დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო ობიექტისათვის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110711006, 13/07/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.151.016053 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/07/2011 - 16/08/2011)
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №34
2011 წლის 8 ივლისი
დაბა სტეფანწმინდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურულ -სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო ობიექტისათვის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო ობიექტისათვის მითითების ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯ დომარე გ.მალანია
დანართი №1
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურულ-
სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური
დ.სტეფანწმინდა შედგენის თარიღი
მ ი თ ი თ ე ბ ა №
დამრღვევის ვინაობა და მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დამრღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
აღნიშნული გათვალისწინებულია „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ აქართველოს კანონის ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დარღვევის გამოსწორების ვადა –––––––––––––––––––––––––––––––––––– დღე.
მითითება შედგენილია და ხელმოწერით ვადასტურებთ: –––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მითითება ჩაბარდა და გაეცნო: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობისა, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით („ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -13 მუხლის მე -2 პუნქტი).
მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ:
ა) მითითება შესრულდა ;
ბ) მითითება არ შესრულდა ;
გ) მითითება არადროულად შესრულდა (,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი).
თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თვისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება (მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი).
თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს – ბრძანებას
ა)დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;
ბ)დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
გ)დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა -ნაგებობის მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა -ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტის–ბრძანებას საურავის დაკისრების შესახებ.
„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ვადაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ბრძანების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებებისაგან. ასეთ შემთხვევაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია მიიღოს ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი -ბრძანება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა -ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მიღებული ბრძანება არის ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის -ბრძანების გაცნობა (პირადად ჩაბარებით), გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტში -ბრძანებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება:
ა) საინფორმაციო დაფა;
ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა;
გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები