ზოგიერთი საჯარო სკოლის ლიკვიდაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
ზოგიერთი საჯარო სკოლის ლიკვიდაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 121/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 12/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110712016, 12/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016158
  • Word
121/ნ
12/07/2011
ვებგვერდი, 110712016, 12/07/2011
040030000.22.022.016158
ზოგიერთი საჯარო სკოლის ლიკვიდაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №121/ნ

2011 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საჯარო სკოლის ლიკვიდაციის და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448  ბრძანებაში ცვლილების  შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ნ” ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ,,ბ” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის 37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების”  მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის №19 საჯარო სკოლის ლიკვიდაცია 2011 წლის 16 ივლისამდე;

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის №19 საჯარო სკოლის  ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის №19 საჯარო სკოლის  უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი;

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448  ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, 112, მუხლი 1233) №2 დანართიდან ამოღებულ იქნეს დიდუბე-ჩუღურეთის  რაიონის  თავის მე-5  გრაფა;

4. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის 134 საჯარო სკოლის ლიკვიდაცია 2011 წლის 16 ივლისამდე;

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის №134 საჯარო სკოლის  ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის №134 საჯარო სკოლის  უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი;

6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლი სწესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448  ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, 112, მუხლი 1233) №2 დანართიდან  ამოღებულ იქნეს დიდუბე-ჩუღურეთის  რაიონის  თავის მე-9  გრაფა;

7. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის  ძველი თბილისის რაიონის 34  საჯარო სკოლის ლიკვიდაცია 2011 წლის 16 ივლისამდე;

8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის  ძველი თბილისის რაიონის 34 საჯარო სკოლის  ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის  ძველი თბილისის რაიონის 34 საჯარო სკოლის  უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი;

9. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448  ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, 112, მუხლი 1233) №2 დანართიდან  ამოღებულ იქნეს ძველი თბილისის რაიონის  თავის 22-ე  გრაფა;

10. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის 57 საჯარო სკოლის ლიკვიდაცია 2011 წლის 16 ივლისამდე;

11. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის 57 საჯარო სკოლის  ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის 57 საჯარო სკოლის  უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი;

12. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448  ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, 112, მუხლი 1233) №2 დანართიდან  ამოღებულ იქნეს ვაკე-საბურთალოს რაიონის  თავის მე-4  გრაფა;

13. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება;

14. ეს ბრძანება, გარდა   მე-3,  მე-6,  მე-9 და  მე-12 პუნქტებისა,  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე;

15. ბრძანების მე-3,  მე-6,  მე-9 და  მე-12 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 16 ივლისიდან.

. შაშკინი