დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
გაერთიანებული კონვენცია გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისა და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 05/09/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 02/11/2009 |
ძალაში შესვლის თარიღი | 20/10/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.000739 |
გაერთიანებული კონვენცია
გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისა და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ
პრეამბულა თავი I. მიზნები, განსაზღვრებანი და გამოყენების სფერო
მუხლი 1. მიზნები
მუხლი 2. განსაზღვრებები
მუხლი 3. გამოყენების სფერო
თავი II. გამოყენებულ საწვავათან მოპყრობის უსაფრთხოება
მუხლი 4. ზოგადი მოთხოვნები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით
მუხლი 5. არსებული დანადგარები
მუხლი 6. მოედნების არჩევა შემოთავაზებული დაადგარებისათვის
მუხლი 7. დანადგარების დაპროექტება და აგება
მუხლი 8. დანადგარების უსაფრთხოების შეფასება
მუხლი 9. დანადგარების ექსპლუატაცია
მუხლი 10. გამოყენებული საწვავის ჩამარხვა
თავი III. რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოება
მუხლი 11. ზოგადი მოთხოვნები უსაფრთხოებისადმი
მუხლი 12. არსებული დანადგარები და პრაქტიკული საქმიანობა წარსულში
მუხლი 13. მოედნების არჩევა შემოთავაზებული დანადგარებისათვის
მუხლი 14. დანადგარების დაპროექტება და აგება
მუხლი 15. დანადგარების უსაფრთხოების შეფასება
მუხლი 16. დანადგარების ექსპლუატაცია
მუხლი 17. უწყებრივი კონტროლის ზომები დახურვის შემდგომ
თავი IV. ზოგადი დებულებები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით
მუხლი 18. განხორციელების ზომები
მუხლი 19. საკანონმდებლო და მარეგულირებელი საფუძველი
მუხლი 20. მარეგულირებელი ორგანო
მუხლი 21. ლიცენზიის მფლობელის პასუხისმგებლობა
მუხლი 22. ადამიანური და ფინანსური რესურსები
მუხლი 23. ხარისხის უზრუნველყოფა
მუხლი 24. რადიაციული დაცვა ექსპლუატაციის პერიოდში
მუხლი 25. ავარიული მზადყოფნა
მუხლი 26. ექსპლუატაციიდან მოხსნა
თავი V. სხვადასხვა დებულებები
მუხლი 27. ტრანსასაზღვრო გადაადგილება
მუხლი 28. ხმარებიდან ამოღებული დახურული წყაროები
თავი VI. ხელშემკვრელ მხარეთა თათბირები
მუხლი 29. მოსამზადებელი თათბირი
მუხლი 30. განხილვითი თათბირი
მუხლი 31. რიგგარეშე თათბირი
მუხლი 32. მოხსენებათა წარდგინება
მუხლი 33. მონაწილეობა თათბირებში
მუხლი 34. დასკვნითი მოხსენებები
მუხლი 35. ენები
მუხლი 36. კონფიდენციალურობა
მუხლი 37. სამდივნო
თავი VII. დასკვნითი მუხლები და სხვა დებულებები
მუხლი 38. უთანხმოებათა გადაწყვეტა
მუხლი 39. ხელმოწერა, რატიფიცირება, მიღება, მოწონება, შეერთება
მუხლი 40. ძალაში შესვლა
მუხლი 41. შესწორებები კონვენციაში
მუხლი 42. დენონსაცია
მუხლი 43. დეპოზიტარი
მუხლი 44. ავთენტური ტექსტები
პრეამბულა
ხელშემკვრელი მხარეები
i) აღიარებენ რა, რომ ბირთვული რეაქტორების ექსპლუატაცია დაკავშირებულია გამოყენებული საწვავისა და რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნისათვის და რომ ბირთვული ტექნოლოგიების სხვაგვარი გამოყენება ასევე დაკავშირებულია რადიოაქტიურ ნარჩენთა წარმოქმნასთან;
ii) აღიარებენ რა, რომ უსაფრთხოების ერთი და იგივე მიზნები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც გამოყენებული საწვავის, ასევე რადიოაქტიურ ნარჩენთა მიმართ;
iii) ადასტურებენ რა საერთაშორისო საზოგადოებრიობისათვის რაციონალური პრაქტიკული საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების დიდ მნიშვნელობას გამოყენებული საწვავისა და რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით;
iv) აღიარებენ რა საზოგადოების ინფორმირების დიდ მნიშვნელობას იმ საკითხებში, რომლებიც ეხება გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოებას;
v) სურთ რ ხელი შეუწყონ ბირთვული უსაფრთხოების ეფექტურ კულტურას მთელ მსოფლიოში;
vi) ადასტურებენ რა, რომ საბოლოო პასუხისმგებლობა გამოყენებულ საწვავსა და ბირთვულ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოებისათვის ეკისრება სახელმწიფოს;
vii) აღიარებენ რა, რომ საწვავის ციკლის დარგში პოლიტიკის განსაზღვრა რჩება სახელმწიფოს პრეროგატივად, ასევე მას, რომ ზოგიერთი სახელმწიფო გამოყენებულ საწვავს თვლის ძვირფას რესურსად, რომელიც შეიძლება გადამუშავდეს, ხოლო სხვები არჩევენ მის ჩამარხვას;
viii) აღიარებენ რა, რომ მოპყრობა გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან, რომლებზედაც არ ვრცელდება წინამდებარე კონვენციის მოქმედება, რამდენადაც ისინი იმყიფებიან სამხედრო და თავდაცვითი პროგრამების ფარგლებში, უნდა ხორციელდებოდეს წინამდებარე კონვენციით აღიარებული მიზნების შესაბამისად;
ix) ადასტურებენ რა საერთაშორისო თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების ამაღლების მიზნით ორმხრივი და მრავალმხრივი მექანიზმების საფუძველზე და წინამდებარე მასტიმულირებელი კონვენციის საფუძველზე;
x) აცნობიერებენ რა განვითარებადი ქვეყნების, განსაკუთრებით ყველაზე ნაკლებგანვითარებული ქვეყნების და გარდამავალი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების მოთხოვნილებებს, ასევე მოთხოვნილებას, ხელი შეეწყოს მათი უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებაში დახმარების არსებული მექანიზმების ფუნქციონირებას, რომლებიც გადმოცემულია წინამდებარე მასტიმულირებულ კონვენციაში;
xi) დარწმუნებულნი არიან რა, რომ რადიაქტიური ნარჩენების ჩამარხვა, რამდენადაც ეს შეთავსებადია ასეთ მასალასთან უსაფრთხო მოპყრობისადმი, უნდა ხორციელდებოდეს სახელმწიფოში, სადაც ისინი წარმოიქმნა, ამასთან იმის აღიარებით, რომ ზოგიერთი გარემოებისას გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან უსაფრთხო და ეფექტურ მოპყრობას შეიძლება ხელი შეუწყოს შეთანხმებებმა ხელშემკვრელ მხარეებს შორის ერთ-ერთი მათგანის დანადგარების გამოყენების შესახებ მეორის ინტერესებისათვის, კერძოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ნარჩენები წარმოიქმნება ერთობლივი პროექტების განხორციელების შემდეგ;
xii) აღიარებენ რა, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს უფლება აქვს, აკრძალოს თავის ტერიტორიაზე უცხოური გამოყენებული საწვავისა და რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტი;
xiii) იღებენ რა მხედველობაში კონვენციას ბირთვული უსაფრთხოების შესახებ (1994 წელი), კონვენციის ბირთვული ავარიის შესახებ ოპერატიული შეტყობინების თაობაზე (1986 წელი), კონვენციას დახმარების შესახებ ბირთვული ავარიისა ან რადიაციული საავარიო სიტუაციის შემთხვევაში (1986 წელი), კონვენციას ბირთვული მასალის ფიზიკური დაცვის შესახებ (1980 წელი), კონვენციას ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ ჩამდინარე ნარჩენებისაგან და სხვა მასალებისაგან მასში შეტანილი ცვლილებებითურთ (1994 წელი), და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივ დოკუმენტებს;
xiv) მხედველობაში იღებენ რა პრინციპებს, რომელთაც შეიცავს ,,უსაფრთხოების საერთაშორისო ძირითადი ნორმები იონიზირებადი გამოსხვისებისაგან თავდასაცავად და გამოსხივების წყაროებთან მოპყრობის შესახებ’’ (1996 წელი), МАГАТЭ-ს დოკუმენტში უსაფრთხოების საფუძვლების თაობაზე, სათაურით ,,რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის პრინციპები’’ (1995 წელი), და არსებულ საერთაშორისო ნორმებში, რომლებიც ეხება რადიოაქტიური მასალების გადაზიდვის უსაფრთხოებას;
xv) მიუთითებენ რა გაეროს რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და განვითარების შესახებ 1992 წლის კონფერენციის ,,21-ე საუკუნის დღის წესრიგის’’ 22-ე თავზე, სადაც კვლავ დასტურდება რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო და ეკოლოგიურად დასაბუთებული მოშორების პირველხარისხოვანი მნიშვნელობა;
xvi) აღიარებენ რა საერთაშორისო კონტროლის სისტემის განმტკიცების სასურველობას, რომელიც უშუალოდ გამოიყენება რადიოაქტიური მასალების მიმართ, როგორც ამის შესახებ საუბარია სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ მოშორებაზე კონტროლის შესახებ ბაზელის კონვენციის (1989 წელი) 1 (3) მუხლში;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
თავი I. მიზნები განსაზღვრებანი და გამოყენების სფერო
მუხლი 1. მიზნები
წინამდებარე კონვენციას გააჩნია შემდეგი მიზნები:
i) მიაღწიონ და შეინარჩუნოს გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების მაღალი დონე მთელ მსოფლიოში ეროვნული ზომებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების გზით, მათ შორის შესაბამის შემთხვევებში – ტექნიკური თანამშრომლობისა უშიშროების დარგში;
ii) უზრუნველყოს, რათა გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის ყველა სტადიაზე არსებობდეს პოტენციური საფრთხისაგან დაცვის ეფექტური საშუალებები, რათა დაცულ იქნენ ცალკეული პირები, მთლიანად საზოგადოება და გარემო იონიზირებადი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან ახლაც და მომავალშიც, ისე რომ დღევანდელი თაობის საჭიროებები და მოლოდინები დაკმაყოფილდეს მომავალი თაობების შესაძლებლობისათვის, დაიკმაყოფილონ საკუთარი საჭიროებები და მოლოდინები, ზიანის მიუყენებლად;
iii) თავიდან აიცილონ ავარიები რადიოლოგიური შედეგებით და შეარბილონ მათი შედეგები იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხდება გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის ნებისმიერ სტადიაზე.
მუხლი 2. განსაზღვრებანი
წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის:
a) ,,დახურვა,, ნიშნავს ყველა ოპერაციის დასრულებას გარკვეულ მომენტში გამოყენებული საწვავისა ან რადიოაქტიური ნარჩენების მოთავსების შემდგომ ჩამარხვისათვის საჭირო დანადგარში. იგი შეიცავს საბოლოო საინჟინრო-ტექნიკურ და სხვა სამუშაოებს, რომლებიც აუცილებელია დანადგარის იმ მდგომარეობაში მოსაყვანად, რომელიც უსაფრთხო იქნება დიდი ხნის განმავლობაში;
b) ,,ექსპლუატაციიდან მოხსნა’’ ნიშნავს ყველა ზომას, რომელსაც მივყავართ ბირთვული დანადგარის გათავისუფლებამდე, სხვაგვარის, ვიდრე ჩამარხვისათვის საჭირო დანადგარია, მარეგულირებელი კონტროლისაგან. ასეთი ზომები მოიცავს დეზაქტივაციისა და დემონტაჟის პროცესებს.
c) ,,გამოტყორცნა’’ ნიშნავს გარემოში თხევადი ან გაზისმაგვარი რადიოაქტიური მასალების დაგეგმილ და კონტროლირებად გამოსროლას კანონიერი პრაქტიკის ხარისხში მარეგულირებელი ორგანოს მიერ სანქცირებულ ფარგლებში, რომლებიც წარმოიქმნა რეგულირებად ბირთვულ დანადგარებზე ნორმალური ექსპლუატაციის მსვლელობისას;
d) ,,ჩამარხვა’’ ნიშნავს გამოყენებული საწვავის ან რადიოაქტიურ ნარჩენთა მოთავსებას შესაბამის დანადგარში მათი ამოღების განზრახვის გარეშე;
e) ,,ლიცენზია’’ ნიშნავს ნებისმიერ ნებართვას, დაშვებას ან სასერტიფიკაციო მოწმობას, გაცემულს მარეგულირებელი ორგანოს მიერ ნებისმიერი საქმიანობის განსახორციელებლად, რომელსაც კავშირი აქვს გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობასთან;
f) ,,ბირთვული დანადგარი’’ ნიშნავს სამოქალაქო დანადგარს და მის გარემომცველ მიწას, ნაგებობებსა და აღჭურვილობას, სადაც წარმოიქმნება, მუშავდება, გამოიყენება, ექვემდებარება ფიზიკურ მანიპულირებას, ინახება ან იმარხება რადიოაქტიური მასალები ისეთ მასშტაბებში, როდესაც საჭიროა უსაფრთხოების ფაქტორის გათვალისწინება;
g) ,,ექსპლუატაციის ვადა’’ ნიშნავს დროის პერიოდს, რომლის განმავლობაშიც დანადგარი გამოყენებულ საწვავთან ან რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის გამოიყენება იმ მიზნებით, რისთვისაც იგი დანიშნულია. სამარხი დანადგარის შემთხვევაში ეს პერიოდი იწყება გამოყენებული საწვავის ან რადიოაქტიური ნარჩენების პირველი განთავსების მომენტიდან დანადგარში და მთავრდება ამ დანადგარის დახურვით;
h) ,,რადიოაქტიური ნარჩენები’’ ნიშნავს რადიოაქტიურ მასალას გაზისმაგვარ, თხევად ან მყარ მდგომარეობაში, რომლის შემდგომ გამოყენებასაც ხელშემკვრელი მხარე ან ფიზიკური ანდა იურიდიული პირი, რომლის გადაწყვეტილებაც ცნო ხელშემკვრელმა მხარემ, არ ითვალისწინებს და რომელიც კონტროლდება როგორც რადიოაქტიური ნარჩენები მარეგულირებელი ორგანოს მიერ ხელშემკვრელი მხარის საკანონმდებლო და მარეგულირებელი საფუძვლის ფარგლებში;
i) ,,რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობა’’ ნიშნავს საქმიანობის ყველა სახეს, მათ შორის საქმიანობას, დაკავშირებულს ექსპლუატაციიდან მოხსნასთან, რომელიც ეხება რადიოაქტიური ნარჩენების ფიზიკურ მანიპულირებას, წინასწარ დამუშავებას, დამუშავებას, კონდიცირებას, შენახვას ან დამარხვას, გარდა გადაზიდვისა მოედნის ფარგლებს გარეთ. იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს ჩამოყრასთანაც;
j) ,,დანადგარი რადიოაქტიური ნარჩენებთან მოპყრობისათვის’’ ნიშნავს ნებისმიერ დანადგარსა და ობიექტს, რომლის ძირითადი დანიშნულებაა რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობა, მათ შორის ბირთვული დანადგარის ჩათვლით ექსპლუატაციიდან მოხსნის პროცესში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი განისაზღვრება ხელშემკვრელი მხარის მიერ როგორც დანადგარი რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის;
k) ,,მარეგულირებელი ორგანო’’ ნიშნავს ნებისმიერ ორგანოს ან ორგანოებს, აღჭურვილთ ხელშემკვრელი მხარის მიერ იურიდიული უფლებამოსილებით არეგულირონ გამოყენებულ საწვავთან ან რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების ნებისმიერი ასპექტი, მათ შორის ლიცენზიების გაცემაც;
l) ,,გადამუშავება“ ნიშნავს პროცესს ან ოპერაციას, რომლის მიზანია რადიოაქტიური იზოტოპების ამოღება გამოყენებული საწვავიდან შემდგომი სარგებლობისათვის;
m) ,,დახურული წყარო“ ნიშნავს რადიოაქტიურ მასალას, საბოლოოდ დაბეჭდილს კაფსულში ან მჭიდროდ შეერთებულს და მყარ მდგომარეობაში მყოფს, გარდა რეაქტორის საწვავი ელემენტებისა;
n) ,,გამოყენებული საწვავი’’ ნიშნავს ბირთვულ საწვავს, დასხივებულს რეაქტორის აქტიურ ზონაში და საბოლოოდ მოშორებულს მისგან;
o) ,,მოპყრობა გამოყენებულ საწვავთან’’ ნიშნავს საქმიანობის ყველა სახეობას, რომელიც ეხება გამოყენებული საწვავის ფიზიკურ მანიპულირებას ან შენახვას, გარდა გადაზიდვისა მოედნის ფარგლებს გარეთ. იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს ჩამოყრასთანაც;
p) ,,დანადგარი გამოყენებულ საწვავთან მოპყრობისათვის’’ ნიშნავს ნებისმიერ დანადგარს ან ობიექტს, რომლის ძირითადი დანიშნულებაა გამოყენებულ საწვავთან მოპყრობა;
q) ,,დანიშნულების სახელმწიფო’’ ნიშნავს სახელმწიფოს, სადაც იგეგმება ან ხორციელდება ტრანსსასაზღვრო გადაადგილება;
r) ,,წარმოშობის სახელმწიფო’’ ნიშნავს სახელმწიფოს, საიდანაც იგეგმება ან ხორციელდება ტრანსსასაზღვრო გადაადგილება;
s) ,,ტრანზიტის სახელმწიფო’’ ნიშნავს ნებისმიერ სახელმწიფოს, სხვა ვიდრე წარმოშობის ან დანიშნულების სახელმწიფოა, რომლის ტერიტორიის გავლითაც იგეგმება ან ხორციელდება ტრანსსასაზღვრო გადაადგილება;
t) ,,შენახვა’’ ნიშნავს გამოყენებული საწვავის ან რადიოაქტიური ნარჩენების შენახვას დანადგარში, რომელიც უზრუნველყოფს მათს იზოლაციას, მათი შემდგომი ამოღების განზრახვით;
u) ,,ტრანსსასაზღვრო გადაადგილება’’ ნიშნავს გამოყენებული საწვავის ან რადიოაქტიური ნარჩენების ნებისმიერ გადაზიდვას წარმოშობის სახელმწიფოდან დანიშნულების სახელმწიფოში.
მუხლი 3. გამოყენების სფერო
1. წინამდებარე კონვენცია გამოიყენება გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისადმი, რომელიც წარმოიქმნება სამოქალაქო ბირთვული რეაქტორების ექსპლუატაციის შედეგად, გამოყენებული საწვავი, რომელიც მდებარეობს გადამამუშავებელ დანადგარზე დამუშავებითი საქმიანობის ფარგლებში, არ შედის წინამდებარე კონვენციის მოქმედების სფეროში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხელშემკვრელი მხარე აცხადებს, რომ გადამუშავება წარმოადგენს გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის ნაწილს.
2. წინამდებარე კონვენცია გამოიყენება ასევე რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოებისადმი იმ შემთხვევებში, როდესაც რადიოაქტიური ნარჩენები წარმოიქმნება სამოქალაქო საქმიანობის შედეგად. თუმცა წინამდებარე კონვენცია არ გამოიყენება ნარჩენებისადმი, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ ბუნებრივ რადიოაქტიურ ნივთიერებებს და არ წარმოიქმნება ბირთვული საწვავის ციკლში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი წარმოადგენენ ხმარებიდან ამოღებულ დახურულ წყაროს, ანდა როცა წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის ხელშემკვრელი მხარე აცხადებს მათ რადიოაქტიურ ნარჩენებად.
3. წინამდებარე კონვენცია არ გამოიყენება გამოყენებულ საწვავთან ან რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოებისადმი სამხედრო ან თავდაცვითი პროგრამების ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონვენციის მიზნებისათვის ხელშემკვრელი მხარე აცხადებს მათ გამოყენებულ საწვავად ან რადიოაქტიურ ნარჩენებად, რომლებიც წარმოიქმნება სამხედრო ან თავდაცვითი პროგრამების განხორციელების შედეგად იმ შემთხვევებში, თუკი და როდესაც ასეთი მასალები საბოლოოდ გადაეცემა სამოქალაქო პროგრამებს და მათთან მოპყრობა ხდება მხოლოდ ასეთი პროგრამების ფარგლებში.
4. წინამდებარე კონვენცია გამოიყენება ასევე ჩამოყრის მიმართ, როგორც ეს გათვალისწინებულია მუხლებში 4,7,11,14,24 და 26.
თავი 2. გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოება
მუხლი 4. ზოგადი მოთხოვნები უსაფრთხოებისადმი
თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის ყველა სტადიაზე ხორციელდებოდეს ცალკეული პირების, მთლიანად საზოგადოებისა და გარემოს სათანადო დაცვა რადიოლოგიური რისკებისგან.
ამასთან, თითოეული ხელშემკვრელი მხარე იღებს შესაბამის ზომებს, რათა:
i) უზრუნველყოს სათანადო ყურადღება კრიტიკულობისა და ნარჩენი სითბოს არინების საკითხებისადმი, რომელიც წარმოიშობა გამოყენებულ საწვავთან მოპყრობისას;
ii) უზრუნველყოს, რათა რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნა, რაც დაკავშირებულია გამოყენებულ საწვავთან მოპყრობასთან, ნარჩუნდებოდეს მინიმალური პრაქტიკულად მიღწევად დონეზე, რომელიც შეესაბამება მიღებულ პოლიტიკას საწვავი ციკლის დარგში;
iii) გაითვალისწინოს სხვადასხვა სტადიების ურთიერთდამოკიდებულება გამოყენებულ საწვავათან მოპყრობისას;
iv) გაითვალისწინოს ცალკეული პირების, მთლიანად საზოგადოების და გარემოს ეფექტური დაცვა ეროვნულ დონეზე დაცვის სათანადო მეთოდების გამოყენებით, რომლებსაც ამტკიცებს მარეგულირებელი ორგანო, თავისი ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში, რომელიც სათანადოდ ითვალისწინებს საერთაშორისო დონეზე მოწონებულ კრიტერიუმებსა და ნორმებს;
v) გაითვალისწინოს ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა რისკები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს გამოყენებული საწვავის მოპყრობასთან;
vi) ესწრაფვოდეს ისეთი ქმედებების თავიდან აცილებას, რომელთაც გააჩნიათ დასაბუთებულად წინასწარმეტყველებადი შედეგები მომავალი თაობებისათვის, უფრო სერიოზულნი, ვიდრე ისინი, რომლებიც დაიშვება დღევანდელი თაობის მიმართ;
vii) არ დააკისრონ მეტისმეტი ტვირთი მომავალ თაობებს.
მუხლი 5. არსებული დანადგარები
თითოეული ხელშემკვრელი მხარე იღებს შესაბამის ზომებს გამოყენებულ საწვავთან მოპყრობისათვის განკუთვნილი ნებისმიერი დანადგარის უსაფრთხოების განსახილველად, რომელიც არსებობს ამ ხელშემკვრელი მხარისათვის კონვენციის ძალაში შესვლის მომენტისათვის, და იმის უზრუნველსაყოფად, რათა საჭიროების შემთხვევაში შესრულდეს პრაქტიკაში ყველა გონივრულად განხორციელებადი გაუმჯობესება ასეთი დანადგარის უსაფრთხოების ამაღლების მიზნით.
მუხლი 6. მოედნების არჩევა შემოთავაზებული დანადგარებისათვის
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იღებს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა გამოყენებულ საწვავთან მოპყრობისათვის განკუთვნილი შემოთავაზებული დანადგარის მიმართ დადგინდეს და ხორციელდებოდეს ქვემოთ მითითებული პროცედურები:
i) ყველა შესაბამისი ფაქტორის შეფასება, რომელიც ეხება მოედანს, რომელსაც შეუძლია ზეგავლენის მოხდენა ასეთი დანადგარის უსაფრთხოებაზე მისი ექსპლუატაციის ვადის განმავლობაში;
ii) ასეთი დანადგარის სავარაუდო ზემოქმედების შეფასება ცალკეული პირების, მთლიანად საზოგადოებისა და გარემოს უსაფრთხოებაზე;
iii) საზოგადოებრიობისათვის ინფორმაციის მიწოდება ასეთი დანადგარის უსაფრთხოების შესახებ;
iv) კონსულტაციების ჩატარება ხელშემკვრელ მხარეებთან, რომლებიც მდებარეობენ ასეთი დანადგარის მახლობლად, იმდენად, რამდენადაც არსებობს იმის ვარაუდი, რომ ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ ასეთი დანადგარის ზემოქმედების ქვეშ, და მათთვის, მათივე მოთხოვნით, ზოგადი მონაცემების მიწოდება დანადგარის შესახებ, რაც აუცილებელია მათთვის ამ დანადგარის სავარაუდო ზემოქმედების შესაფასებლად მათი ტერიტორიის უსაფრთხოებაზე.
2. მოქმედებს რა ამგვარად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე იღებს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა დანადგარები არ ახდენდნენ მიუღებელ ზემოქმედებას სხვა ხელშემკვრელ მხარეებზე, მოედნის არჩევის გზით უსაფრთხოების ზოგად მოთხოვნებთან შესაბამისად, რასაც ითვალისწინებს მე-4 მუხლი.
მუხლი 7. დანადგარების დაპროექტება და აგება
თითოეული ხელშემკვრელი მხარე იღებს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა:
i) გამოყენებულ საწვავთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის დაპროექტებისა და აგებისას გათვალისწინებულ იქნეს შესაბამისი ზომები შესაძლო რადიოლოგიური ზემოქმედების შესაზღუდად ცალკეულ პირებზე, მთლიანად საზოგადოებასა და გარემოზე, მათ შორის გამოტყორცნებისა და არაკონტროლირებადი გამოსროლებისას;
ii) დაპროექტების სტადიაზე მხედველობაში მიღებულ იქნეს კონცეპტუალური გეგმები და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური წესდებები გამოყენებულ საწვავთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის ექსპლუატაციიდან მოხსნასთან მიმართებით;
iii) ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება გამოყენებულ საწვავთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის დაპროექტებისა და აგებისათვის, დადასტურებულ იქნენ ცდით, გამოცდით ან ანალიზით.
მუხლი 8. დანადგარების უსაფრთხოების შეფასება
თითოეული ხელშემკვრელი მხარე იღებს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა:
i) გამოყენებულ საწვავთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის აგების დაწყებამდე ჩატარდეს უსაფრთხოების სისტემური შეფასება და ეკოლოგიური ექსპერტიზა, რაც შეესატყვისება დანადგართან დაკავშირებულ რისკს, და მოიცავს მთელს მის საექსპლუატაციო ვადას;
ii) გამოყენებულ საწვავთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის ექსპლუატაციის დაწყებამდე მომზადდეს უსაფრთხოების შეფასებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის განახლებული და დაწვრილებითი ვარიანტები იმ შემთხვევებისათვის, როდესაც აუცილებელი იქნება i) პუნქტში ხსენებული შეფასებების შევსება.
მუხლი 9. დანადგარების ექსპლუატაცია
თითოეული ხელშემკვრელი მხარე იღებს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა:
i) გამოყენებულ საწვავთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის საექსპლუატაციო ლიცენზია ეფუძნებოდეს შესაბამის შეფასებებს, რაზედაც საუბარია მე-8 მუხლში და დამოკიდებული იყოს ექსპლუატაციაში შეყვანის პროგრამის დასრულებაზე, რომელიც ადასტურებს, რომ აგებული დანადგარი შეესაბამება პროექტს და პასუხობს უსაფრთხოების მოთხოვნებს;
ii) დადგინდეს და საჭიროების მიხედვით გადაიხედოს საექსპლუატაციო ზღვრები და პირობები, რომლებიც განისაზღვრება გამოცდების, საექსპლუატაციო გამოცდილებისა და შეფასებების საფუძველზე, რაზედაც საუბარია მე-8 მუხლში;
iii) გამოყენებულ საწვავთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარების ექსპლუატაცია, ტექნიკური მომსახურება, კონტროლი, ინსპექტირება და გამოცდები ხორციელდებოდეს დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
iv) საინჟინრო-ტექნიკური მხარდაჭერა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა დარგში აღმოჩენილ იქნეს გამოყენებულ საწვავათან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში;
v) ლიცენზიის მფლობელმა დროულად აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ინციდენტების შესახებ;
vi) შემუშავდეს შესაბამისი ინფორმაციის შეკრებისა და ანალიზის, პროგრამები ექსპლუატაციის გამოცდილების შესახებ და შედეგების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში მიღებულ იქნეს ზომები;
vii) გამოყენებულ საწვავთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის ექსპლუატაციიდან მოხსნის გეგმები მზადდებოდეს და საჭიროების მიხედვით ახლდებოდეს ინფორმაციის გამოყენებასთან ერთად, რომელიც მიიღება ამ დანადგარის საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში, და რათა ისინი განიხილებოდეს მარეგულირებელი ორგანოს მიერ.
მუხლი 10. გამოყენებული საწვავის დამარხვა
თუ თავისი საკანონმდებლო და მარეგულირებელი საფუძვლის შესაბამისად ხელშემკვრელ მხარეს გამოყენებული საწვავი გამიზნული აქვს დამარხვისათვის, ასეთი გამოყენებული საწვავის დამარხვა ხდება მე-3 თავში დაკანონებული ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც ეხება რადიოაქტიური ნარჩენების ჩამარხვას.
თავი 3. რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოება
მუხლი 11. ზოგადი მოთხოვნები უსაფრთხოებისადმი
თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის ყველა სტადიაზე განხორციელდეს ცალკეულ პირთა, მთლიანად საზოგადოებისა და გარემოს სათანადო დაცვა რადიოლოგიური და სხვა სახის რისკებისაგან.
ამასთან, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომებს, რათა:
i) უზრუნველყონ სათანადო ყურადღება კრიტიკულობისა და ნარჩენი სითბოს არინების საკითხებისადმი, რომელიც წარმოიშობა რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისას;
ii) უზრუნველყონ, რომ რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნა შენარჩუნდეს მინიმალურ პრაქტიკულად მიღწევად დონეზე;
iii) გაითვალისწინონ რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის სხვადასხვა სტადიების ურთიერთდამოკიდებულება;
iv) გაითვალისწინონ ცალკეულ პირთა, მთლიანად საზოგადოებისა და გარემოს ეფექტური დაცვა ეროვნულ დონეზე დაცვის შესაბამისი მეთოდების გამოყენების გზით, რაც დამტკიცებულია მარეგულირებელი ორგანოს მიერ, თავისი ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში, რომელიც სათანადოდ ითვალისწინებს საერთაშორისო დონეზე მოწონებულ კრიტერიუმებსა და ნორმებს;
v) გაითვალისწინონ ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა რისკები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს რადიოაქტიურ ნარჩენებთან;
vi) ესწრაფვოდნენ ისეთი ქმედებების თავიდან აცილებას, რომლებსაც გააჩნიათ დასაბუთებულად წინასწარმეტყველებადი შედეგები მომავალი თაობებისათვის, უფრო სერიოზულნი, ვიდრე ისინი, რომლებიც დაიშვება დღევანდელი თაობის მიმართ;
vii) არ დააკისრონ მეტისმეტი ტვირთი მომავალ თაობას.
მუხლი 12. არსებული დანადგარები და პრაქტიკული საქმიანობა წარსულში
თითოეული ხელშემკვრელი მხარე დროულად იღებს შესაბამის ზომებს, რათა განიხილოს:
i) რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო ნებისმიერი დანადგარის უსაფრთხოება, რომელიც არსებობს წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის მომენტში ამ ხელშემკვრელი მხარისათვის, და იმის უზრუნველსაყოფად, რათა საჭიროების შემთხვევაში შესრულდეს პრაქტიკაში ყველა გონივრულად განხორციელებადი გაუმჯობესება ასეთი დანადგარის უსაფრთხოების ამაღლების მიზნით;
ii) წარსულში პრაქტიკული საქმიანობის შედეგები იმ მიზნით, რათა განისაზღვროს რაიმე ჩარევის აუცილებლობა რადიაციული დაცვის მიზეზით, იმის გათვალისწინებით, რომ მავნე ზემოქმედების შემცირება დოზით შემცირების შედეგად საკმარისი უნდა იყოს ზიანისა და დანაკარგების დასასაბუთებლად, მათ შორის სოციალური დანაკარგებისა, რომლებიც დაკავშირებულია ასეთ ჩარევასთან.
მუხლი 13. მოედნების არჩევა შემოთავაზებული დანადგარებისათვის
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო შემოთავაზებული დანადგარის მიმართ დადგინდეს და ხორციელდებოდეს ქვემოთ მითითებული პროცედურები:
i) ყველა შესაბამისი ფაქტორის შეფასება, რომელიც შესაბამისად ეხება მოედანს და რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ასეთი დანადგარის უსაფრთხოებაზე მისი საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში, ასევე დახურვის შემდგომ დამარხვისათვის საჭირო დანადგარს;
ii) ასეთი დანადგარის სავარაუდო ზემოქმედების შეფასება ცალკეულ პირთა, მთლიანად საზოგადოებისა და გარემოს უსაფრთხოებაზე მოედნების მდგომარეობის შესაძლო ცვლილებათა გათვალისწინებით დასამარხი დანადგარებითურთ მათი დახურვის შემდგომ;
iii) საზოგადოებრიობისათვის ინფორმაციის მიწოდება ასეთი დანადგარის უსაფრთხოების შესახებ;
iv) კონსულტაციების ჩატარება ხელშემკვრელ მხარეებთან, რომლებიც მდებარეობენ ასეთი დანადგარის მახლობლად, იმდენად, რამდენადაც არსებობს იმის ვარაუდი, რომ მათ შეიძლება განიცადონ ამ დანადგარის ზემოქმედება და მათთვის, მათივე მოთხოვნით, მონაცემთა მიწოდება დანადგარის შესახებ, რაც აუცილებელია მათთვის ამ დანადგარის სავარაუდო ზემოქმედების შესაფასებლად თავიანთი ტერიტორიის უსაფრთხოებაზე.
2. მოქმედებს რა ამგვარად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა ასეთი დანადგარები არ ახდენდნენ მიუღებელ ზემოქმედებას სხვა ხელშემკვრელ მხარეებზე, მოედნის არჩევის გზით უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესაბამისად, რაც გათვალისწინებულია მე-11 მუხლით.
მუხლი 14. დანადგარების დაპროექტება და აგება
თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა:
i) რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის დაპროექტებისა და აგებისას გათვალისწინებულ იქნეს შესაბამის ზომები შესაძლო რადიოლოგიური ზემოქმედების შესაზღუდად ცალკეულ პირებზე, მთლიანად საზოგადობაზე და გარემოზე, მათ შორის ჩამოყრებისა და არაკონტროლირებადი გამოსროლების შედეგად;
ii) დაპროექტების სტადიაზე მხედველობაში იქნეს მიღებული კონცეპტუალური გეგმები და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური დებულებები რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის ექსპლუატაციიდან მოხსნის მიმართ, სხვაგვარის, ვიდრე დასამარხი დანადგარია;
iii) დაპროექტების სტადიაზე მომზადდეს ტექნიკური დებულებები დასამარხი დანადგარის დასახურად;
iv) ტექნოლოგიები, გამოყენებული რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის დაპროექტებისა და აგებისას, დადასტურებულ იქნეს ცდით, გამოცდებით ან ანალიზით.
მუხლი 15. დანადგარების უსაფრთხოების შეფასება
თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა:
i) რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის აგების დაწყებამდე ჩატარდეს უსაფრთხოების სისტემური შეფასება ეკოლოგიური ექსპერტიზა, შესატყვისი რისკისადმი, რომელიც უკავშირდება დანადგარს, რაც მოიცავს მის საექსპლუატაციო ვადას;
ii) გარდა ამისა, დასამარხი დანადგარის აგების დაწყებამდე ჩატარდეს უსაფრთხოების სისტემური შეფასება და ეკოლოგიური ექსპერტიზა დახურვის შემდგომი პერიოდისათვის, ასევე შედეგების შეფასება მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე;
iii) რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის ექსპლუატაციის დაწყებამდე მომზადდეს უსაფრთხოების შეფასება და ეკოლოგიური ექსპერტიზის განახლებული და დაწვრილებითი ვარიანტები იმ შემთხვევებისათვის, როდესაც აუცილებლად იქნება აღიარებული შეივსოს i) პუნქტში ხსენებული შეფასებები.
მუხლი 16. დანადგარების ექსპლუატაცია
თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა:
i) რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის საექსპლუატაციო ლიცენზია ეფუძნებოდეს შესაბამის შეფასებებს, რაზედაც საუბარია მე-15 მუხლში და დამოკიდებული იყოს ექსპლუატაციაში შეყვანის პროგრამის დასრულებაზე, რაც ადასტურებს, რომ აგებული დანადგარი შეესატყვისება პროექტს და პასუხობს უსაფრთხოების მოთხოვნებს;
ii) დადგინდეს და საჭიროებისდა მიხედვით გადაიხედებოდეს საექსპლუატაციო ზღვრები და პირობები, განსაზღვრულნი გამოცდების, საექსპლუატაციო გამოცდილებისა და შეფასებების საფუძველზე, რაზედაც საუბარია მე-15 მუხლში;
iii) რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის ექსპლუატაცია, ტექნიკური მომსახურება, კონტროლი, ინსპექტირება და გამოცდა ხორციელდებოდეს დადგენილი პროცედურების შესაბამისად. დასამარხი დანადგარის შემთხვევაში ამგვარი გზით მიღებული შედეგები გამოიყენება გაკეთებული დაშვებების დასაბუთებულობის შესამოწმებლად და განსახილველად და შეფასებათა განსაახლებლად, რომლებზედაც საუბარია მე-15 მუხლში, დახურვის შემდგომი პერიოდისათვის;
iv) საინჟინრო-ტექნიკური მხარდაჭერა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა დარგში აღმოჩენილ იქნეს რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში;
v) გამოიყენებოდეს პროცედურები, რომლებიც განსაზღვრავს რადიოაქტიური ნარჩენების მახასიათებლებს და ასევე ახდენს მათ დახარისხებას;
vi) ლიცენზიის მფლობელი დროულად აცნობებს მარეგულირებელ ორგანოს უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ინციდენტების შესახებ;
vii) შემუშავდეს შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის პროგრამები საექსპლუატაციო გამოცდილების შესახებ და შედეგებისადმი საჭიროების შემთხვევაში გამოყენებულ იქნეს ზომები;
viii) რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის ექსპლუატაციიდან მოხსნის გეგმები, სხვაგვარის, ვიდრე დასამარხი დანადგარია, მზადდებოდეს და საჭიროებისდა მიხედვით ექვემდებარებოდეს განახლებას იმ ინფორმაციის გამოყენებით, რომელიც მიიღება ამ დანადგარის საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში და რათა ისინი განიხილებოდეს მარეგულირებელი ორგანოს მიერ;
ix) დასამარხი დანადგარის დახურვის გეგმები მზადდებოდეს და საჭიროებისდა მიხედვით ახლდებოდეს იმ ინფორმაციის გამოყენებით, რომელიც მიიღება ამ დანადგარის საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში და რათა ისინი განიხილებოდნენ მარეგულირებელი ორგანოს მიერ.
მუხლი 17. უწყებრივი კონტროლის ზომები დახურვის შემდგომ
თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რათა:
i) შენარჩუნდეს სააღრიცხვო დოკუმენტები, რომლებიც ეხება მითითებული დანადგარის ადგილმდებარეობას, კონსტრუქციას და შემცველობას, რასაც მოითხოვს მარეგულირებელი ორგანო;
ii) საჭიროების შემთხვევაში ხორციელდებოდეს აქტიური ან პასიური უწყებრივი კონტროლი, ისეთი როგორიცაა მონიტორინგი ან დაშვების შეზღუდვა; და
iii) თუ აქტიური უწყებრივი კონტროლის განხორციელების რაიმე პერიოდში აღმოჩენილია რადიოაქტიური მასალების დაუგეგმავი გამოყრა გარემოში, მიიღებოდეს ჩარევის ზომები, როცა ეს აუცილებელია.
თავი 4. ზოგადი დებულებები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით
მუხლი 18. განხორციელების ზომები
თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავისი ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში ღებულობს საკუთარ საკანონმდებლო, მარეგულირებელ და ადმინისტრაციულ ზომებსა და დგამს სხვა ნაბიჯებს, აუცილებელს თავიანთი ვალდებულებების განსახორციელებლად, რომლებიც გამომდინარეობს წინამდებარე კონვენციიდან.
მუხლი 19. საკანონმდებლო და მარეგულირებელი საფუძველი
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ქმნის და ინარჩუნებს საკანონმდებლო და მარეგულირებელ საფუძველს გამოყენებულ საწვავთა და რადიოაქტიულ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
2. ეს საკანონმდებლო და მარეგულირებელი საფუძველი ითვალისწინებს:
i) შესაბამისი ეროვნული მოთხოვნების შემოღებას უსაფრთხოებისა და მარეგულირებელ დებულებათა მიმართ რადიაციული უსაფრთხოების დარგში;
ii) გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის სფეროში საქმიანობისა და ლიცენზირების სისტემას;
iii) გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის ექსპლუატაციის აკრძალვის სისტემას ლიცენზიის გარეშე;
iv) შესაბამისი უწყებრივი და მარეგულირებელი კონტროლისა და, ასევე, დოკუმენტაციისა და ანგარიშვალდებულების სისტემას;
v) იძულებით ზომებს მოქმედი მარეგულირებელი დებულებებისა და ლიცენზიათა პირობების შესასრულებლად;
vi) იმ ორგანოთა ვალდებულებების ზუსტ განაწილებას, რომლებიც დაკავებულნი არიან გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის სხვადასხვა სტადიით;
3. რადიოაქტიური მასალების, როგორც რადიოაქტიური ნარჩენებისადმი რეგულირების გამოყენების შესახებ საკითხის განხილვისას ხელშემკვრელი მხარეები სათანადოდ ითვალისწინებენ წინამდებარე კონვენციის მიზნებს.
მუხლი 20. მარეგულირებელი ორგანო
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე აფუძნებს ან ნიშნავს მარეგულირებელ ორგანოს, რომელსაც ეკისრება მე-19 მუხლში ხსენებული საკანონმდებლო და მარეგულირებელი საფუძვლის რეალიზება, რომელსაც ენიჭება სათანადო უფლებამოსილება, კომპეტენცია და უზრუნველყოფა ფინანსური და ადამიანური რესურსებით მასზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე საკუთარი საკანონმდებლო და მარეგულირებელი საფუძვლის შესაბამისად ღებულობს შესაბამის ზომებს მარეგულირებელი ფუნქციის ეფექტური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად სხვა ფუნქციებისაგან იმ შემთხვევებში, როდესაც ორგანიზაციები დაკავებულნი არიან როგორც გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობით, ისე მათდამი რეგულირების გამოყენებით.
მუხლი 21. ლიცენზიის მფლობელის პასუხისმგებლობა
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს, რათა ძირითადი პასუხისმგებლობა გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოებისათვის დაეკისროს შესაბამისი ლიცენზიის მფლობელს და ღებულობს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა თითოეული ასეთი ლიცენზიის მფლობელი ასრულებდეს თავის ვალდებულებებს.
2. თუ ასეთი ლიცენზიის მფლობელი ან სხვა პასუხისმგებელი მხარე ადგილზე არ იმყოფება, პასუხისგება ეკისრება იმ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ფლობს იურისდიქციას გამოყენებული საწვავის ან რადიოაქტიური ნარჩენებისადმი.
მუხლი 22. ადამიანური და ფინანსური რესურსები
თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა:
i) არსებობდეს კვალიფიციური კადრები, აუცილებელი უსაფრთხოების დარგში საქმიანობის განხორციელებისათვის გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში;
ii) სახეზე იყოს საკმარისი ფინანსური რესურსები გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში და ექსპლუატაციიდან მოსახსნელად;
iii) გათვალისწინებულ იქნეს ფინანსური უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას იძლევა განხორციელდეს უწყებრივი კონტროლისა და დაკვირვების შესაბამისი ზომები აუცილებლად აღიარებული ვადის მანძილზე დასამარხი დანადგარის დახურვის შემდგომ.
მუხლი 23. ხარისხის უზრუნველყოფა
თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა შემუშავდეს და განხორციელდეს ხარისხის უზრუველყოფის შესაბამისი პროგრამები გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ მასალებთან მოპყრობის უსაფრთხოების მიმართ.
მუხლი 24. რადიაციული დაცვა ექსპლუატაციის პერიოდში
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ მასალებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში:
i) მოსახლეობისა და პერსონალის რადიაციული დასხივება, რომელსაც იწვევს დანადგარი, შენარჩუნდეს გონივრულად მიღწევად დაბალ დონეზე ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით;
ii) არცერთმა ადამიანმა ნორმალურ პირობებში არ მიიღოს დასხვისების დოზა, რომელიც აღემატება დადგენილ ეროვნულ დოზურ ზღვრებს, რომლებიც სათანადოდ ითვალისწინებენ საერთაშორისო დონეზე მოწონებულ ნორმებს რადიაციული დაცვის სფეროში; და
iii) მიღებულ იქნეს ზომები გარემოში რადიოაქტიური მასალების დაუგეგმავი და უკონტროლო გამოსროლის თავიდან ასაცილებლად.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა გამოტყორცნები შემოიფარგლებოდეს:
i) რადიაციული დასხვისების გონივრულად მიღწევად დონეზე შენარჩუნებით ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით; და
ii) იმგვარად, რომ არცერთმა ადამიანმა ნორმალურ პირობებში არ მიიღოს დასხივების დოზა, რომელიც აღემატება დადგენილ ეროვნულ დოზურ ზღვრებს, რომლებიც სათანადოდ ითვალისწინებს საერთაშორისო დონეზე მოწონებულ ნორმებს რადიაციული დაცვის სფეროში.
3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა ბირთვული დანადგარის საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში, რომლის მიმართაც გამოიყენება რეგულირება, რადიოაქტიური მასალების გარემოში დაუგეგმავი ან უკონტროლო გამოტყორცნის შემთხვევაში მიღებულ იქნეს შესაბამისი მაკორექტირებული ზომები გამოტყორცნისადმი კონტროლის მიზნით და მისიშედეგების შესარბილებლად.
მუხლი 25. ავარიული მზადყოფნა
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს, რათა გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარის ექსპლუატაციის დაწყებამდე და მის განმავლობაში არსებობდეს შესაბამის ავარიულ ღონისძიებათა გეგმები მოედანზე და, თუ აუცილებელია, მოედნის ფარგლებს გარეთაც. ასეთ ავარიულ ღონისძიებათა გეგმების შემოწმება უნდა ხდებოდეს იმდენად ხშირად, რამდენადაც ეს საჭიროა.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომებს ავარიულ ღონისძიებათა მოქმედების გეგმების მოსამზადებლად და შესამოწმებლად თავის ტერიტორიაზე იმდენად, რამდენადაც არსებობს იმის ალბათობა, რომ მან შეიძლება განიცადოს ზემოქმედება რადიაციული საავარიო სიტუაციისას გამოყენებულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარზე, რომელიც იმყოფება მის ტერიტორიაზე.
მუხლი 26. ექსპლუატაციიდან მოხსნა
თითოეული ხელშემკვრელი მხარე ღებულობს სათანადო ზომებს ბირთვული დანადგარის ექსპლუატაციიდან მოხსნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასეთი ზომები ითვალისწინებს:
i) კვალიფიციური პერსონალისა და საკმარისი ფინანსური რესურსების არსებობას;
ii) 24-ე მუხლის დებულებათა გამოყენებას რადიაციული დაცვისადმი, გამოტყორცნებისა და დაუგეგმავი ან უკონტროლო გამოსროლებისადმი ექსპლუატაციის პერიოდში;
iii) 25-ე მუხლის დებულებათა გამოყენებას ავარიული მზადყოფნისადმი; და
iv) ექსპლუატაციიდან მოხსნისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დოკუმენტური აღრიცხვის წარმოებას.
თავი 5. სხვადასხვა დებულება
მუხლი 27. ტრანსსასაზღვრო გადაადგილება
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, რომელიც მონაწილეობს ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაში, იღებს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა ასეთი გადაადგილება ხორციელდებოდეს წინამდებარე კონვენციის დებულებათა და ამ საკითხის შესახებ საერთაშორისოსამართლებრივი დოკუმენტების დაცვით, რომელთაც გააჩნიათ სავალდებულო ძალა.
ამასთან:
i) ხელშემკვრელი მხარე-წარმოშობის სახელმწიფო ღებულობს შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რათა ტრანსსასაზღვრო გადაადგილება ნებადართული იყოს და ხდებოდეს მხოლოდ დანიშნულების სახელმწიფოსათვის წინასწარი შეტყობინების გზით და მისი ნებართვით;
ii) ტრანსსასაზღვრო გადაადგილება ტრანზიტის სახელმწიფოს გავლით ხორციელდება იმ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების პირობით, რომელიც შეესაბამება ტრანსპორტის კონკრეტულ, გამოყენებად სახეობებს;
iii) ხელშემკვრელი მხარე – დანიშნულების სახელმწიფო იძლევა ტრანსსასაზღვრო გადაადგილების ნებართვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მას გააჩნია ადმინისტრაციული და ტექნიკური საშუალებები, ასევე მარეგულირებელი საფუძველი, აუცილებელი გამოყენებულ საწვავთან ან რადიოაქტიურ მასალებთან მოპყრობისათვის ისეთნაირად, რათა ეს შეესაბამებოდეს წინამდებარე კონვენციას.
iv) ხელშემკვრელი მხარე – წარმოშობის სახელმწიფო იძლევა ტრანსსასაზღვრო გადაადგილების ნებართვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მას დანიშნულების სახელმწიფოსთან შეთანხმებით შეუძლია დარწმუნდეს, რომ iii) ქვეპუნქტის მოთხოვნები დაკმაყოფილდა ტრანსასაზღვრო გადაადგილების დაწყებამდე;
v) ხელშემკვრელი მხარე – წარმოშობის სახელმწიფო ღებულობს შესაბამის ზომებს საკუთარ ტერიტორიაზე დაბრუნებისათვის ნებართვის გასაცემად, თუ ტრანსსასაზღვრო გადაადგილება არ განხორციელებულა ან შეუძლებელია განხორციელდეს წინამდებარე მუხლის შესაბამისად, იმ პირობით, რომ შეუძლებელია განხორციელდეს ასევე ალტერნატიული უსაფრთხო ღონისძიებები.
2. ხელშემკვრელი მხარე არ გასცემს ლიცენზიებს თავისი გამოყენებული საწვავის ან თავისი რადიოაქტიური ნარჩენების გაგზავნაზე შესანახად ან დასამარხად სამხრეთის განედის 60 გრადუსზე უფრო სამხრეთით.
3. არაფერი წინამდებარე კონვენციაში არ აზარალებს და არ ეხება:
i) ყველა სახელმწიფოს გემებისა და საფრენი აპარატების მიერ საზღვაო და სამდინარო ზღვაოსნობისა და საჰაერო ნავიგაციის უფლების განხორციელებას, როგორც ამას ითვალისწინებს საერთაშორისო სამართალი;
ii) ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებას, სადაც ხორციელდება გადასამუშავებელი რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი, დაუბრუნოს წარმოშობის სახელმწიფოს ან უზრუნველყოს მისთვის რადიოაქტიური ნარჩენებისა და გადამუშავების სხვა პროდუქტების დაბრუნება;
iii) ხელშემკვრელი მხარის უფლებას, მოახდინოს თავისი გამოყენებული საწვავის ექსპორტირება გადასამუშავებლად;
iv) ხელშემკვრელი მხარის უფლებას, სადაც ხორციელდება გადასამუშავებელი რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი, დაუბრუნოს წარმოშობის სახელმწიფოს, ან უზრუნველყოს მისთვის რადიოაქტიური ნარჩენებისა და გადამუშავების სხვა პროდუქტების დაბრუნება.
მუხლი 28. ხმარებიდან ამოღებული დახურული წყაროები
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავისი ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში ღებულობს შესაბამის ზომებს ხმარებიდან ამოღებული დახურული უსაფრთხო ფლობის მათი გადამუშავების ან დამარხვისათვის.
2. ხელშემკვრელი მხარე იძლევა თავის ტერიტორიაზე ხმარებიდან ამოღებული დახურული წყაროების დაბრუნების ნებართვას, თუ საკუთარი ეროვნული კონონმდებლობის ფარგლებში აღიარებს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდნენ დამამზადებელს, დაკვალიფიცირებულს როგორც ხმარებიდან ამიღებული დახურული წყაროების მიღების და მათი ფლობის შემძლეს.
თავი 6. ხელშემკვრელ მხარეთა თათბირები
მუხლი 29. მოსამზადებელი თათბირი
1. ხელშემკვრელ მხარეთა მოსამზადებელი თათბირი ტარდება არაუგვიანეს ექვსი თვისა, წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდგომ.
2. ამ თათბირზე ხელშემკვრელი მხარეები:
i) განსაზღვრავენ პირველი თათბირის ჩატარების ვადას განხილვის შესახებ, რაზედაც საუბარია 30-ე მუხლში. განხილვის თაობაზე ხსენებული თათბირი ტარდება რაც შეიძლება მალე, მაგრამ არაუგვიანეს ოცდაათი თვისა წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდგომ;
ii) კონსენსუსის საფუძველზე იღებენ და მოამზადებენ საპროცედურო და საფინანსო წესებს;
iii) კერძოდ და საპროცედურო წესების თანახმად განსაზღვრავენ:
a) სახელმძღვანელო პრინციპებს ეროვნულ მოხსენებათა ფორმისა და სტრუქტურის მიმართ, რომლებიც წარდგენილ უნდა იქნეს 32-ე მუხლის აღსრულების მიზნით;
b) ასეთი მოხსენებების წარდგენის თარიღს;
c) ასეთ მოხსენებათა განხილვის პროცესს.
3. ნებისმიერ სახელმწიფოს ან ინტეგრაციული თუ სხვა ხასიათის რეგიონალურ ორგანიზაციას, რომლებიც ახდენენ წინამდებარე კონვენციის რატიფიცირებას, მიღებას, მოწონებას, უერთდებიან მას თუ ადასტურებენ, და რომელთათვისაც კონვენცია ძალაში ჯერ კიდევ არ შესულა, შეუძლია დაესწროს მოსამზადებელ თათბირს, თითქოსდა ისინი წინამდებარე კონვენციის მხარეები ყოფილიყვნენ.
მუხლი 30. თათბირი განხილვის შესახებ
1. ხელშემკვრელი მხარეები ატარებენ თათბირს მოხსენებათა განხილვის მიზნით, რომლებიც წარედგინება 32-ე მუხლის აღსრულებისათვის.
2. განხილვის შესახებ თითოეულ თათბირზე ხელშემკვრელი მხარეები:
i) განსაზღვრავენ შემდგომი ასეთი თათბირის ჩატარების თარიღს, ამასთან თათბირები განხილვის შესახებ ტარდება ინტერვალით, რომელიც არ აღემატება სამ წელიადს;
ii) შეუძლიათ განიხილონ 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით მიღებული ზომები და მიიღონ ცვლილებები კონსენსუსის საფუძველზე, თუ საპროცედურო წესებში სხვა რამ არაა გათვალისწინებული. მათ ასევე შეუძლიათ კონსენსუსის საფუძველზე შეიტანონ შესწორებები საპროცედურო და საფინანსო წესებში.
3. განხილვის შესახებ თითოეულ თათბირზე ყოველ ხელშემკვრელ მხარეს გააჩნია გონივრული შესაძლებლობა, განიხილოს სხვა ხელშემკვრელ მხარეთა მიერ წარდგენილი მოხსენებები და მოითხოვოს განმარტებები ასეთ მოხსენებებზე.
მუხლი 31. რიგგარეშე თათბირები
ხელშემკვრე მხარეთა რიგგარეშე თათბირები ტარდება:
i) თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს ხელშემკვრელ მხარეთა უმრავლესობა, რომელიც ესწრება თათბირს და მონაწილეობს კენჭისყრაში; ან
ii) რომელიმე ხელშემკვრელი მხარის წერილობითი თხოვნით არაუგვიანეს ექვსი თვისა ხელშემკვრელი მხარეებისათვის ასეთი თხოვნის გადაცემიდან და მისი სამდივნოს მიერ მიღებიდან, რაზედაც საუბარია 37-ე მუხლში, შეტყობინებით იმის შესახებ, რომ თხოვნას მხარს უჭერს ხელშემკვრელ მხარეთა უმრავლესობა.
მუხლი 32. მოხსენებათა წარდგენა
1. 30-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წარუდგენს ეროვნულ მოხსენებას ხელშემკვრელ მხარეთა ყოველ თათბირს განხილვის შესახებ. ამ მოხსენებაში განიხილება ზომები, რომლებიც მიიღება თითოეული ვალდებულების განსახორციელებლად, რომელიც დაკანონებულია კონვენციით. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიმართ მოხსენებაში განიხილება მისი:
i) პოლიტიკა გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის დარგში;
ii) გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის პრაქტიკა;
iii) პოლიტიკა რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის დარგში;
iv) რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის პრაქტიკა;
v) კრიტერიუმები, რომლებიც გამოიყენება რადიოაქტიურ ნარჩენთა კლასიფიკაციისა და განსაზღვრისათვის.
2. მითითებული მოხსენება ასევე შეიცავს:
i) გამოყენებულ საწვავთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარების ჩამონათვალს, რომელიც ექვემდებარება წინამდებარე კონვენციის მოქმედებას, მათ ადგილმდებარეობას, ძირითად დანიშნულებას და უმნიშვნელოვანეს მახასიათებლებს;
ii) გამოყენებული საწვავის საინვენტარო ნუსხას, რომელიც ექვემდებარება წინამდებარე კონვენციის მოქმედებას, რომელიც ინახება საცავში და რომელიც დამარხულ იქნა. ეს საინვენტარო ნუსხა შეიცავს მასალის აღწერას, მასში მოყვანილია ინფორმაცია, თუკი ასეთი არსებობს, მისი მასისა და აქტივობის საერთო დონის შესახებ;
iii) რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარების ჩამონათვალს, რომლებიც ექვემდებარება წინამდებარე კონვენციის მოქმედებას, მათ ადგილმდებარეობას, ძირითად დანიშნულებას და უმნიშვნელოვანეს მახასიათებლებს;
iv) რადიოაქტიურ ნარჩენთა საინვენტარო ნუსხას, რომელიც ექვემდებარება წინამდებარე კონვენციის მოქმედებას, რომლებიც:
a) ინახება საცავებში რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობისათვის საჭირო დანადგარებზე და ბირთვული საწვავი ციკლის დანადგარებზე;
b) დამარხულ იქნა; ან
c) წარმოადგენენ წარსულში პრაქტიკული საქმიანობის შედეგს. ეს საინვენტარო ნუსხა შეიცავს მასალების აღწერას და სხვა შესაბამის ინფორმაციას, ისეთს, როგორიცაა ინფორმაცია მოცულობისა და მასის, აქტივობისა და კონკრეტული რადიონუკლიდების შესახებ;
v) ბირთვული დანადგარების ჩამონათვალს, რომელიც იმყოფება ექსპლუატაციიდან მოხსნის პროცესში ხსენებულ დანადგარებზე.
მუხლი 33. მონაწილეობა თათბირებში
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მონაწილეობს ხელშემკვრელ მხარეთა თათბირებში და მას ასეთ თათბირებში წარმოადგენს ერთი დელეგატი და მისი ის მოადგილეები, ექსპერტები და მრჩევლები, რომელთა მონაწილეობასაც იგი საჭიროდ ჩათვლის.
2. ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ კონსენსუსის საფუძველზე მოიწვიონ ნებისმიერი მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც კომპეტენტურია წინამდებარე კონვენციის მიერ რეგულირებად საკითხებში, მონაწილეობა მიიღოს როგორც დამკვირვებელმა, ნებისმიერი თათბირის ან მისი ცალკეული სხდომის მუშაობაში. დამკვირვებლებმა წინასწარ წერილობითი ფორმით უნდა მიიღონ 36-ე მუხლის დებულებები.
მუხლი 34. დასკვნითი მოხსენებები
ხელშემკვრელი მხარეები კონსენსუსის საფუძველზე იღებენ და წარმოადგენენ საზოგადოებრივ დოკუმენტს, სადაც გადმოცემულია განხილული საკითხები და დასკვნები, გაკეთებული ხელშემკვრელ მხარეთა თათბირისას.
მუხლი 35. ენები
1. ხელშემკვრელ მხარეთა სათათბირო ენებს წარმოადგენენ ინგლისური, არაბული, ესპანური, ჩინური, რუსული და ფრანგული, თუ საპროცედურო წესებში სხვა რამ არაა გათვალისწინებული.
2. მოხსენებები, რომლებიც წარედგინება 32-ე მუხლის აღსასრულებლად, მზადდება მათი წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ენაზე, ანდა ერთიან დადგენილ ენაზე, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საპროცედურო წესებში. თუ მოხსენება წარედგინება სახელმწიფო ენაზე, რომელიც არ წარმოადგენს დადგენილ ენას, ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს ამ მოხსენების თარგმანს დადგენილ ენაზე.
3. მიუხედავად დებულებებისა, რომელთაც შეიცავს მე-2 პუნქტი, კომპესაციის მიღების შემთხვევაში სამდივნო საკუთარ თავზე აიღებს იმ მოხსენებათა თარგმანის უზრუნველყოფას დადგენილ სამოხსენებო ენაზე, რომლებიც წარმოდგენილია სხვა ნებისმიერ სათათბირო ენაზე.
მუხლი 36. კონფიდენციალურობა
1.წინამდებარე კონვენციის დებულებები არ ეხება მათ კანონმდებლობაში ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობებს ინფორმაციის გამჟღავნებისაგან დაცვაში. წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის ,,ინფორმაცია’’ მოიცავს, კერძოდ, ინფორმაციას, დაკავშირებულს ეროვნულ უშიშროებასთან ან ბირთვული მასალების ფიზიკურ დაცვასთან; ინფორმაციას, რომელიც დაცულია ინტელექტუალური საკუთრების უფლებით ანდა სამრეწველო ან კომერციული კონფიდენციალურობის მოთხოვნებით, ასევე პირადული ხასიათის ცნობებს.
2. თუ წინამდებარე კონვენციის კონტექსტში ხელშემკვრელი მხარე წარადგენს ინფორმაციას, რომელსაც იგი განსაზღვრავს როგორც დაცულს 1-ლ პუნქტში გადმოცემული აღწერის მიხედვით, ასეთი ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ იმ მიზნით, რითაც იგი წარდგენილ იქნა და მისი კონფიდენციალურობა დაცულია.
3. ინფორმაციისადმი, რომელიც დაკავშირებულია გამოყენებულ საწვავთან ან რადიოაქტიურ ნარჩენებთან, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე კონვენციის მოქმედება მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ძალით, წინამდებარე კონვენციის დებულებები არ ეხება შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის ექსკლუზიურ უფლებას, გადაწყვიტოს:
i) არის თუ არა ასეთი ინფორმაცია დახურული ანდა სხვაგვარად კონტროლირებადი მისი გამჟღავნების დაუშვებლობის მიზნით;
ii) საჭიროა თუ არა ზემოთ, i) პუნქტში ხსენებული ინფორმაციის მიწოდება წინამდებარე კონვენციის კონტექსტში; და
iii) კონფიდენციალურობის რა პირობები უნდა გამოიყენებოდეს ასეთი ინფორმაციისადმი, თუ იგი მიეწოდება წინამდებარე კონვენციის კონტექსტში.
4. კამათის შინაარსი, ეროვნული მოხსენებების განხილვისას განხილვის შესახებ ყველა თათბირზე, რომელიც ტარდება 30-ე მუხლის შესაბამისად, კონფიდენციალურია.
მუხლი 37. სამდივნო
1. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (შემდგომში წოდებული ,,სააგენტოდ“) ასრულებს სათათბირო სამდივნოს ფუნქციებს ხელშემკვრელი მხარეებისათვის.
2. სამდივნო:
i) მოიწვევს, მოამზადებს და მოემსახურება ხელშემკვრელ მხარეთა თათბირებს, რაზედაც საუბარია 29-ე, 30-ე და 31-ე მუხლებში;
ii) ხელშემკვრელ მხარეებს უგზავნის ინფორმაციას, მიღებულს და მომზადებულს წინამდებარე კონვენციის დებულებათა მიხედვით.
3. ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ კონსენსუსის საფუძველზე სთხოვონ სააგენტოს სხვა მომსახურების გაწევის შესახებ ხელშემკვრელ მხარეთა თათბირების მხარდასაჭერად. სააგენტოს შეუძლია ასეთი მომსახურების გაწევა, თუ იგი შესაძლებელია მისი პროგრამისა და რეგულარული ბიუჯეტის ფარგლებში. თუ ეს შეუძლებელია, სააგენტოს შეუძლია ასეთი მომსახურების გაწევა ნებაყოფლობითი დაფინანსების უზრუნველყოფის პირობით სხვა წყაროდან.
თავი 7. დასკვნითი მუხლები და სხვა დებულებები
მუხლი 38. უთანხმოებათა გადაწყვეტა
უთანხმოების აღმოცენების შემთხვევაში ორ ან რამდენიმე ხელშემკვრელ მხარეს შორის წინამდებარე კონვენციის განმარტების ან გამოყენების თაობაზე ხელშემკვრელი მხარეები მათი თათბირის ფარგლებში ატარებენ კონსულტაციებს ამ უთანხმოების გადაწყვეტის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ კონსულტაციები უნაყოფო აღმოჩნდა, შეიძლება საშუამავლო, მომრიგებელი და საარბიტრაჟო რეგულირების მექანიზმების გამოყენება, რაც გათვალისწინებულია საერთაშორისო სამართლით, მათ შორის მოქმედი წესებისა და პრაქტიკის ჩათვლით, რომლებიც გამოიყენება მათში.
მუხლი 39. ხელმოწერა, რატიფიკაცია, მიღება, მოწონება, შეერთება
1. წინამდებარე კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ყველა სახელმწიფოსათვის სააგენტოს ცენტრალურ დაწესებულებებში ვენაში, 1997 წლის 29 სექტემბრიდან მისი ძალაში შესვლის მომენტამდე.
2. წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან მოწონებას მისი ხელმომწერი სახელმწიფოების მიერ.
3. ძალაში შესვლის შემდეგ წინამდებარე კონვენცია ღიაა შესაერთებლად ყველა სახელმწიფოსათვის.
4. i) წინამდებარე კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად, თუკი მას შეუერთდებიან ან დაადასტურებენ ინტეგრაციული ან სხვა ხასიათის რეგიონული ორგანიზაციები იმ პირობით, რომ ნებისმიერი ასეთი ორგანიზაცია შექმნილია სუვერენულ სახელმწიფოთა მიერ და ფლობს კომპეტენციას მოლაპარაკებათა წარმოების, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებისა და გამოყენების მიმართ საკითხებზე, რომელთაც მოიცავს წინამდებარე კონვენცია;
ii) მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ასეთი ორგანიზაციები საკუთარი სახელით ახორციელებენ უფლებებს და ასრულებენ მოვალეობებს, რომლებსაც წინამდებარე კონვენცია ანიჭებს მონაწილე სახელმწიფოებს;
iii) როდესაც ასეთი ორგანიზაცია ხდება წინამდებარე კონვენციის მონაწილე, იგი გადასცემს 43-ე მუხლში ხსენებულ დეპოზიტარს დეკლარაციას, სადაც მითითებულია, რომელი სახელმწიფოები წარმოადგენენ მის წევრებს, წინამდებარე კონვენციის რომელი მუხლები გამოიყენება მის მიმართ, როგორია მისი კომპეტენციის სფერო დარგებში, რომელთაც მოიცავს ეს მუხლები;
iv) ასეთი ორგანიზაცია არ ფლობს რაიმე ხმას მისი წევრი სახელმწიფოების ხმათა დამატებით.
5. დოკუმენტები რატიფიკაციის, მიღების, მოწონების, შეერთების ან დადასტურების შესახებ შესანახად ბარდება დეპოზიტარს.
მუხლი 40. ძალაში შესვლა
1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ოთხმოცდამეათე დღეს დეპოზიტარისათვის რატიფიკაციის, მიღების ან მოწონების შესახებ ოცდამეხუთე დოკუმენტის ჩაბარების შემდეგ, მათ შორის თხუთმეტი სახელმწიფოს დოკუმენტების ჩათვლით, რომელთაგან თითოეულში ხდება ატომური სადგურის ექსპლუატაცია.
2. თითოეული სახელმწიფოსათვის ან ინტეგრაციული თუ სხვა ხასიათის რეგიონული ორგანიზაციისათვის, რომლებიც ახდენენ წინამდებარე კონვენციის რატიფიცირებას, მიღებას ან უერთდებიან ან ადასტურებენ მას უკანასკნელი დოკუმენტის ჩაბარების შემდგომ, რომელიც საჭიროა I პუნქტში გადმოცემული პირობების შესასრულებლად, წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ოთხმოცდამეათე დღეს შესაბამისი დოკუმენტის დეპოზიტარისათვის ჩაბარების შემდგომ ასეთი სახელმწიფოს ან ორგანიზაციის მიერ.
მუხლი 41. შესწორებები კონვენციაში
1. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია წამოაყენოს შესწორება წინამდებარე კონვენციისადმი. შემოთავაზებული შესწორებები განიხილება თათბირზე განხილვის შესახებ ან რიგგარეშე თათბირზე.
2. ნებისმიერი შემოთავაზებული შესწორების ტექსტი და მისი წარდგენის დასაბუთება გადაეცემა დეპოზიტარს, რომელიც სულ ცოტა ოთხმოცდაათი დღით ადრე თათბირის დაწყებამდე, სადაც წინადადება განსახილველად წარედგინება, დაუგზავნის მას ხელშემკვრელ მხარეებს. ნებისმიერ შენიშვნს, მიღებულს ასეთ წინადადებაზე, დეპოზიტარი ავრცელებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის.
3. შემოთავაზებული შესწორების განხილვის შემდგომ იღებენ გადაწყვეტილებას მისი მიღების შესახებ კონსენსუსის საფუძველზე, ანდა, ასეთ კონსენსუსის არარსებობის შემთხვევაში, – მისი წარდგენის შესახებ დიპლომატიურ კონფერენციაზე. გადაწყვეტილების მისაღებად შემოთავაზებული შესწორების წარდგენის შესახებ დიპლომატიურ კონფერენციაზე საჭიროა ხმათა უმრავლესობა თათბირზე დამსწრეთა კენჭისყრაში მონაწილე ხელშემკვრელ მხარეთა ორი მესამედის ოდენობით იმ პირობით, რომ კენჭისყრას ესწრება ხელშემკვრელ მხარეთა არანაკლებ ნახევრისა.
4. დიპლომატიურ კონფერენციას წინამდებარე კონვენციისადმი შესწორებათა განსახილველად და მისაღებად მოიწვევს დეპოზიტარი და ატარებს მას არაუგვიანეს ერთი წლისა შესაბამისი გადაწყვეტილებიდან, რომელიც მიიღება წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით. დიპლომატიური კონფერენცია მიმართავს მთელ ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რათა შესწორებები მიიღებოდეს კონსენსუსის საფუძველზე. თუ ეს შეუძლებელია, შესწორებები მიიღება ყველა ხელშემკვრელი მხარის ხმათა ორის მესამედის ოდენობით.
5. შესწორებები წინამდებარე კონვენციისადმი, მიღებული ზემოხსენებული მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას, მოწონებას ან დადასტურებას ხელშემკვრელ მხარეთა მიერ და ძალაში შედის იმ ხელშემკვრელი მხარეებისათვის, რომლებმაც მოახდინეს მათი რატიფიკაცია, მიღება, მოწონება ან დადასტურება ოთხმოცდამეათე დღეს დეპოზიტარის მიერ შესაბამისი დოკუმენტების მიღებიდან ხელშემკვრელ მხარეთა არანაკლებ ორი მესამედისგან. ხელშემკვრელი მხარისათვის, რომელიც შემდგომში მოახდენს ხსენებული შესწორებების რატიფიცირებას, მოწონებას, მიღებას ან დადასტურებას, ეს შესწორებები ძალაში შედის ოთხმოცდამეათე დღეს მას შემდეგ, რაც ეს ხელშემკვრელი მხარე შესანახად ჩააბარებს თავის შესაბამის დოკუმენტს.
მუხლი 42. დენონსაცია
1. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოახდინოს წინამდებარე კონვენციის დენონსაცია დეპოზიტარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით.
2. დენონსაცია ძალაში შედის ერთი წლის შემდგომ დეპოზიტარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღებიდან, ანდა ისეთი უფრო გვიანდელი თარიღისას, რომელიც შეიძლება მითითებულ იქნეს შეტყობინებაში.
მუხლი 43.დეპოზიტარი
1. წინამდებარე კონვენციის დეპოზიტარია სააგენტოს გენერალური დირექტორი.
2. დეპოზიტარი ხელშემკვრელ მხარეებს აცნობებს:
i) წინამდებარე კონვენციის ხელმოწერის შესახებ და ასევე რატიფიკაციის, მიღების, მოწონების, შეერთების ან დადასტურების შესახებ დოკუმენტების შესანახად ჩაბარების თაობაზე, 39-ე მუხლის შესაბამისად;
ii) კონვენციის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ მე-40 მუხლის მიხედვით;
iii) შეტყობინებათა შესახებ კონვენციის თაობაზე და ასეთი დენონსაციის თარიღის შესახებ 42-ე მუხლის შესაბამისად;
iv) წინამდებარე კონვენციისადმი შემოთავაზებული შესწორებების შესახებ, რომლებსაც წარადგენენ ხელშემკვრელი მხარეები, შესწორებათა შესახებ, რომლებიც მიიღება შესაბამის დიპლომატიურ კონფერენციაზე, ანდა ხელშემკვრელ მხარეთა თათბირზე და ხსენებული შესწორებების ძალაში შესვლის შესახებ 41-ე მუხლის თანახმად.
მუხლი 44. ავთენტური ტექსტები
წინამდებარე კონვენციის ორიგინალი, რომლის ტექსტებიც ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ, რუსულ და ფრანგულ ენებზე თანაბრად ავთენტურია, შესანახად ბარდება დეპოზიტარს, რომელიც დაუგზავნის მათს დამოქმებულ ასლებს ხელშემკვრელ მხარეებს.
რის დასადასტურებლადაც ქვემორე ხელმომწერმა სათანადოდ უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.
შესრულებილია ვენაში, ათას ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი წლის სექტემბრის მეხუთე დღეს.
დოკუმენტის კომენტარები