დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს "ქართული ლუდის კომპანია" - აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს "ქართული ლუდის კომპანია" |
| მიღების თარიღი | 14/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110714001, 15/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სააქციო საზოგადოება „ქართული ლუდის კომპანიის“ ს.კ. 404900737 დირექტორი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2011 წლის 12 აგვისტოს, დღის 11 საათზე, შემდეგ მისამართზე: მცხეთა, სოფ. საგურამო
დღის წესრიგი:
1. სამეთვალყურეო საბჭოს არჩევა.
2. სს „ქართული ლუდის კომპანიის“ კაპიტალის გაზრდა ემისიის გზით.
3. წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება.
4. სხვადასხვა.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ქართული ლუდის კომპანიის“ დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.
კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2011 წლის 13 ივლისი.
აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „ქართული ლუდის კომპანიის“ რეგისტრატორთან შპს „ეროვნულ რეესტრთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №41, სართ. 6, ტელ.: 231-11-73, 231-11-74, 231-11-75.
დირექტორი მ. გრიგოლია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები