დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 ივნისის №41 დადგენილებაში(სსმ 110614017, 15/06/2011) ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110708028, 13/07/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.153.016070 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №42
2011 წლის 7 ივლისი
ქ. მცხეთა
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 ივნისის №41 დადგენილებაში (სსმ 110614017. 15/06/2011) ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 ივნისის №41 დადგენილებით დამტკიცებულ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესში, კერძოდ:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მცხეთის მუნიციპალიტეტი, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, ინფორმაციას აქვეყნებს მცხეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.mtskheta.org.ge ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ელექტრონული აუქციონის ფორმით მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე გაზეთ „24 საათში“.
2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დარღვეულია ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები“.
3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ელექტრონულ აუქციონში მონაწილებისთვის რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე, ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რის შემდეგაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი’’.
დანარჩენი ტექსტის მიხედვით.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები