ზოგიერთი საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
ზოგიერთი საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 120/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 12/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110712015, 12/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016157
  • Word
120/ნ
12/07/2011
ვებგვერდი, 110712015, 12/07/2011
040030000.22.022.016157
ზოგიერთი საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №120/ნ

2011 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების” მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურის საჯარო სკოლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თელავის №8 საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურის საჯარო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – თელავის №8 საჯარო სკოლასთან მიერთების გზით 2011 წლის 16 ივლისამდე.

2. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხლი 1233) მე-2 დანართიდან ამოღებულ იქნეს თელავის მუნიციპალიტეტის თავის 29-ე გრაფა.

3. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორის საჯარო სკოლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორის საჯარო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლასთან მიერთების გზით 2011 წლის 16 ივლისამდე.

4. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხლი 1233) მე-2 დანართიდან ამოღებულ იქნეს თელავის მუნიციპალიტეტის თავის 21-ე გრაფა.

5. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ზედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ზედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩხუტუნეთის საჯარო სკოლასთან მიერთების გზით 2011 წლის 16 ივლისამდე.

6. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხლი 1233) მე-2 დანართიდან ამოღებულ იქნეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თავის 32-ე გრაფა.

7. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭარნალის საჯარო სკოლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო ჭარნალის საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო ჭარნალის საჯარო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭარნალის საჯარო სკოლასთან მიერთების გზით 2011 წლის 16 ივლისამდე.

8. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხლი 1233) მე-2 დანართიდან ამოღებულ იქნეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თავის 42-ე გრაფა.

9. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. სტალინისუბნის საჯარო სკოლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ციხისძირის საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. სტალინისუბნის საჯარო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ციხისძირის საჯარო სკოლასთან მიერთების გზით 2011 წლის 16 ივლისამდე.

10. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხლი 1233) მე-2 დანართიდან ამოღებულ იქნეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის თავის 42-ე გრაფა.

11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

12. ეს ბრძანება, გარდა მე-2; მე-4; მე-6; მე-8 და მე-10 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

13. ბრძანების მე-2; მე-4; მე-6; მე-8 და მე-10 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 16 ივლისიდან.

. შაშკინი