„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 05/07/2011
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110711059, 12/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 010240030.32.057.016050
  • Word
29
05/07/2011
ვებგვერდი, 110711059, 12/07/2011
010240030.32.057.016050
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება 29

2011 წლის 5 ივლისი

ქ. ბათუმი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კა­ნო­ნის მე-8 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლების შესაბამისად:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესე­ბუ­ლება – საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის 22 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ 67(23.282), 22–23 ივნისი, 2010 წელი) შეტანილ იქნ შემდეგი ცვლი­ლებები:

ა) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესე­ბუ­ლება – საარქივო სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნბა განი­სა­­ღვ­როს 82 (ოთხმოცდაორი) საშტატო ერთეულით, მათ შორის სამმარ­თვე­ლოს მო­სამ­სა­ხურეთა რიცხოვნება – 67 (სამოცდაშვიდი) საშტატო ერთეულით;.

ბ) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ცი­ით:

„3. სამმართველოს უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, რომელსაც სამმართველოს უფ­რო­სის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­სუფ­ლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.”.

2. მიმდინარე ეტაპისთვის აღნიშნული საშტატო ერთეულის დაფინანსება გან­­­ხორ­­­ციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სქვეუწყებო დაწესებულება – საარ­ქივო სამმართველოსათვის 2011 წლისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგ­ლებში.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე                   ლ. ვარშალომიძე