ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ანაკლიასა და განმუხურში I კლასს დაქვემდებარებული III კატეგორიის წყალსადენისა და კანალიზაციის მშნებლობის შესახებ, რომელთა განთავსება/მშნებლობა შესაძლებელია მშნებლობის ნებართვის გარეშე

  • Word
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ანაკლიასა და განმუხურში I კლასს დაქვემდებარებული III კატეგორიის წყალსადენისა და კანალიზაციის მშნებლობის შესახებ, რომელთა განთავსება/მშნებლობა შესაძლებელია მშნებლობის ნებართვის გარეშე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110712002, 15/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 27/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.105.016040
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
25
29/06/2011
ვებგვერდი, 110712002, 15/07/2011
330130000.35.105.016040
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ანაკლიასა და განმუხურში I კლასს დაქვემდებარებული III კატეგორიის წყალსადენისა და კანალიზაციის მშნებლობის შესახებ, რომელთა განთავსება/მშნებლობა შესაძლებელია მშნებლობის ნებართვის გარეშე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/07/2011 - 20/07/2011)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება№25

 2011 წლის 29 ივნისი

ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ანაკლიასა და განმუხურში I კლასს დაქვემდებარებული III კატეგორიის წყალსადენისა და კანალიზაციის მშნებლობის შესახებ, რომელთა განთავსება/მშნებლობა შესაძლებელია მშნებლობის ნებართვის გარეშე

 ზუდიდის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ღონისძიებათა სრულყოფის მიზნით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ“ ქვეპუნქტისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ანაკლიასა და განმუხურში ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული III კატეგორიის წყალსადენისა და კანალიზაციის განთავსება/მშენებლობა დასაშვებია აღნიშნული სოფლების ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე ,,საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების“ 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.

2. წინამდებარე დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს.

3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, გრ. ქობალიას ქ. №12, უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ლ. კონჯარია