დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110711005, 13/07/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.151.016052 |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33
2011 წლის 8 ივლისი
დაბა სტეფანწმინდა
,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად , ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №12 დადგენილებით დამტკიცებულ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში (სსმ V, № 26, 17.09.2010, მუხ.706 ) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1.მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის „ო“ ქვეპუნქტი:
ო) „იღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, რაზედაც გამოსცემს ბრძანებას.“.
2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ე) კობის ტერიტორიული ორგანო:
სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კობი, უხათი, ალმასიანი, ნოოგყაუ, ქვემო ოქროყანა, შევარდენი, მნა, აბანო, კეთრისი, ტეფი, გიმარა, ცოცოლთა, ბურმასიგი, კარათსოფელი, დესი, სუატისი, რესი, ზემო ოქროყანა.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯ დომარე გ. მალანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები