„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4942-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110714020, 14/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240060.05.001.016400
  • Word
4942-რს
24/06/2011
ვებგვერდი, 110714020, 14/07/2011
010240060.05.001.016400
„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 347) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საფასური გადაიხდება შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ განცხადების შეტანამდე ან მისი შეტანის შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორებით. საფასურის განცხადების შეტანის შემდეგ გადახდის შემთხვევაში იგი გადაიხდება განცხადების შეტანის დღესვე.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

21. როდესაც მომსახურების გაწევა ხდება განცხადების შეტანის დღესვე, საფასური გადაიხდება განცხადების შეტანამდე. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია საფასური გადაიხადოს შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდეგ, მიუხედავად მომსახურების გაწევის ვადისა.

22. დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე სააგენტო/სააგენტოს ტერიტორიული სამსახური მომსახურებას ახორციელებს სააგენტოს/სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ (ადგილზე მომსახურება).“.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. საქართველოს მოქალაქის პირადობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ელექტრონული მოწმობების განცხადების შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 30 ლარია;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 30 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების − 10 ლარი;

გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 30 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების − 20 ლარი;

დ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 30 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების − 30 ლარი;

ე) იმავე დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 30 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 35 ლარი.;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

61. საქართველოს მოქალაქის პირადობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის მოწმობების განცხადების შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 5 ლარია;

გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 10 ლარია;

დ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 25 ლარია;

ე) იმავე დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 50 ლარია.“;

დ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. დროებითი ბინადრობის ნებართვის განცხადების შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 210 ლარია;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 210 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 120 ლარი;

გ) 10 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 210 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 200 ლარი.“;

ე) 24-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 პუნქტი:

„241. სააგენტოს უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე უცხო ქვეყნიდან დოკუმენტის (ინფორმაციის) გამოთხოვისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 ლარია.“;

ვ) 28-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 29-ე და 30-ე პუნქტები:

„29. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) და დადგენილი წესით ადგილზე მომსახურების საფასურის განაკვეთი 100 ლარია. ამ პუნქტით გათვალისწინებული საფასური არ მოიცავს შესაბამისი მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურს.

30. საქართველოს მოქალაქის პირადობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები  უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის მოწმობების გაცემის გარეშე ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის შექმნის საფასურის განაკვეთი 10 ლარია. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი გაიცემა განცხადების შეტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.“.

3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51−54 პუნქტები:

„51. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-6 და 30-ე პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურების გადახდისაგან თავისუფლდებიან: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001-ს; მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული პირი; უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, თუ მოქალაქეობის მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია.

 52. ამ კანონის მე-5 მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელზედაც სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ობიექტური მიზეზების გამო ვერ გასცა დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა.

53. ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის და დროებითი ბინადრობის მოწმობის  საფასურის და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლისთვისაც დროებითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების ინიციატორი საქართველოს მთავრობის წევრია. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დროებითი ბინადრობის ნებართვა და დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა განცხადების შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

54. ამ კანონის მე-5 მუხლის 29-ე პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ივნისი.

№4942-რს