საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5007-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110712019, 12/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016003
  • Word
5007-რს
01/07/2011
ვებგვერდი, 110712019, 12/07/2011
010190030.06.001.016003
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 144-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, ამასთანავე, კანონპროექტს გადასცემს წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს), სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს მთავრობას. საფინანსო სექტორის წარმომადგენლის საქმიანობის მარეგულირებელი კანონპროექტი ასევე გადაეცემა საქართველოს ეროვნულ ბანკს;“.

2. 153-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81  პუნქტი:

„81 . საფინანსო სექტორის წარმომადგენლის საქმიანობის მარეგულირებელი კანონპროექტის განხილვის დროს, თუ საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს წერილობითი შენიშვნები, რომლებსაც აცნობებს შესაბამის კომიტეტს, კომიტეტის სხდომაზე აღნიშნულ კანონპროექტის განხილვისას შეიძლება მოწვეულ იქნს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი..

3. 237-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                                          დ . ბაქრაძე

თბილისი,

2011 წლის 1 ივლისი.

№5007-რს