„,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცებისშესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცებისშესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 05/07/2011
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110711055, 12/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 010240030.32.057.016046
  • Word
25
05/07/2011
ვებგვერდი, 110711055, 12/07/2011
010240030.32.057.016046
„,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცებისშესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება 25

2011 წლის 5 ივლისი

ქ. ბათუმი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის 39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

აჭა­რის ავ­ტო­ნო­მიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შე­სა­ხებ აჭა­­­­რი­ს ავტო­ნო­მიუ­რი რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შე­სა­ბა­მი­სად:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის 39 დადგენილებით დამ­ტკი­ცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოცია­ლუ­რი დაცვის სამინისტროს დებულებაში (გაზეთი აჭარა 2007 წლის 6 აპრილი 54 (22.798) გვ. 11-13) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების მე-2 მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

ნ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის ორგანოებთან ერთად განსახლების საკით­ხთან დაკავშირებით გადაუდებელი ღო­ნის­ძიებების ორგანიზე-ბა/გან­ხორ­ციე­ლება“.

) დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1” ქვეპუნქტი:

„პ1) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით გათვალისწინებული სამე­დ­ცინო მომსახურების განხორციელება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქარ­თველოს კანონით ან ვაუჩერის საშუალებით“;

) დებულების მე-3 მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1და „ა2“ ქვეპუნქტები:

„ა1) შეიმუშაოს და მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარადგინოს სამინის­ტროს მიზნობრივი პროგრამების პროექტები;

„ა2) განსაზღვროს ვაუჩერის ფორმა, გაცემისა და გამოყენების წესი“;

) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­­­დეგი რედაქციით:

„ვ) ამ დებულებისა და სტრუქტურის შესაბამისად ამტკიცებს სამინის­ტროს საშტატო ნუსხას, ხოლო სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ სტრუქტურს, საშტატო ნუსხს, ხელ­ფა­სის ფონდს, თანამდებობრივ სარგოებსა და ხარჯთა ნუსხას ითანხმებს“.

ე) დებულების მე-11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ვ) დებულების მე-11 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება“;

ზ) დებულების მე-11 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) პირველადი ჯანდაცვის ქსელში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის პროფესიულ მომზადებაში ხელშეწყობა და კოორდინაცია;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე                            ლ. ვარშალომიძე