ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/07/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110711010, 15/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.107.016060
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
18
04/07/2011
ვებგვერდი, 110711010, 15/07/2011
010250020.35.107.016060
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (15/07/2011 - 22/07/2015)

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 18

2011 წლის 4 ივლისი

დაბა ჩხოროწყუ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანხმობის საფუძველზე , ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სიმბოლოები (გერბი, დროშა) თანდართული დანართის შესაბამისად.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე    გ. ლემონჯავა

 

 

 

1.jpg

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გერბი

გერბის ფარი წარმოადგენს ლაჟვარდის ველს, რომელსაც მარჯვნიდან კვეთს ცხრა შემცირებული ვერცხლის ყაბიწი. ყაბიწების ზემოთ ლაჟვარდის ველზე ოქროს საწმისია მოთავსებული. ქვემოთ ლაჟვარდის ველზე სამი ოქროს ფუტკარია გამოსახული, ერთი ორზე.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდის ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია „ ჩხოროწყუ“.

ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის დროშა

დროშის ლაჟვ არდის ველს მარჯვნიდან კვეთს ცხრა შემცირებული  ყვითელი ყაბიწი. დროშის პროპორცია არის  2:3.