„საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4985-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110714025, 14/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 010010000.01.001.016003
  • Word
4985-რს
01/07/2011
ვებგვერდი, 110714025, 14/07/2011
010010000.01.001.016003
„საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

„საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 157) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუციას (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 668) დაემატოს შემდეგი შინაარსის 481 მუხლი:

     „მუხლი 481 

1. საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი.

2. საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს.“.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 1 ივლისი.

№4985-რს