,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის №11 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის №11 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
მიღების თარიღი 08/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110711032, 11/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 16/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240060.21.014.016025
  • Word
18
08/07/2011
ვებგვერდი, 110711032, 11/07/2011
010240060.21.014.016025
,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის №11 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება 18

2011 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის №11 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის №11 ბრძანებაში (სსმ III, 30.11.2010, №156, მუხ. 2213) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს (შემდგომში – საბჭო) საქმიანობის წესსა და სამართლებრივ საფუძვლებს. წესი ვრცელდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცედურებთან დაკავშირებულ დავებზე.“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამარტივებული ელექტრონული ტენდერისათვის ან ელექტრონული ტენდერისათვის „ტენდერი არ შედგა“ ან ,,ტენდერი შეწყვეტილია“ სტატუსების მინიჭების შემთხვევაში – აღნიშნული სტატუსების მინიჭებამდე, ხოლო დანარჩენ სხვა შემთხვევებში – სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედება საბჭოში, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვის პროცედურების მიმდინარეობისას დაირღვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები.“.

3. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოს თავმჯდომარეობს სააგენტოს თავმჯდომარე. სააგენტოს თავმჯდომარე სააგენტოს თანამშრომელთა შემადგენლობიდან ნიშნავს საბჭოს ორ წევრს ერთი წლის ვადით.

3. არასამთავრობო სექტორის (სამოქალაქო საზოგადოების) სამი წარმომადგენელი საბჭოს წევრად არასამთავრობო სექტორის (სამოქალაქო საზოგადოების) მაქსიმალურად ფართო შემადგენლობის მიერ შეირჩევა როტაციის პრინციპით, ერთი წლის ვადით და შერჩეული წევრების სია წარედგინება საბჭოს აპარატს.საბჭოს აპარატი აღნიშნულ კანდიდატურებს დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს თავმჯდომარეს.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„4. ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საბჭოს წევრი უფლებამოსილია სააგენტოს თავმჯდომარის სახელზე პირადი განცხადების საფუძველზე გამოვიდეს საბჭოდან. ასეთ შემთხვევაში საბჭოს შემადგენლობის შევსება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.“.

4. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩანოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბჭო დავას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის მიღებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში. საბჭოს უფლება აქვს გამართოს მოსამზადებელი სხდომა.“.

5. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი 1

საჩივარი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს. ქ. თბილისი 0160, პეკინის ქ. №28, ტელ: 38-51-59 dispute@procurement.gov.ge

კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაუცველად წარმოდგენილი საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი და არ დაექვემდებარება განხილვას.

მუხლი 2

1. ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-5 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 აგვისტოდან.

ტ. ურჯუმელაშვილი