დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მოლდოვას რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურს შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 364 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 08/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110708021, 08/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140000.08.002.016268 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №364
2011 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მოლდოვას რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურს შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ
„ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მოლდოვას რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურს შორის სასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ“ 2011 წლის 13 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მ . სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები