დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტად რეორგანიზაციისა და დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2004 წლის 5 ოქტომბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110711058, 12/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.32.057.016049 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №28
2011 წლის 5 ივლისი
ქ. ბათუმი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტად რეორგანიზაციისა და დებულების დამტკიცების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2004 წლის 5 ოქტომბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად:
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტად რეორგანიზაციისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2004 წლის 5 ოქტომბრის №58 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ № 196-197, 09.10.04, გვ. 7) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 43 (ორმოცდასამი) საშტატო და საჭიროებისამებრ არა უმეტეს 175 (ას სამოცდათხუთმეტი) შტატგარეშე ერთეულის ფარგლებში.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები