შპს "ალაფი"-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

  • Word
შპს "ალაფი"-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/12819-10
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 04/07/2011
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110707018, 11/07/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/12819-10
04/07/2011
ვებგვერდი, 110707018, 11/07/2011
შპს "ალაფი"-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  2011 წლი4 ივლისი

  ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძემ განიხილა შპს ,,ალაფი-ის კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია შპს ,,ალაფი”-ის გაკოტრების საქმე.

2011 წლის 23 ივნისს შპს ,,ალაფი“-ს გაკოტრების მმართველმა გიორგი თითბერიძემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, წარმოადგინას ანგარიში და და განმარტა, რომ შპს ,,ალაფი“-ს ქონების რეალიზაციის მიზნით ორჯერ დაინიშნა აუქციონი. უზრუნველყოფილმა კრედიტორმა შემოსავლების სამსახურმა თანხმობა განაცხადა მოთხოვნის ოდენობის ფარგლებში (61095 ლარი) ნატურით მიეღო სამეურვეო ქონება. მას ეცნობა, რომ ქონების საბაზრო ღირებულება, რომლის ნატურით მიღებაზეც იქნა გამოთქმული თანხმობა, შეადგენს 27665 ლარს, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურისათვის ამ ქონების ნატურით გადაცემით მის მოთხოვნას კიდევ შეადგენს მოთხოვნა 33430 ლარზე, აღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს ეცნობა, რომ არსებობს მისთვის 33474 ლარზე, კერძოდ, სამართლის 9 სუბიექტის მიმართ შპს ,,ალაფი“-ს მოთხოვნის უფლების გადაცემის შესაძლებლობა. სულ იმ მოთხოვნის ოდენობა, რომელიც შეიძლება გადაეცეს შემოსავლების სამსახურს შეადგენს 36,704 ლარს.

დანარჩენი მოთხოვნის მიღებაზე სურვილი გამოთქვა კრედიტორმა სს ,,ელექტროთერმოშედუღებამ“, მისი მოთხოვნა აღიარებულია 2594 381 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გიორგი თითბერიძე მოითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებას და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმებას.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნს შპს ,,ალაფი“-ს კრედიტორთა კრება 2011 წლის 13 ივლისს 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №21 სხდომის დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ 6).

3. დაევალოს შ.პ.ს. ,,ალაფი“-ს მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლო დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

       მოსამართლე               ე. ცისკარიძე