დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო ობიექტის შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110711007, 13/07/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.151.016054 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/07/2011 - 16/08/2011)
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2011 წლის 8 ივლისი
დაბა სტეფანწმინდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო ობიექტის
შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანინის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი1. დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო ობიექტის შემოწმების აქტის ფორმა, დანართი № 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯ დომარე გ.მალანია
დანართი №1
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობისა, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური
შემოწმების აქტი №
დ.სტეფანწმინდა შედგენის თარიღი –––––––––––––
დამრღვევის დასახელება და მისამართი–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები)
სამშენებლო საქმიანობის ობიექტი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მისამართი, საკადასტრო კოდი, მესაკუთრე)
დამრღვევს –––––––––––––––––– მიეცა № –––––– მითითება
–––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(უფლებამოსილი ორგანოს მითითება)
„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-19 პუნქტის შესაბამისად, მითითებაში დაფიქსირებული იყო შემდეგი სახის დარღვევები:
1.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
5.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
აქტის შედგენის მომენტში მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა აჩვენებს, რომ დამრღვევის მიერ შესრულდა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-
(დარღვევის სახეები)
აღნიშნულიდან გამომდინარე აქტს ვადგენთ მასზედ, რომ მითითება
ა) შესრულდა
ბ) არ შესრულდა
გ) არადროულად შესრულდა
აქტი შედგენილია და ხელმოწერით ვადასტურებთ: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შედგენის თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
აქტი ჩაბარდა და გაეცნო: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე იღებს გადაწყვეტილებას. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით („ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-10 პუნქტი).
„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა -ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ („ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-11 პუნქტი).
თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან გადაწყვეტილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით), გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან გადაწყვეტილებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება:ა)საინფორმაციო დაფა;
ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა;
გ) მშენებლობის ტერიტორიის შემოფარგლული უსაფრთხოების ღობე .
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები