საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ

  • Word
საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი 22/06/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, 0, 01/07/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 15/03/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000180.01(2).003.000301
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
38
22/06/1998
გაურკვეველი, 0, 01/07/1998
000000180.01(2).003.000301
საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (01/07/1998 - 01/05/2002)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  03.05.47.180012003301

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის,

საქართველოს ფინანსთა მინისტრის,

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის,

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის,

საქართველოს სტანდარტიზაციის მეტროლოგიისა და

სერტიფიკაციის სახელმწიფო

დეპარტამენტის  თავმჯდომარისა და

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო

დეპარტამენტის თავმჯდომარის

ერთობლივი ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №38

1998 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო  დოკუმენტის დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №528 „საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის კონცეფციის შესახებ” და 1998 წლის 30 აპრილის №282 „საქართველოს ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბის შემცირების პროგრამის შესახებ” ბრძანებულებების საფუძველზე და შესასრულებლად, საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტის საქმიანობის სახელმწიფო მართვის მექანიზმის ჩამოყალიბებისა და ამოქმედების მიზნით, ვბრძანებთ:

1. დამტკიცდეს სახელმძღვანელო დოკუმენტი საავტომობილო ტრანსპორტში სდ 20522344–001–98 „სატრანსპორტო საგზაო ბარათი წარმოების და გამოყენების წესი, (თან ერთვის).

2. დაევალოს სამინისტროებისა და სახელმწიფო დეპარტამენტების სტრუქტურულ ქვედანაყოფებს (შესაბამისად) სატრანსპორტო საგზაო ბარათის წარმოების და გამოყენების წესის დროულად და სრულფასოვნად ამოქმედებისათვის:

ა) ჩაატარონ საჭირო სამუშაოები სატრანსპორტო საგზაო ბარათის წარმოების მომზადებისა და დაბეჭდვისათვის იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს მოთხოვნას ქვეყნის მთლიან ტერიტორიაზე;

ბ) ჩაატარონ ორგანიზაციული ღონისძიებანი;

გ) ღონისძიებანი განახორციელონ ურთიერთ მჭიდრო ტექნოლოგიური კონტაქტებისა და საქმიანობის კოორდინაციის საფუძველზე.

3. სატრანსპორტო საგზაო ბარათის გაცემა დაიწყოს არა უგვიანეს 1998 წლის 1 ოქტომბრისა.

 

 

 

 

საქართველოს ტრანსპორტის             საქართველოს ფინანსთა

მინისტრი                                             მინისტრი

     მ. ადეიშვილი                                          მ. ჭკუასელი

 

საქართველოს ეკონომიკის               საქართველოს შინაგან

მინისტრი                                               საქმეთა მინისტრი

      ვ. პაპავა                                               კ. თარგამაძე

 

საქართველოს სტანდარტიზაციის                                საქართველოს სტატისტიკის

მეტროლოგიის და სერტიფიკაციის                               სახელმწიფო დეპარტამენტი

სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე                 თავმჯდომარე

          დ. მანჯგალაძე                                                                       თ. ბერიძე

 

სახელმძღვანელო დოკუმენტი საავტომობილო ტრანსპორტში

 

სატრანსპორტო საგზაო ბარათი

 

წარმოებისა და გამოყენების წესი

 

შემოღებულია ------------- 1998

    მუხლი 1. გამოყენების სფერო

1. წინამდებარე სახელმძღვანელო დოკუმენტი ვრცელდება სატრანსპორტო საგზაო ბარათზე, რომელიც წარმოადგენს პირველადი აღრიცხვის ერთიანი ფორმის დოკუმენტს და რომელიც საავტომობილო ტრანსპორტში სრულყოფს სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას: ავტოსატრანსპორტო საშუალებით შესრულებულ სატრანსპორტო სამუშაოთა აღრიცხვაზე, მოძრაობის უსაფრთხოების, ტექნიკური, ეკოლოგიური, სტატისტიკური და ფინანსური ანგარიშსწორების ნორმების და წესების მოთხოვნათა დაცვაზე.

2. სატრანსპორტო საგზაო ბარათი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, მათ შორის, არარეზიდენტ სატრანსპორტო საშუალებებზე.

    მუხლი 2. განმარტებები

1. წინამდებარე სახელმძღვანელო დოკუმენტში გამოყენებულია შემდეგი ტერმინები და ცნებები:

ა) „საავტომობილო ტრანსპორტი” – ტრანსპორტის სისტემის ნაწილი, რომელიც მოიცავს საავტომობილო ტრანსპორტირებას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას;

ბ) „საავტომობილო ტრანსპორტირება” – გზაზე ორ პუნქტს შორის მოძრაობის მართვადი პროცესი როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალებების, გზისა და მძღოლის (ოპერატორის) ურთიერთობის შედეგი;

გ) „ავტოსატრანსპორტო საშუალება” – გზაზე ძალის მეშვეობით გადაადგილებადი, მძღოლის (ოპერატორის) მიერ მართვადი ურელსოდ მოძრაობისათვის განკუთვნილი თვლებიანი მექანიზმი;

დ) „მძღოლი (ოპერატორი)” – ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალების გზაზე გადაადგილების მართვას დადგენილი წესით;

ე) „საავტომობილო გადაზიდვა” – გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის (მგზავრის)გადატანა (გადაყვანა);

ვ) „გადამზიდავი” – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ზ) „სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკი” – დადგენილი (დამტკიცებული) კონსტრუქციის შესაბამისად ტიპოგრაფიულად დამზადებული, შეუვსებელი, მხოლოდ საავტომობილო ტრანსპორტისათვის განკუთვნილი ფორმა;

თ) „სატრანსპორტო საგზაო ბარათი (სსბ)” – წინამდებარე სახელმძღვანელო დოკუმენტები ჩამოყალიბებულ მოთხოვნათა შესაბამისად ნაწილობრივ თუ სრულად შევსებული სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკი;

ი) „ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი” – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც გააჩნია კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების(ებების) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

კ) „დამკვეთი” – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს ავტოსატრანსპორტო საშუალებას მის მფლობელთან ნებისმიერი ფორმით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

    მუხლი 3. ზოგადი დებულებები

1. სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკი ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის არის ერთიანი ფორმის. მისი ფორმა და ზომები მოცემულია 1-ლ დანართში.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის სატრანსპორტო საგზაო ბარათი არის: კონკრეტულ მომენტში მისი რაობის, მდგომარეობის მახასიათებლების, სატრანსპორტო პროცესის შემადგენელთა თუ შედეგობრივი მაჩვენებლების აღმნუსხველი დოკუმენტი.

      3. სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკი იბეჭდება ტიპოგრაფიული წესით 1-ლი დანართის შესაბამისად. ბლანკების პარტიას 100000 ცალის ოდენობით ენიჭება სერია, რომელიც გამოისახება ასოთი და რომაული ციფრით, ხოლო ცალკეულ ბლანკს სერიიდან ეძლევა რიგითი ნომერი, გამოსახული ხუთნიშნა რიცხვით 00001-დან 99999-ს ჩათვლით. აქვს გაყალბების საწინააღმდეგო დაცვა.

4. სატრანსპორტო საგზაო ბარათის წინა გვერდის ნაწილი, სადაც განთავსებულია გრაფები 1-დან 9-ის ჩათვლით და ბეჭდის ადგილი არის თეთრი ფერის; ნაწილი, სადაც იწერება: “სატრანსპორტო საგზაო ბარათი”, „სსბ”, სერია და ნომერი, სრულდება ფერთა გამის ერთ-ერთი ნებისმიერი ფერით: გრაფა 11-ის ზედა ნაწილი (გამყოფ ხაზამდე) სრულდება იმავე ფერით შედარებით ღია; გრაფა 10, აგრეთვე ჰორიზონტალურად მის გასწვრივ გრაფა 11-ის ქვედა ნაწილი – კიდევ უფრო ღია.

5. ყველა წარწერა სრულდება შავი ფერით.

6. სატრანსპორტო საგზაო ბარათის უკანა გვერდი სრულდება თეთრ ფონზე შავი ფერის წარწერები.

7. სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკი და ბარათი ექვემდებარება მკაცრ აღრიცხვას.

8. სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკების დამზადებას, შენახვას და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელზე გაცემას განახორციელებს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით.

9. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები განახორციელებენ სატრანსპორტო საგზაო ბარათების ბლანკების მიღებას, შენახვას, სსბ-ის წარმოებას, გამოყენებასა და შემდგომ შენახვას.

10. სატრანსპორტო საგზაო ბარათის გამოყენება სავალდებულოა: ავტობუსების და სატვირთო ავტომობილების მფლობელებისათვის ყველა შემთხვევაში; სხვა სახეობის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისათვის იმ შემთხვევაში, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალებანი გამოიყენება სამეწარმეო (კომერციული, ტექნოლოგიური თუ სამსახურებრივი) დანიშნულებით.

11. სატრანსპორტო საგზაო ბარათის გამოყენება არ არის სავალდებულო: საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშოების, შინაგან საქმეთა სამინისტროების და სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტის განმგებლობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის.

12. სატრანსპორტო საგზაო ბარათი ყველა შემთხვევაში არის ავტოსატრანსპორტო საშუალების კონკრეტულ ერთეულზე ერთი ან მეტი დღის მოქმედების ვადით გაწერილი დოკუმენტი. ვადა განისაზღვრება სატრანსპორტო ამოცანიდან გამომდინარე და ფიქსირდება მისი ნებადართული სადგომი ადგილიდან გასვლა-დაბრუნების დროის მიხედვით.

13. არ დაიშვება ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება, ნებადართული სადგომი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, შესაბამისი სატრანსპორტო საგზაო ბარათის გარეშე.

14. სატრანსპორტო საგზაო ბარათის გამოყენების და წარმოების მართებულობაზე პასუხიმგებელია ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი, აგრეთე ოპერატორი და დამკვეთი. პასუხისმგებლობის დონე და ფორმები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

15. სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკს გააჩნია საფასური, რომელიც განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

16. სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკი და ბარათი არის მფლობელის საკუთრება და მასზე ვრცელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები.

    მუხლი 4. სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკების წარმოება, გაცემა,  აღრიცხვა და ანგარიშგება

1. სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკები მზადდება ტრანსპორტის სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ, ქვეყანაში საავტომობილო ტრანსპორტის მოთხოვნაზე გაანგარიშებული საჭირო ოდენობით, არანაკლებ ნახევარი წლის მარაგისა ერთ ჯერზე.

2. სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკები დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებზე გაიცემა განაცხადის საფუძველზე, არანაკლებ სამი თვის მარაგის ოდენობით. გაცემა ფიქსირდება სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკების გაცემის ჟურნალში, რომლის ფორმა მოცემულია მე-2 დანართში.

3. სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკები ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელებზე გაიცემა დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების მიერ, გაცემა ფიქსირდება ჟურნალში, რომლის ფორმა მოცემულია მე-3 დანართში. ბლანკების ლიმიტი განისაზღვრება მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ერთი თვით საქმიანობისათვის საჭირო ოდენობით. ბლანკები გაიცემა მფლობელთა განაცხადის საფუძველზე და მათ მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა კუთვნილების და საქმიანობის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის აუცილებლად წარდგენის შემთხვევაში.

4. სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკები გაიცემა საფასურის გადახდის შემდეგ, რაზედაც ფორმდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დადგენილი წესით.

5. სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკების მორიგი ოდენობა, სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელობაზე გაიცემა მათ მიერ სავალდებულო სტატისტიკური, საფინანსო თუ სხვა ანგარიშსწორების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში.

6. სატრანსპორტო საგზაო ბარათი გაიცემა სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელის ან მისგან უფლებამოსილი პირის მიერ. ბარათის გაცემა ფიქსირდება ჟურნალში, რომლის ფორმა მოცემულია მე-4 დანართში.

7. სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკების და ბარათების მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალის (დანართი 2; 3 ;4) ფურცლები უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი, დალუქული და დამოწმებული.

8. გასრულების შემდეგ ჟურნალები ინახება კუთვნილებისამებრ დოკუმენტების შენახვის მოქმედი წესების მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 5. სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკების და ბარათების აღრიცხვის ჟურნალები

1. სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკების გაცემის და აღრიცხვის ჟურნალი (დანართი 2) არის კრებსითი საბუთი ტრანსპორტის სამინისტროს, საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის ცენტრალური ორგანოსათვის.

ა) ჟურნალის გრაფებს 1;2;3;4;5;6;7;8;9;10 და 12, მათში მითითებულ მოთხოვნათა შესაბამისად, ავსებს სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკების გაცემაზე საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ უფლებამოსილი პირი;

ბ) ჟურნალის მე-11 გრაფაში ფიქსირდება სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკების მიმღები ტერიტორიული ორგანოს მუშაკის ხელის მოწერა.

2. ტერიტორიული ორგანოს მიერ სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკების აღრიცხვის ჟურნალი (დანართი 3) არის კრებსითი საბუთი ამ ორგანოსათვის.

ა) ჟურნალის გრაფებს 1;2;3;4;5;6;7;8;9;10 და 12, მითითებული მოთხოვნების შესაბამისად ავსებს პირი, რომელსაც ტერიტორიულ ორგანოში დავალებული აქვს აღნიშნული საქმის წარმოება;

ბ) ჟურნალის მე-11 გრაფაში ფიქსირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებთა მფლობელის ხელის მოწერა.

3. სატრანსპორტო საგზაო ბარათის მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალი (დანართი 4) არის კრებსითი საბუთი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელისათვის.

ა) ჟურნალის გრაფებს 1;2;3;4;5;6;7;8;9 და 10, მითითებული მოთხოვნების შესაბამისად, ავსებს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

ბ) ჟურნალის მე-8 გრაფაში ფიქსირდება სატრანსპორტო საგზაო ბარათის მიმღებ(ებ)ის ხელის მოწერა.

4. სატრანსპორტო საგზაო ბარათის მოძრაობის ჟურნალის წარმოება არ არის სავალდებულო, როდესაც სატრანსპორტო საშუალების მფლობელი თვითონაა ოპერატორი.

5. სატრანსპორტო საგზაო ბარათის მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალი გაიცემა ტრანსპორტის სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს მიერ. ჟურნალს აქვს საფასური, იგი წარმოადგენს მფლობელის საკუთრებას და მასზე ვრცელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები.

    მუხლი 6. სატრანსპორტო საგზაო ბარათის წარმოება აღრიცხვა და ანგარიშგება

1. სატრანსპორტო საგზაო ბარათი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელის მიერ შეივსება ავტოსატრანსპორტო საშუალების ნებადართული სადგომი ადგილიდან, გასვლის წინ.

2. სატრანსპორტო საგზაო ბარათში ჩანაწერები სრულდება გარკვევით – ხელით ან საბეჭდი საშუალებების გამოყენებით.

3. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ერთ დღეს გაიცემა მხოლოდ ერთი სატრანსპორტო საგზაო ბარათი, სადგომიდან გასვლის და დაბრუნების განსაზღვრული დროით.

4. ოპერატორის მიერ, დავალების განხორციელების შემდეგ სატრანსპორტო საგზაო ბარათი ბარდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რაც დასტურდება სატრანსპორტო საგზაო ბარათის აღრიცხვის ჟურნალის მე-8 გრაფაში ბარათის მიმღები პირის ხელის მოწერით.

5. არ დაიშვება:

ა) მორიგი სატრანსპორტო საგზაო ბარათის გაცემა წინა გაცემული სატრანსპორტო საგზაო ბარათის ჩაბარების (დახურვის) გარეშე;

ბ) სატრანსპორტო საგზაო ბარათის გაცემა ან გადაფორმება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე;

გ) სატრანსპორტო საგზაო ბარათში ყოველგვარი ჩანაწერის გასწორება (გაურკვევლად ჩაწერა). ჩანაწერის უზუსტობის ან არასწორად შესრულების შემთხვევაში: სსბ უქმდება; მასზე დიაგონალურად დაიწერება სიტყვა გაუქმებულია”, რაც დამოწმდება ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელის, ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ხელის მოწერით, ბეჭდით და ფიქსირდება აღრიცხვის ჟურნალის გრაფაში „შენიშვნა” შესაბამისი ჩანაწერით.

6. სატრანსპორტო საგზაო ბარათის წარმოების მართებულობაზე პასუხისმგებელია ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირ(ებ)ი, აგრეთვე ოპერატორი და დამკვეთი მფლობელის მიერ სატრანსპორტო საგზაო ბარათის წარმოების უფლებამოსილებათა გადაცემა უნდა გაფორმდეს წინასწარ, არსებული წესის შესაბამისად.

7. სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელი ვალდებულია:

ა) კალენდარული თვის გასრულების შემდეგ დააჯარიმოს სატრანსპორტო საქმიანობის ეკონომიკური, სტატისტიკური, ფინანსური თუ სხვა შედეგები;

ბ) შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებთან ყოველთვიურად აღასრულოს ანგარიშსწორებანი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის და ვადის დაცვით;

გ) მოთხოვნისამებრ წარუდგინოს სამთავრობო დაწესებულებათა უფლებამოსილ პირებს სატრანსპორტო საგზაო ბარათის წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და საჭირო ინფორმაცია.

8. ავტოსატრანსპორტო საშუალების ოპერატორი ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს სატრანსპორტო საგზაო ბარათი სამთავრობო დაწესებულებების შესაბამის უფლებამოსილ პირებს.

    მუხლი 7. სატრანსპორტო საგზაო ბარათის შევსების წესი და განმარტებანი

1. სატრანსპორტო საგზაო ბარათის გრაფები შეივსება თანმიმდევრულად და სრულად შესაბამისად უფლებამოსილ პირთა მიერ.

2. სატრანსპორტო საგზაო ბარათზე მრგვალი ბეჭედი დაისმება გრაფები 1-დან 9-ის ჩათვლით (ნაწილობრივ მე-11-ც) შეივსება მფლობელის მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალების სადგომიდან გასვლამდე.

3. გრაფა 10 შეივსება სატრანსპორტო პროცესში, შესაბამის სამთავრობო დაწესებულების უფლებამოსილ პირთა მიერ.

4. გრაფა 11; 12 და 13 შეივსება დამკვეთის ან ოპერატორის მიერ სატრანსპორტო პროცესში.

     5. გრაფა 14 შეივსება დამკვეთის მიერ, სატრანსპორტო პროცესში.

6. გრაფა 15 შეივსება მფლობელის მიერ სატრანსპორტო პროცესის დამთავრების შემდეგ.

7. გრაფა 16 შეივსება ანგარიშსწორების განმახორციელებელი დაწესებულებების უფლებამოსილ პირთა მიერ საანგარიშგებო პერიოდის გასრულების შემდეგ და დადგენილ ვადებში.

8. გრაფა 17-ის შევსების წესს და უფლებამოსილებას ადგენს სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელი.

9. სატრანსპორტო საგზაო ბარათის გრაფებში შესაბამისად იწერება:

     ა) „1 სახეობა, ტიპი, მარკა, მოდელი” – ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ სრული მონაცემები;

ბ) „2 სანომრე ნიშანი” – ავტოსატრანსპორტო საშუალების ყველა შემადგენლის სახელმწიფო სანომრე ნიშანი;

გ) „3 მფლობელი” ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელის დასახელება და მისამართი სრულად;

დ) „4 დანიშნულება” – ერთ-ერთი: ან „კომერციული” ან ტექნოლოგიური” ან „ინდივიდუალური”;

ე) „5 სერტიფიკატი შესაბამისად გამართული დაკომპლექტებული ჩავიბარე. პასუხისმგებელი” – შესაბამისობის სერტიფიკატის ნომერი (ციფრი 5-იანისა და სიტყვას “სერტიფიკატის” შორის), პასუხისმგებელი პირის გვარი და ხელის მოწერა. (ნაბეჭდი ტექსტის გაგრძელებაზე);

ვ) „6 ოდომეტრი” – ზედა ხაზზე ოდომეტრის მაჩვენებელი სამუშაოდ გასვლის წინ, ქვედა ხაზზე – დაბრუნების შემდეგ, 6.1 მთლიანი განარბენი;

ზ) „7 დრო გასვლის დაბრუნების ფაქტიური” – შესაბამისად: 7.1 რიცხვი, 7.2 თვე, 7.3 წელი (ციფრებით), 7.4 საათი და 7.5 წუთი;

თ) „8 მივიღე” – ოპერატორის გვარი(ები) და მათი ხელის მოწერა, მათ შორის, სტაჟიორისაც;

ი) „9 ჩავიბარე” – სატრანსპორტო საშუალების ჩამბარებელი პირის ხელის მოწერა;

კ) „10 აღნიშვნები” – სპეციალური აღნიშვნები, დამოწმებული ბეჭდით და ხელის მოწერით საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია გრაფა 11-ის ქვედა ნაწილის გამოყენებაც;

ლ) „11 დამკვეთი, გეზი” – დამკვეთი ფიზიკური ან იურიდიული პირის ვინაობა და მისამართი სრულად. მოძრაობის მარშრუტი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცალ-ცალკე.

მ) „12 საბუთი” – სასაქონლო სატრანსპორტო ზედდებულის ნომერი და გაცემის თარიღი, ან ბილეთსააღრიცხვო უწყისის ნომერი და თარიღი, ან ხელშეკრულება და თარიღი და ა.შ;

ნ) „13 შემოსავალი” – სატრანსპორტო სამუშაოებისათვის მიღებული გასამრჯელოს ოდენობა ციფრობრივად;

ო) „14 დამოწმებულია” – დამკვეთი ფიზიკური ან იურიდიული პირის ხელის მოწერა, ბეჭედი;

პ) „15 სულ” – საბუთების საერთო რაოდენობა და მთლიანი შემოსავალი სიტყვიერად;

ჟ) „16 ანგარიშსწორება” – შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების უფლებამოსილი პირის ვინაობა. ანგარიშსწორების შესახებ სათანადო დამოწმება;

რ) „17 დამატებითი ინფორმაცია” – როგორც წესი ტაქსომოტორის მფლობელის მიერ ფიქსირებდება მრიცხველის მაჩვენებლები სამუშაოდ გასვლის წინ და დაბრუნების შემდეგ, გამოითვლება შედეგი და დამოწმდება სათანადოდ. აღნიშნული გრაფა მთლიანად გამოიყენება ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის შეხედულებისამებრ, საწარმოს სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭირო სხვა დამატებითი ინფორმაციის შესაგროვებლად და შედეგების დასაფიქსირებლად.

     8. შემოწმება

8.1 სატრანსპორტო საგზაო ბარათის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოების მართებულობას ამოწმებს საქართველოს ეკონომიკის, ტრანსპორტის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა სამინისტროების და სხვა სამთავრობო დაწესებულებათა უფლებამოსილი პირები კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დამტკიცებულია: საქართველოს ეკონომიკის, ტრანსპორტის, ფინანსთა, შინაგან  საქმეთა სამინისტროების, სტატისტიკის, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტების მიერ.

 

                                  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                            დანართი 2

სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკების გაცემის აღრიცხვის ჟურნალი

რი-

გზე

თა-

რიღი

ტერიტო

რიული ორგანო

მიმღები სახელი გვარი

გასავ-

ლის დო-

კმენ

ტი

ბარათის ბლანკები

მიმღების ხელის მოწერა

შენიშვ-

ნა

 

 

 

 

სე-

რია

საწყი-

სი

ბო-

ლო

რ-

ბა

ფა-

სი

თა-

ნხა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                            დანართი 3

____________________________________________

(ტერიტორიული ორგანოს დასახელება)

სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკების

გაცემის აღრიცხვის ჟურნალი

რიგზე

თარიღი

მიმღები ვინაობა დამადა-

სტურე-

ბელი საბუთი

შესაბა

მისო-

ბის საბუ-

თი

ბარათის ბლანკები

მიმღების ხელის მოწერა

შენიშვ-

ნა

 

 

 

 

სე-

რია

საწ

ყი-

სი

ბო-

ლო

რ-

ბა

ფა-

სი

თა-

ნხა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                        დანართი 4

__________________________________

(სატრსნსპორტო საშუალებათა მფლობელი)

სატრანსპორტო საგზაო ბარათის მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალი

რიგზე

თარი-

ღი

სსბ-ს

ავტოსატრანსპორტო საშუალება

მიმღები (ები) სახელი გვარი

მიმღე-

ბის ხელის მოწერა

შენი-

შვნა

 

 

სერია

ნომერი

ტიპი, მარკა, მოდელი

სახ. ნომერი

 

 

 

1

2

3

4

5

6

7

8

9