დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო |
| მიღების თარიღი | 08/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110711031, 11/07/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170030.21.014.016024 |
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №17
2011 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
,,კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებით (ვებპორტალი, 11.02.2011) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. მე-4 მუხლს მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-9 და მე-10 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„9. კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი დაუყოვნებლივ, ხოლო ხელშეკრულება დადებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, გამოქვეყნების მიზნით, ეგზავნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ელექტრონული ფოსტის მისამართზე – contest@procurement.gov.ge. დოკუმენტი სააგენტოში გაგზავნილად ჩაითვლება მხოლოდ სააგენტოს მიერ მისი მიღების დადასტურების შემდეგ, რაც ხორციელდება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე სააგენტოს მიერ შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით.
10. სააგენტოსათვის ინფორმაციის გაგზავნა უნდა მოხდეს მხოლოდ PDF ფორმატის გამოყენებით.“.
2. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შემსყიდველი ორგანიზაცია საკონკურსო განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს, მათი არსებობის შემთხვევაში, უგზავნის სააგენტოს მის ოფიციალურ ვებგვერდზე www.procurement.gov.ge გამოქვეყნების მიზნით.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, ასევე ამ წესის მე-4 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად მიღებულ დოკუმენტებს, მათი არსებობის შემთხვევაში, ან/და მათ ცვლილებებს სააგენტო აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე, დოკუმენტების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. სააგენტო პასუხისმგებელი არ არის წარმოდგენილი დოკუმენტაციის შინაარსზე და კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე. სააგენტო არ აქვეყნებს ამ მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას, თუ იგი არ შეესაბამება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ასეთ შემთხვევებში დოკუმენტაცია შემსყიდველ ორგანიზაციას უკან უბრუნდება.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ტ. ურჯუმელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები