„ქ. დმანისში საგზაო მოძრაობის რეგულირების შესახებ”

„ქ. დმანისში საგზაო მოძრაობის რეგულირების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 11-27
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/07/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110708026, 13/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 05/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 310130000.35.156.016057
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
11-27
08/07/2011
ვებგვერდი, 110708026, 13/07/2011
310130000.35.156.016057
„ქ. დმანისში საგზაო მოძრაობის რეგულირების შესახებ”
დმანისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (13/07/2011 - 29/07/2011)

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11-27

2011 ლი 8 ივლისი

ქ. დმანისი                   


ქ. დმანისში საგზაო მოძრაობის რეგულირების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,შ” ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის ,,რ” ქვეპუნქტისა და ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

1. დამტკიცდეს ქ. დმანისში საგზაო მოძრაობის ნიშნების განლაგება თანახმად დანართი №1-ისა (თან ერთვის).

2. დაევალოს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობას უზრუნველყოს საგზაო ნიშნების დროული განთავსება დანართი №1-ით გათვალისწინებულ ქუჩებზე.

3. კონტროლი აღნიშნულ დადგენილებაზე დაევალოს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას.

      მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე          ბ. მგელაძე

დანართი №1

ქ. დმანისში საგზაო მოძრაობის ნიშნების განლაგება

1. საგზაო მოძრაობის ნიშანი ,,შესვლა აკრძალულია” დაიდგას:

ა) 9 აპრილის ქუჩის დასაწყისში;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან მისასვლელი ორივე გზის დასაწყისში;

2. საგზაო მოძრაობის ნიშანი ,,დგომა აკრძალულია” დაიდგას:

 ა) 9 აპრილის ჩიხის დასაწყისში;

 ბ) 9 აპრილის ჩიხის №23-თან.

 გ) ნანა დედოფლის ქუჩის დასაწყისში.

3. საგზაო მოძრაობის ნიშანი ,,სატვირთო ავტომობილის მოძრაობა აკრძალულია” დაიდგას:

 ა) ნანა დედოფლის ქუჩის დასაწყისში;

 ბ) ნანა დედოფლის ქუჩისა და რუსთაველის ქუჩის გადაკვეთაზე, რუსთაველის ქუჩა №2-თან.

4. საგზაო მოძრაობის ნიშანი ,,მოძრაობა აკრძალულია” დაიდგას:

ა) წმ.ნინოს ჩიხი №3 კორპუსთან;

ბ) გორგასლის ქუჩის დასაწყისში, სტადიონის კუთხეში.

5. საგზაო მოძრაობის ნიშანი ,,მოქმედების მიმართულება” დაიდგას:

ა) გორგასლის ქუჩის დასაწყისში, სტადიონის კუთხეში.

6. საგზაო მოძრაობის ნიშანი ,,ბავშვები” დაიდგას:

ა) გორგასლის ქუჩაზე ორივე მხარეს ქ. დმანისის №3 საჯარო სკოლის წინ;

ბ) გოგებაშვილის ქუჩაზე ორივე მხარეს ქ. დმანისის №2 საჯარო სკოლის წინ.

7. საგზაო მოძრაობის ნიშანი ,,დგომის ადგილი” დაიდგას:

ა) წმინდა ნინოს ქ.№56-თან (თეატრის წინ).