დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის N221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 90 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110714036, 14/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 070010010.22.027.016157 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №90
2011 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებით (სსმ III, 30.09.2008, №143, მუხ. 1423) დამტკიცებულ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შესული თანხების აღრიცხვა-ანგარიში, განკარგვა და კონტროლი
1. აღმასრულებელი ვალდებულია თითოეულ საქმესთან დაკავშირებით აწარმოოს როგორც ამოღებული, ასევე ამოსაღები თანხების აღრიცხვა-ანგარიში, ხოლო ბიუროს უფროსი ვალდებულია ზედამხედველობა გაუწიოს და აკონტროლოს აღნიშნული საქმიანობა.
2. აღმასრულებელი თანხის შემოსვლის/ამოღების შემდეგ ამზადებს და ხელს აწერს მიმართვის ფორმას თანხების განკარგვის შესახებ, რომელსაც ამოწმებს ბიუროს უფროსი და თავის თანხმობას ადასტურებს ხელმოწერითა და ბეჭდით, რის შემდეგაც მიმართვა წარედგინება ბუღალტერს შესასრულებლად. მიმართვის ფორმას თან უნდა ერთოდეს სააღსრულებო ფურცლის, აღსასრულებელ მოთხოვნაზე განაცხადის, თანხის მიღების უფლების დამადასტურებელი, გადახდის დამადასტურებელი და საბანკო რეკვიზიტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. ბუღალტერი ამოწმებს წარდგენილი მიმართვის ფორმის სისწორეს და შესაბამისობას წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან, რის შემდეგაც ამზადებს შესაბამის თანხებს გადასარიცხად ან უკან უბრუნებს აღმასრულებელს ხარვეზის გამოსასწორებლად. განსაკუთრებულ შემთხვევაში ბუღალტერი უფლებამოსილია აღმასრულებლისაგან წერილობით მოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია. ბუღალტრისათვის მიმართვის ფორმის წარდგენა თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად შესაძლებელია საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.
3. აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შესული ნებისმიერი თანხის განკარგვას ახორციელებენ ბიუროს უფროსი (ან ცალკეულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ბიუროს უფლებამოსილი პირი) და ბუღალტერი. ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის განსახორციელებლად აუცილებელია ბიუროს უფროსის (ან ცალკეულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ბიუროს უფლებამოსილი პირის) და ბუღალტრის ერთობლივი თანხმობა. ფინანსურ დოკუმენტაციაზე ხელს აწერენ ბიუროს უფროსი (ან ცალკეულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ბიუროს უფლებამოსილი პირი) და ბუღალტერი. ასეთი დოკუმენტაცია მოწმდება ბიუროს ბეჭდით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის ფორმის ნიმუშს და მიმართვის ფორმის შევსების ინსტრუქციას ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
5. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღსასრულებელ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ საქმეთა იძულებითი აღსრულებისას ამ მუხლით განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილებებს ახორციელებენ აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის – სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღსასრულებელ საქმეთა სპეციალური სამსახურის უფროსი, მრჩეველი და შესაბამისი ბუღალტერი, ხოლო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 147 მუხლით გათვალისწინებული კერძო აღმასრულებლის მიერ სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადზე შესაბამისი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებისას – აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის – რეგიონული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, მრჩეველი და შესაბამისი ბუღალტერი.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები