დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110711023, 13/07/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.136.016072 |
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33
2011 წლის 29 ივნისი
დაბა ხულო
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №28 დადგენილებაში (სსმ V, №52, 17.11.2010წ., მუხ.1535) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები
სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) თვითმმართველი ერთეულის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელება; გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებისა და ტერიტორიულ ორგანოებისათვის შესაბამისი მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა; ბიუჯეტის პროექტის შედგენის უზრუნველსაყოფად მითითებების, წერილების, ინსტრუქციების, მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმების მომზადება;
ბ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების, ადგილობრივ ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების საფინანსო პროგნოზების, ნაერთი ხარჯთაღრიცხვებისა და ადმინისტრაციული ერთეულების ხარჯთაღრიცხვის პროექტების ანალიზის ჩატარება; საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადება მათ დასაზუსტებლად;
გ) თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენის სამუშაო პროცესის ორგანიზაცია; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვა სამსახურებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაანგარიშებათა მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის საფუძველზე ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; მონაწილეობის მიღება თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებში, საჯარო განხილვებისას გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების აღრიცხვა, მათი ანალიზი და შესაბამისი დასკვნის წარდგენა გამგებელთან ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვამდე;
დ) თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერა კვარტალებისა და თვეების მიხედვით;
ე) საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის შემოსულობებისა და გადასახდელების დაბალანსება;
ვ) თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტის წლიური განწერის მიხედვით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამების და სამუშაოების დაფინანსება;
ზ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 15 დღისა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერის მომზადება;
თ) თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტის წლიური განწერის მიხედვით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამების და სამუშაოების დაფინანსება;
ი) ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ სისტემატური (ყოველდღიური) ინფორმაციის მიღება; ბიუჯეტის შემოსულობების მდგომარეობის გაანალიზება და წინადადებების მომზადება ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების უზრუნველსაყოფად;
კ) ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ანალიზის ჩატარება, ბიუჯეტის შემოსულობების გაზრდისა და გადასახდელებში ეკონომიის მიზნით წინადადებების მომზადება;
ლ) ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების სამუშაოთა ორგანიზაციის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის წინადადებათა მომზადება;
მ) ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ ყოველი თვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში შესაბამისი ანგარიშის მომზადება ბიუჯეტის შემოსულობების მდგომარეობის, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ;
ნ) ამზადებს თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 თვისა წარუდგენს გამგებელს;
ო) სამსახურის თანხმობის გარეშე დაუშვებელია შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშის გახსნა;
პ) სესხის აღებისა და გაცემის შესახებ წინადადებების და შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
ჟ) თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების შესახებ წლიური და კვარტალური ანგარიშის მომზადება;
რ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების კონტროლი და ადგილობრივი ბიუჯეტით მათზე გამოყოფილი სახსრებით (ათვისების) უზრუნველყოფა.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საფინანსო სამსახური აერთიანებს:
ა) საბუღალტრო განყოფილებას;
ბ) ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილებას;
გ) სახაზინო განყოფილებას.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილება:
ა) მონაწილეობს საბიუჯეტო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და მონიტორინგის პროცესში;
ბ) მონაწილეობს და, საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზებას უკეთებს ეკონომიკური განვითარების საკითხებზე გამართულ სემინარებს, კონფერენციებს, ტრენინგებსა და სხვა ღონისძიებებს;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები