სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე

  • Word
სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 277
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110714012, 14/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 210040000.10.003.016437
  • Word
277
12/07/2011
ვებგვერდი, 110714012, 14/07/2011
210040000.10.003.016437
სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 277

2011 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე

მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად დადგინდეს თან­დართული „სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკ­რებლის წლიური  განაკ­ვეთები“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაო­ბაზე“ საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონის ამოქმედების­თანავე.

პრემიერ-მინისტრი                  ნ. გილაური

 

 

დანართი

სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთები

სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებია:

ა) ქალაქ თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი პირის მიერ სამორინეში სათამაშო აპარატების სალონის მოწყობისათვის – 100 000 ლარი;

ბ) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე (გარდა ამ დანართის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 1 000 000 ლარი;

გ) თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე – 200 000 ლარი;

დ) თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის ტერიტორიაზე – 200 000 ლარი;

ე) თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე – 200 000 ლარი;

ვ) თვითმმართველი ქალაქი ფოთის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;

ზ) თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;

თ) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;

ი) მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;

კ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;

ლ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;

მ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;

ნ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;

ო) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;

პ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;

ჟ) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;

რ) სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე – 50 000 ლარი.