დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ``აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ`` აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 19 აპრილის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110711016, 12/07/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.110.016059 |
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2011 წლის 5 ივლისი
ქ. აბაშა
„აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 19 აპრილის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის, პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19″ მუხლის პირველი პუნქტის, 1915 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების, „აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ და „აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №3 და №4 დადგენილებების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. „აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 19 აპრილის №20 დადგენილებაში (საკანონდმებლო მაცნე 2011.02.05), შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ;
დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.“ „ა. 1 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე მისი საპრივატიზებო საწყისი ფასის 7 (შვიდი) პროცენტის ოდენობით (დანართი №1 შესაბამისად).
2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. თოფურია
დანართი №1
| №¹ | არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ადგილმდებარეობა | 1 კვ.მ. მიწის საპრივატიზებო საწყისი ფასი ლარებში | საწყისი წლიური ქირის ოდენობა ლარებში |
| 1. | ქ. აბაშაში და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის (თბილისი-სენაკი-ლესელიძე) 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწა | 15.792 | 1.11 |
| 2. | სოფლებში, გარდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწისა | 7.896 | 0.55 |
| 3. | დასახლებათა შორის არეალებში, გარდა საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწისა | 3.948 | 0.28 |
| 4. | დასახლებათა შორის არეალებში გამავალი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (აბაშა-გაღმა კოდორი-გულეიკარი-ჯაპანა) და (აბაშა-მარტვილი) საავტომობილო გზების 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწისა | 7.896 | 0.55 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები