ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლების შექმნისა და სოფელ პატარა ფოთის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლების შექმნისა და სოფელ პატარა ფოთის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 360
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 07/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110708019, 08/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 010080000.08.002.016266
360
07/07/2011
ვებგვერდი, 110708019, 08/07/2011
010080000.08.002.016266
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლების შექმნისა და სოფელ პატარა ფოთის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №360

2011 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლების შექმნისა და სოფელ პატარა ფოთის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შესახებ

1. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქი ფოთი) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის წარდგინების გათვალისწინებით, ,,დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის, დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 მარტის 110 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიქმნას დასახლება – სოფელი შავღელე და სოფელ პატარა ფოთს შეეცვალოს ადმინისტრაციული საზღვარი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობაზე თანდართული ადმინისტრაციული საზღვრისა და სქემატური რუკის მიხედვით.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი