მუშახელის პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავლები;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.

2. ლიცეუმის სახსრები და შემოსავლები განიკარგება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. ლიცეუმის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძა­ლულია.

    მუხლი 13. სახელმწიფო კონტროლი

1. ლიცეუმის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს ლიცეუმის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები ლიცეუმის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცი­ლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ლიცეუმი ვალდებულია დადგენილი წესით აწარ­მოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. დაწესებულების საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ლიცეუმის დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და დაწესებულების წესდებას.

6. ლიცეუმი ვალდებულია განათლებისა და მეცნიე­რების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავში­რებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.

    მუხლი 14. წესდებაში ცვლილებების შეტანა

ლიცეუმის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხორ­ციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 15. ლიცეუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ლიცეუმის, როგორც საჯარო სამართლის იური­დიული პირის, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორ­ციელ­დება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 16. გარდამავალი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. ფო­თის პროფესიული ლიცეუმი წარმოადგენს ქ. ფოთის პროფესიული ლიცეუმის უფლებამონაცვლეს.