წალკის მუნიციპალიტეტის № 73 კომპლექსური სასპორტო სკოლის ლიკვიდაციისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წალკის კომპლექსური სასპორტო სკოლის“ შექმნის შესახებ

  • Word
წალკის მუნიციპალიტეტის № 73 კომპლექსური სასპორტო სკოლის ლიკვიდაციისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წალკის კომპლექსური სასპორტო სკოლის“ შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/07/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110711052, 13/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 16/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 430210000.35.155.016040
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
34
08/07/2011
ვებგვერდი, 110711052, 13/07/2011
430210000.35.155.016040
წალკის მუნიციპალიტეტის № 73 კომპლექსური სასპორტო სკოლის ლიკვიდაციისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წალკის კომპლექსური სასპორტო სკოლის“ შექმნის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/07/2011 - 11/08/2011)

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 დადგენილება №34

2011 წლის 8 ივლისი

ქ. წალკა

წალკის მუნიციპალიტეტის № 73 კომპლექსური სასპორტო სკოლის ლიკვიდაციისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წალკის კომპლექსური სასპორტო სკოლის“ შექმნის შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ და ,,ფ“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის ,,ჩ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. მოხდეს წლკის მუნიციპალიტეტის №73 კომპლექსური სასპორტო სკოლის ლიკვიდაცია.

2. შეიქმნას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,წალკის კომპლექსური სასპორტო სკოლა“.

3. დამტკიცდეს სამსახურის დებულება (დანართი 1).

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს წალკის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 2 მარტის №7 დადგენილება.

5. წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება ძალაში შედის საქარველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,  გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                          დ. მაჩიტიძე

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წალკის კომპლექსური სასპორტო სკოლის“ დებულება

    მუხლი 1. იურიდიული სტატუსი და ადგილსამყოფელი

1. კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,წალკის კომპლექსური სასპორტო სკოლა“ (შემდომში – სპორტსკოლა) არის წალკის მუნიციპალიტეტის  მიერ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ფ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის ,,ჩ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არის სკოლისგარეშე სასპორტო დაწესებულება და ახორციელებს სპორტულ-გამაჯანსღებელ და პროფილურ სპორტულ საქმიანობას.

2. სპორტსკოლის დასახელებაა – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,წალკის კომპლექსური სასპორტო სკოლა“.

3. სპორტსკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, შტამპი, მრგვალი ბეჭედი, საბანკო ანგარიშები და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

4. სპორტსკოლა თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოპასუხედ ან მოსარჩელედ.

5. კონტროლი სპორტსკოლის საქმიანობაზე ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სპორტსკოლის იურიდიული მისამართია: ქ. წალკა, ჭაბუკიანის ქ. № 7.

    მუხლი 2. სპორტსკოლის ძირითადი მიზნები და საქმიანობის საგანი

1. სპორტსკოლის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:

ა)  ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობით ჩაბმა სისტემატურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, სპორტული პროფილის შესაბამისად მეთოდური აღზრდა და დაოსტატება;

ბ) სპორტის სახეობების მიხედვით ადგილობრივ დონეზე შერჩეული პერსპექტიული სპორტსმენების მზადებისთვის წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისათვის რეზერვის მომზადება;

გ) სპორტსკოლის მოსწავლეთათვის, ადგილობრივი და ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებისათვის სპორტის სახეობათა მიხედვით შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა;

დ)  თანამედროვე საწვრთნელი პროცესის დანერგვით, ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებათა შემუშავებით და შესრულებით სპორტული რეზერვების მომზადების ეფექტური სისტემის შექმნა.

2. საკუთარი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად სპორტსკოლა ეტაპების შესაბამისად ახორციელებს შემდეგ სასპორტო საწვრთნელ საქმიანობას სპორტის რამდენიმე სახეობაში:

ა) პირველი (დაწყებითი) ეტაპი მოიცავს: სპორტის საფუძვლებისა და ეროვნული სპორტული მემკვიდრეობის გაცნობას; ჯანსაღი წესის აღქმისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებას; სპორტულ-პატრიოტული სულისკვეთების ჩამოყალიბებას; მოსწავლე სპორტსმენთა მომზადებას შემდგომ საწვრთნელ ეტაპებზე გადასასვლელად;

ბ) მეორე (საბაზო-საორიენტაციო) ეტაპი მოიცავს: პირველ ეტაპზე შეძენილი ცოდნის სრულყოფას და ფიზიკური კონდიციების ამაღლებას; სპორტის კონკრეტული სახეობის დაუფლებაზე ორიენტირებულ მომზადებას და შესაბამის სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას; დამოუკიდებელი წვრთნის უნარ-ჩვევების გამომუშავებას;

გ) მესამე (საშუალო) ეტაპი – სპორტული დახელოვნებისა და სრულყოფის საქმიანობა მოიცავს: წვრთნის პროცესის აქტივიზაციას; სპორტულ შეჯიბრებებზე მაქსიმალურად მაღალი შედეგების ჩვენების და უმაღლესი სპორტული შედეგების მისაღწევად სპორტსმენთა მომზადებას;

დ) მეოთხე (უმაღლესი) ეტაპი მოიცავს: უმაღლეს სპორტულ დაოსტატებას და მოსწავლეების მზადებას ეროვნული ნაკრები გუნდების წევრობისთვის.

3. სპორტსკოლის საწვრთნელი პროცესის ძირითადი ფორმებია:

ა)  ჯგუფური საწვრთნელი მეცადინეობები;

ბ) ინდივიდუალური წესით მეცადინეობები, რომელიც აუცილებელია დახელოვნებისა და უმაღლესი დაოსტატების ეტაპზე;

გ) სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებში და სასწავლო-საწვრთნელ შეკრებებში მონაწილეობა (როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ).

    მუხლი 3. სპორტსკოლის სტრუქტურა

1. სპორტსკოლის სტრუქტურა მოიცავს დირექციას (რომლის შემადგენლობაშიც შედიან დირექტორი და მისი მოადგილეები), მწვრთნელთა საბჭოსა და სპორტულ განყოფილებებს.

2. სპორტსკოლაში ახალი სპორტული განყოფილების გახსნა ხორციელდება შესაბამისი კვალიფიკაციის მწვრთნელთა კადრებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობის შემთხვევაში.

    მუხლი 4. სპორტსკოლის მართვა

1. სპორტსკოლის საქმიანობას წარმართავს სკოლის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

2. სპორტსკოლის დირექტორი:

ა) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სპორტსკოლას ყველა ინსტანციაში;

ბ) პასუხს აგებს სპორტსკოლის საქმიანობაზე;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს;

დ) დებს გარიგებებს და აფორმებს ხელშეკრულებებს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ე) დადგენილი წესით ხსნის საბანკო ანგარიშებს;

ვ)  წარმართავს სპორტსკოლის შრომით ურთიერთობებს;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს, ამტკიცებს სპორტსკოლის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმას; განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

თ) განსაზღვრავს სპორტსკოლის შინაგანაწესს, მოსწავლეთა მიღების წესს და საკონკურსო მოთხოვნებს, სპორტული წვრთნის ეტაპებს,  ვარჯიშის ხანგრძლივობას და კვირეულ დატვირთვას;

ი) კანონის შესაბამისად ახორციელებს სპორტსკოლის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობას;

კ) დირექტორი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.

    მუხლი 5. მწვრთნელთა საბჭოს ფუნქციები

1.  მწვრთნელთა საბჭოს შემადგენლობაში შედის  სპორტსკოლის ყველა მწვრთნელი.

2. მწვრთნელთა საბჭო – ზოგადი მეთოდიკისა და სახელმწიფო სასპორტო-საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს სპორტსკოლის სასწავლო და სასპორტო-საწვრთნელ გეგმას, წვრთნის ეტაპებთან დაკავშირებით შეიმუშავებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს, მონაწილეობს წლის შედეგების განხილვაში.

    მუხლი 6. სპორტსკოლის ქონება

სპორტსკოლას თავისი მიზნების განსახორციელებლად უსასყიდლოდ გადაეცემა წალკის მუნიციპალიტეტის ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.

    მუხლი 7. სპორტსკოლის ფინანსური სახსრები

სპორტსკოლის დაფინანსების წყაროა:

ა) ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) უცხოური ინვესტიციები და გრანტები;

გ) საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფულადი შემოწირულობები და გადაცემული ქონება;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნაბადართული სხვა შემოსავლები.

 

    მუხლი 8. საბურალტრო აღრიცხვა და ანგარიშსწორება

სპორტსკოლა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო საქმიანობის აღრიცხვა-გაანგარიშება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს იგი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს.

    მუხლი 9.  სპორტსკოლის ლიკვიდაცია

1. სპორტსკოლის ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელსაც ახორციელებს წალკის მუნიციპალიტეტი.

2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება მთლიანად გადადის წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.

    მუხლი 10. დასკვნითი დებულებები

ამ დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა ხდება წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.