„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/07/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110711020, 12/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016059
  • Word
39
01/07/2011
ვებგვერდი, 110711020, 12/07/2011
010250020.35.108.016059
„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2011 წლის 1 ივლისი

ქ. სენაკი

„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 1. „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №54 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №51, ნაწილი V, 16.11.2010 წელი) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. აპარატს აქვს ბლანკი და აპარატის ბეჭედი სენაკის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით, წარწერით – „საქართველო. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.“.

 2. დადგენილება ძალაშია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე   ბ. ნარმანია