დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110708006, 11/07/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.35.115.016055 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/07/2011 - 22/07/2011)
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №31
201 1 წლის 24 ივნისი
დაბა ლენტეხი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შემდეგი რედაქციით:
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების სავალდებულობა
ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად.
2. მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ა) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შედგება მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან;
ბ) მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები საერთოა ყველა საჯარო მოხელისათვის;
გ) მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები წესდება საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერლობების შესაბამისად, გამგეობის სამსახურებისა და განყოფილებების (ტერიტორიული ორგანოების) მიხედვით და მოიცავს საჯარო მოხელეთა ყოველ თანამდებობას.
3. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების კომპონენტები
საჯარო მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს შემდეგ კომპონენტებს :
ა) პროფესიული ცოდნის მოთხოვნები;
ბ) ზოგადი უნარების მოთხოვნები;
გ) პროფესიული უნარების მოთხოვნები.
4. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის სფეროში
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა:
ა) შესაბამის სპეციალობაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მინიმალური ცოდნა.
5. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა ზოგადი უნარების სფეროში
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
6. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში
1.1. თანამდებობათა რანგების მიხედვით სავალდებულოა:
ა) მთავარი საჯარო თანამდებობის (გამგებელი,გამგებლის მოადგილე) დასაკავებლად – მაგისტრის აკადემიური ხარისხი და წამყვან საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება მაინც.
ბ) წამყვანი საჯარო თანამდებობის (საკრებულოს აპარატის უფროსი, გამგეობის სამსახურის უფროსი, ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული) დასაკავებლად – მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები