,,გორის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/07/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110712010, 14/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.148.016066
  • Word
33
08/07/2011
ვებგვერდი, 110712010, 14/07/2011
010260050.35.148.016066
,,გორის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2011 წლის 8 ივლისი

ქ. გორი

,,გორის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,გორის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 აპრილის №19 დადგენილებაში (სსმ, 13.04.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის ანოტაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ეს წესი განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე გორის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს“;

  ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

   ,,4. დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს სტაციონარში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ორი კვირის ვადაში.’’;

  გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

   ,,6. სოციალურ დახმარებას მიიღებს საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის ის წევრი, რომელიც განცხადებით პირველი მიმართავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას.’’;

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სოციალური დახმარების მიმღები (ბენეფიციარი) პირი ვალდებულია, თუ ამ მუხლის პირველი და მესამე პუნქტებით გათვალისწინებულ კატეგორიას მიეკუთვნება, წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ არ განეკუთვნება – მიუთითოს აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილ განცხადებაში, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

   ,,3. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა გორის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები აჟარის, ახალგორის, ერედვის, ქურთის და თიღვის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

      საკრებულოს თავმჯდომარე                     ზ. ხმალაძე