დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 14 დეკემბრის №90 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110711061, 12/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.32.057.016052 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №31
2011 წლის 5 ივლისი
ქ. ბათუმი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 14 დეკემბრის №90 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად:
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 14 დეკემბრის №90 დადგენილებაში და ამ დადგენილებით დამტკიცებულ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულებაში” (გაზეთი „აჭარა” 20.12.06, №232 (22.737), გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 24 (ოცდაოთხი) საშტატო ერთეულით.”;
ბ) დებულების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.”;
გ) დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, მისი ადგილზე არყოფნისას ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის ადგილზე არყოფნისას, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე”;
დ) დებულების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეადაქციით:
„1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სტატისტიკის განყოფილება;
ბ) მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილება;
გ) ადმინისტრაციული განყოფილება;
დ) ტურისტული პროდუქტისა და სერვისის განყოფილება;
ე) ბუღალტერია.”;
ე) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების სათაურები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სტატისტიკის განყოფილება:”
„გ) ადმინისტრაციული განყოფილება:“;
ვ) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) ტურისტული პროდუქტისა და სერვისის განყოფილება:
დ.ა) შეიმუშავებს წინადადებებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნის თაობაზე;
დ.ბ) ახორციელებს ახალი ტურისტული პროდუქტების ბაზარზე დამკვიდრების ხელშეწყობას, ასევე უკვე არსებული ტურისტული პროდუქტების განახლებას და გაუმჯობესებას;
დ.გ) უზრუნველყოფს აჭარის ტერიტორიაზე მომსახურების სფეროში დასაქმებული პერსონალისთვის სემინარების და ტრენინგების ჩატარებას მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;
დ.დ) შეისწავლის ტურისტულ-საკურორტო მომსახურების სფეროში უცხო ქვეყნების გამოცდილებას, ახდენს მის განზოგადებას და გამოყენებას;
დ.ე) ახორციელებს სხვადასხვა სახის კვლევებს ტურისტული სერვისის ხარისხის შესახებ და ამ კვლევების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს მისი გაუმჯობესების ხერხებს;
დ.ვ) უზრუნველყოფს სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას, რომლებიც ხელს შეუწყობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გახდეს კონკურენტუნარიანი მომსახურების სფეროში როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე;
დ.ზ) ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ადგილებისა და ღირსშესანიშნაობების მისასვლელებთან საინფორმაციო დაფებისა და საგზაო ნიშნულების განთავსების მონიტორინგს.”.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები