,,საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 276
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110714011, 14/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016436
  • Word
276
12/07/2011
ვებგვერდი, 110714011, 14/07/2011
040030000.10.003.016436
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 276

2011 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის 73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის 73 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი, 150211, 15/02/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „გ) ყოველკვარტალურად (საანგარიშო კვარტალის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში) მოქმედი გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციას და არსებული ცვლილებების გათვალისწინებით კორექტირებულ მონაცემებს შემდეგი რეკვიზიტების გათვალისწინებით: გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გადასახადის გადამხდელის სრული დასახელება (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი), იურიდიული მისამართი (ტერიტორიის კოდის მითითებით, ფიზიკური პირის შემთხვევაში – საცხოვრებელი სახლის მისამართი), ფაქტობრივი მისამართი (ტერიტორიის კოდის მითითებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი, ტელეფონის და/ან ფაქსის ნომერი, ელფოსტა, ძირითადი საქმიანობის სახე (ეკონომიკური საქმიანობის სახეები საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის მიხედვით ხუთნიშნა დონეზე), კვარტალური ბრუნვის მოცულობა და დასაქმებულთა რაოდენობა (ელექტრონული ფორმით).“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                       ნ. გილაური