დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,რუსთავის პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 მარტის №119 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 782 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/08/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 125, 12/09/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/11/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.220.009206 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.206
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №782
2006 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
,,რუსთავის პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 მარტის №119 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების გამიჯვნის მიზნით, ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,რუსთავის პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 მარტის №119 ბრძანებით (სსმ III, 04.04.2005 წ., №38, მუხ. 386) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) წესდების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საშუალო პროფესიული განათლების მიღება ხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე.“;
ბ) წესდების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) მომზადება საშუალო სპეციალური განათლების მქონე კვალიფიციური სპეციალისტებისა, რომელთაც აქვთ საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული ჩვევები სპეციალობაში;“.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები