დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დადგენის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110711018, 12/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.35.108.016057 |
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
20011 წლის 1 ივლისი
ქ. სენაკი
„სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დადგენის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. „სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დადგენის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის №31 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 03.06.2011 წელი) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე. საკითხს ამზადებს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა.“.
2. დადგენილება ძალაშია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ნარმანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები