დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1639 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/07/2002 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 26/07/2002 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.001.132 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი) 273-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. რუსეთის ფედერაციაში წარმოებული მსუბუქი ავტომანქანების იმპორტი 2003 წლის 1 იანვრამდე იბეგრება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით. იმპორტირებული მსუბუქი ავტომანქანის წლოვანების შესაბამისი ნიხრი განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
წლოვანება | ახალი და 6 წლამდე | 6-დან 11 წლამდე | 11 წლისა და ზევით |
თანხა ლარებში | 0,50 | 0,60 | 1,00 |
.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 4 ივლისი.
№1639–რს
დოკუმენტის კომენტარები