დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის N01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-35/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110706022, 07/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016084 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-35/ნ
2011 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
,,2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის №01–1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის №01–1/ნ ბრძანების (სსმ, ვებ პორტალი, 110307077, 07/03/2011) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ,,2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესსა და პირობებში“ (შემდგომში – წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლს დაემატოს მე-9 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,9. იმ პროგრამების/კომპონენტების/ქვეკომპონენტების ფარგლებში, სადაც ანაზღაურების ერთეულს წარმოადგენს გლობალური ბიუჯეტი ან თვის ვაუჩერი პროგრამით განსაზღვრული მოცულობის არასრული თვის შესრულების შემთხვევაში ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება საანგარიშგებო თვეში შესრულებული კალენდარული დღეების პროპორციულად.”.
2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) შემთხვევათა რეესტრი – გაწეული სამედიცინო მომსახურების თვიური ჯამური ანგარიში (დადგენილი ფორმის შესაბამისად), რომელიც მოიცავს:
ა.ა) მოსარგებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს და დაბადების თარიღს, ხოლო თუ პირი არასრულწლოვანია – დაბადების მოწმობის ასლი (პირადი ნომრის არქონის შემთხვევაში). ამასთან, პირადი ნომრის არქონის შემთხვევაში გამონაკლისი დაიშვება, თუ პირი:
ა.ა.ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამასთან, არსებობის შემთხვევაში უნდა დაფიქსირდეს პირის ბინადრობის მოწმობა ან სამგზავრო პასპორტის ნომერი;
ა.ა.ბ) მიტოვებული ან მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვანია;
ა.ა.გ) ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;
ა.ა.დ) იმყოფება თავისუფლების აღკვეთისა და პატიმრობის დაწესებულებაში;
ა.ა.ე) საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირია, ამასთან, არსებობის შემთხვევაში უნდა დაფიქსირდეს პირის ბინადრობის მოწმობა ან სამგზავრო პასპორტის ნომერი;
ა.ბ) დიაგნოზს დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად;
ა.გ) თითოეული შემთხვევის დეტალურ კალკულაციას;
ბ) ფორმა №IV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად) ან/და ელექტრონულ ამონაწერს პაციენტის სამედიცინო ბარათიდან;
გ) განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს (შემდგომში – ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი).“.
3. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) პიროვნების დამადატურებელი მონაცემები არ ემთხვევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო) მონაცემებს.“.
4. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. შემთხვევების კლასიფიცირება, ანუ შემთხვევა სადავოა, თუ არ არის ასანაზღაურებელი, მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მიმწოდებელსა და პროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება პირველადი მიღება-ჩაბარების აქტი ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან. ამასთან, იმ შემთხვევებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ან სადავოა და დაზუსტების შემთხვევაში შეიძლება დაექვემდებაროს ანაზღაურებას, ასანაზღაურებელ თანხებზე გაფორმებულ პირველადი მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად იბეჭდება შესაბამისი რეესტრი ორ ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან. სადავო საკითხების განსახილველად ან აღმოსაფხვრელად მიმწოდებელს ეძლევა ასანაზღაურებელ თანხებზე პირველადი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და სადავო შემთხვევების რეესტრის მიღებიდან 5 სამუშაო დღე. თუ მიმწოდებელი ამ პერიოდში არ მოახდენს რეაგირებას, შემთხვევა აღარ ანაზღაურდება. სადავო შემთხვევების განხილვაში ჩართულები არიან მიმწოდებელი, განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო.“.
5. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-14 პუნქტი:
„14. მიმწოდებლის მიერ პროგრამის მოსარგებლისთვის ამავე პროგრამის/კომპონენტის/ ქვეკომპონენტის ფარგლებში გასაწევი იმ მომსახურების არასრულად გაწევის შემთხვევა (როგორც ეს განსაზღვრულია მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით), რომელსაც ითვალისწინებს პროგრამა და კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს მიმწოდებელი, ითვალისწინებს ჯარიმას, სარევიზიო პერიოდში განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის 10%-ს.“.
6. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ა1“ ქვეპუნქტი:
,,ა1) შესაბამისი პროგრამის/კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში უზრუნველყოს ყველა იმ მომსახურების მიწოდება, რომელსაც ახორციელებს კანონმდებლობის შესაბამისად.”.
7. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. ფსიქიკური ჯანმრთელობა
1. დადგენილების დანართი №1-ის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (ფსიქიკური ჯანმრთელობის ამბულატორიული მომსახურება) გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად (გეგმური ამბულატორია). ამასთან, არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი, ამასთან „ა.ა“ (ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურება) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიღებისათვის მოსარგებლეთა რეგისტრაცია ხორციელდება დადგენილების დანართი №1-ის მე-3 მუხლის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია არსებული რეგისტრირებული მოსარგებლეების შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით და ასევე ყოველთვიურად დარეგისტრირებულ მოსარგებლეთა სიაში შესული ცვლილებების შესახებ.
2. დადგენილების დანართი №1-ის მე-3 მუხლის „ბ.ა“ (მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება), „ბ.ბ“ (ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება) და „დ“ (ქ. თბილისში, ქ. რუსთავსა და ქ. ქუთაისში ფსიქიკური სტაციონარული დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად. მიმწოდებელი ვალდებულია გააკეთოს განმეორებითი შეტყობინება მოკლევადიანი სტაციონარული პაციენტის გრძელვადიან მკურნალობაზე გადაყვანისას, თუ პაციენტი იმავე დაწესებულებაში აგრძელებს მკურნალობას.
3. დადგენილების დანართი №1-ის, მუხლი 3-ის „ბ.გ“ (პაციენტთა ურგენტული სამედიცინო მომსახურება) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად, ამასთან:
ა) შეტყობინების ვალდებულება აკისრია დაწესებულებას, რომელიც უშუალოდ უწევს მოსარგებლეს ურგენტულ სამედიცინო მომსახურებას;
ბ) 2011 წლის 20 ივნისამდე გამონაკლისია გადაუდებელი და თერაპიული სტომატოლოგიური მომსახურება (გეგმური ამბულატორია), რომლის ზედამხედველობაც ხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად. ამასთან, არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
4. ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარული მომსახურების დადგენილების დანართი №1-ის მე-3 მუხლის „ბ.დ“ (ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.
5. დადგენილების დანართი №1-ის მე-3 მუხლის „გ“ (ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენცია მოზრდილთათვის) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების (გეგმური ამბულატორია) ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური წესის თანახმად. ამასთან არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
6. დადგენილების დანართი №1-ის (ფსიქიკური ჯანმრთელობა) მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებისას არაიდენტიფიცირებულ პაციენტთან (პაციენტი, რომელსაც არ აქვს პირადობის მოწმობა) დაკავშირებით მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელთან წარმოადგინოს სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან მიღებული ინფორმაცია, პაციენტის იდენტიფიციკაციასთან დაკავშირებით, ან სასამართლო გადაწყვეტილება პაციენტის დაწესებულებაში არანებაყოფლობით მოთავსების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება პაციენტის იდენტიფიცირება სამოქალაქო რეესტრის მიერ, დაწესებულება ვალდებულია განმახორციელებელთან წარმოადგინოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები კონკრეტულ არაიდენტიფიცირებულ პაციენტთან დაკავშირებით.“.
8. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. ინფექციური დაავადებების მართვა
1. დადგენილების დანართი №2-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა განხორციელდება გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად.
2. იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულება მონაწილეობს როგორც „3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარების“, ისე „ინფექციური დაავადებების მართვის“ სახელმწიფო პროგრამაში, ნოზოლოგიური კოდების თანხვედრის შემთხვევაში, შესრულებულ სამუშაოზე განმახორციელებლისგან ანაზღაურება განხორციელდება „3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარების“ პროგრამის შესაბამისად.“.
9. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა
1. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით (ანტენატალური მეთვალყურეობა) გათვალისწინებული მომსახურების (გეგმური ამბულატორია) ზედამხედველობა განხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. ამასთან, არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები.
2. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტით (ანტენატალური სკრინინგი) გათვალისწინებული მომსახურების (გეგმური ამბულატორია) მიმწოდებელი განმახორციელებელთან ანგარიშგებას ახორციელებს გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად. მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას კომპონენტის მოსარგებლეთა აღრიცხვას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით.
3. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობა) გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა განხორციელდება გადაუდებელი შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად.
4. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობა) განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია აკმაყოფილებდეს ამ წესის დანართი №3-ით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
5. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტით (გენეტიკურ პათოლოგიებზე სკრინინგული გამოკვლევა სამმაგი ტესტ-სისტემით) გათვალისწინებული მომსახურების (გეგმური ამბულატორია) მიმწოდებელი განმახორციელებელთან ანგარიშგებას ახორციელებს გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად. მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით.
6. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით (სკრინინგით ვერიფიცირებული ორსულების ინვაზიური კვლევა (ამნიოცენტეზი) კარიოტიპირების მეთოდით) გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით.
7. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით (ორსულებში B ჰეპატიტისა და აივ-ინფექცია/შიდსის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტები) გათვალისწინებული ტესტების ხარჯვის ზედამხედველობა მოიცავს მათი გამოყენების შესახებ მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის დადგენილი ფორმით ინფორმაციის მიწოდებას.
8. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით (ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგის შემთხვევაში ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე) გათვალისწინებული მომსახურების (გეგმური ამბულატორია) მიმწოდებელი განმახორციელებელთან ანგარიშგებას ახორციელებს გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად. მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით. ამასთან, პირველადი სკრინინგის შემთხვევაში სავალდებულო არ არის დაბადების მოწმობის ასლის წარდგენა.
9. დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი მომსახურების განხორციელებისას უზრუნველყოფს შემდეგი პირობების დაცვას:
ა) ფენილკეტონურიის სკრინინგი ჯანმრთელ ახალშობილში შეიძლება განხორციელდეს ადეკვატური ძუძუთი ან ხელოვნური კვების დაწყებიდან 24 სთ-ის შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის სკრინინგი წარმოებს დაბადებიდან 48 სთ-ის შემდეგ, მიზანშეწონილია ფენილკეტონურიისა და თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის სკრინინგი ჩატარდეს ერთდროულად, დაბადებიდან არა უადრეს 48 სთ-ისა და არა უგვიანეს 72 სთ-ისა;
ბ) დღენაკლ და/ან პარენტერულ კვებაზე მყოფ ახალშობილებს სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში/განყოფილებაში ფენილკეტონურიის სკრინინგი ჩაუტარდეთ დაბადებიდან მეშვიდე დღეს ან გაწერამდე, მაგრამ დაბადებიდან არა უადრეს 48 სთ-ისა ჰიპოთირეოზის სკრინინგთან ერთად;
გ) „სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების” სახელმწიფო პროგრამის „სამედიცინო ტრანსპორტირების“ კომპონენტის ფარგლებში დაბადებიდან 48 საათზე ადრე სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან/ განყოფილებიდან ტრანსპორტირებული ახალშობილის შემთხვევაში, უზრუნველყოს აღნიშნული დაწესებულებიდან/განყოფილებიდან ჰიპოთირეოზზე, მუკოვისციდოზზე, ფენილკეტონურიაზე და ჰიპერფენილალანინემიაზე ახალშობილთა სკრინინგის აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის დროული მოპოვება;
დ) დაბადებიდან 48 სთ-ზე ადრე სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან/განყოფილებიდან „სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების” სახელმწიფო პროგრამის „სამედიცინო ტრანსპორტირების“ კომპონენტის ფარგლებში ტრანსპორტირებული ახალშობილისათვის უზრუნველყოს ფენილკეტონურიისა და ჰიპოთირეოზის სკრინინგის ჩატარება რეფერალური შემთხვევის მიმღებ დაწესებულებაში დაბადებიდან მეშვიდე დღეს ან გაწერამდე, მაგრამ დაბადებიდან არა უადრეს 48 საათისა;
ე) განახორციელოს ბინაზე დაბადებულ ახალშობილთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, მუკოვისციდოზზე, ფენილკეტონურიასა და ჰიპერფენილალანინემიაზე სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლის მიმართვის საფუძველზე;
ვ) უზრუნველყოს ჰიპოთირეოზზე, მუკოვისციდოზზე, ფენილკეტონურიაზე და ჰიპერფენილალანინემიაზე ახალშობილთა სკრინინგისათვის სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებიდან საკვლევი მასალის შეგროვება კვირაში 2-ჯერ;
ზ) თუ სკრინინგის შედეგი დადებითია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მშობლის ინფორმირება და შემდგომი კვლევა დიაგნოზის დასადასტურებლად (გარდა მუკოვისციდოზისა). სკრინინგი, მშობლის ინფორმირება და განმეორებითი კვლევა უნდა ჩატარდეს ისე, რომ მკურნალობის დაწყება შესაძლებელი იყოს რეკომენდებულ ვადამდე (დაბადებიდან 21 დღემდე).“.
10. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. ონკოლოგიურ დაავადებათა მართვა
,,1. დადგენილების დანართი №14-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისას ზედამხედველობა განხორციელდება:
ა) გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად, ამასთან, ამბულატორიული მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
ბ) გადაუდებელ შემთხვევებში – გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.
2. დადგენილების დანართი №14-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა’’ (ონკოლოგიური (მათ შორის, ნეიროონკოლოგიური) დაავადებების მქონე მოზრდილ პაციენტთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა), „ბ’’ (ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე მოზრდილ პაციენტთა ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა) და „გ“ (ონკოლოგიური (მათ შორის, ნეიროონკოლოგიური) დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა) ქვეპუნქტებით განსაზღვრული კომპონენტების ფარგლებში, ამავე პროგრამის დანართი – 14.1-ის შესაბამისად „2.1“ („ქიმიოთერაპია (მანიპულაცია + მედიკამენტი), ჰორმონთერაპია (ამბ,სტაც.)“) და „3“ („გამოკვლევები“) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის ასანაზღაურებელი თანხა იანგარიშება ამავე დანართით განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად, ხოლო ლიმიტზედა თანხა იფარება პაციენტის მიერ.
3. დადგენილების დანართი №14-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისას ზედამხედველობა განხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად, ამასთან, მომსახურების ზედამხედველობისას არ გამოიყენება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მომსახურების მიღებისას პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.”.
11. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დადგენილების დანართი №19-ის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (სასწრაფო სამედიცინო დახმარება) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მხოლოდ მიმწოდებელის მიერ განმახორცილებლისათვის ყოველთვიურად შემთხვევათა რეესტრის და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას დადგენილი ფორმის შესაბამისად. ამასთან, რეესტრში მოსარგებლის პირადი ნომრის მითითება სავალდებულოა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება მოსარგებლის მიერ პირადობის მოწმობის წარდგენა.”.
12. 36-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) თუ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მომსახურების/საქონლის მიწოდება ხორციელდება/ განხორციელდა საქართველოში:
ბ.ა) განმახორციელებელი აფორმებს ხელშეკრულებას გადაწყვეტილებაში მითითებულ დაწესებულებასთან;
ბ.ბ) მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს წარმოუდგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში დადგენილი ფორმის შესაბამისად და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო თუ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს სამომავლოდ გასაწევ მომსახურებას ან საქონლის მიწოდებას, ანგარიშის წარმოდგენა უნდა მოხდეს, აღებული ვალდებულების დაკმაყოფილებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.“.
13. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 37. 3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარება
1. დადგენილების დანართი №22-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა განხორციელდება გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად.
2. იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულება მონაწილეობს როგორც „3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარების“, ისე „ინფექციური დაავადებების მართვის“ სახელმწიფო პროგრამაში, ნოზოლოგიური კოდების თანხვედრის შემთხვევაში, შესრულებულ სამუშაოზე განმახორციელებლისგან ანაზღაურება განხორციელდება „3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარების“ პროგრამის შესაბამისად.“.
14. 42-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტები:
,,10. „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამის „ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების“ კომპონენტის მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებლისათვის ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტების ხარჯვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
11. „ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის მართვის“ პროგრამის მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებლისათვის დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტების ხარჯვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
12. „ნარკომანიის“ პროგრამის „ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების და სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფის“ კომპონენტის პროგრამის მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებლისათვის ნარკომანიით დაავადებულთა ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტების ხარჯვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.”.
15. წესს დაემატოს დანართი №3 (მოთხოვნები მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელთათვის) თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ი. გიორგობიანი
„დანართი №3
მოთხოვნები მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელთათვის
მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელთათვის სავალდებულოა შემდეგი მომსახურებების არსებობა/მოთხოვნების დაკმაყოფილება:
1. ახალშობილთა კრიტიკული მდგომარეობების მართვის და ინტენსიური თერაპიული სერვისები (სავალდებულოა დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის ,,ბ.ა” ქვეპუნქტით (მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურება) განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლისთვის).
2. ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს პრენატალურ დიაგნოსტიკურ კვლევებს (სავალდებულოა დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის ,,ბ.ა” ქვეპუნქტით (მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურება) განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლისთვის).
3. პერინატალური სერვისები (სავალდებულოა დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის ,,ბ.ბ” ქვეპუნქტით (გართულებულ ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა კრიტიკული მდგომარეობების მართვა (პირველი 6 დღე) განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლისთვის.
4. გინეკოლოგიური განყოფილება (სავალდებულოა დადგენილების დანართი №5-ის მე-3 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის ,,ბ.ბ” (გართულებულ ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა კრიტიკული მდგომარეობების მართვა (პირველი 6 დღე)) და ,,ბ.გ” (მელოგინეთა სეფსისის მკურნალობა) ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლისთვის);”.
5. მოზრდილთა კრიტიკული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები.
6. 24-საათიანი დიაგნოსტიკური სამსახური (რადიოლოგიური, ენდოსკოპიური და ლაბორატორიული (სულ მცირე, უზრუნველყოფს შემდეგ ლაბორატორიულ სერვისებს: ბიოქიმიური, ბაქტერიოლოგიური, იმუნოლოგიური, ჰისტოლოგიური კვლევები და სისხლის შემადედებელი ფუნქციის კონტროლი) მომსახურებები.
7. დაწესებულების ფარგლებში მოფუნქციონირე ქირურგიული (აბდომინალური, თორაკალური, ნეიროქირურგიული, უროლოგიური, ანგიოქირურგიული, ოფთალმოლოგიური და სხვ), და თერაპიული (ნეფროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, ნევროლოგიური) პროფილის საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.
8. ნეფროლოგიისა (მათ შორის, დიალიზის) და ეფერენტული მეთოდებით მკურნალობის შესაძლებლობა.
9. 24-საათიანი სისხლის ბანკი.
10. პრეჰოსპიტალური დახმარების სამსახური – კატასტროფისა და გადაუდებელი დახმარების განმახორციელებელი მობილური ბრიგადები.”.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები