საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4870-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110706014, 06/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.016372
  • Word
4870-რს
21/06/2011
ვებგვერდი, 110706014, 06/07/2011
040000000.05.001.016372
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) მეხუთე წიგნის მესამე კარს დაემატოს შემდეგი შინაარსის მესამე თავი:

„თავი მესამე

არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებისა და ბავშვთან ურთიერთობის უფლებები

    მუხლი 13051. ამ თავში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე თავის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კონვენცია ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენცია;

ბ) ცენტრალური ორგანო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;

გ) ბავშვი 16 წლამდე ასაკის პირი;

დ) განმცხადებელი ნებისმიერი პირი ან ორგანო, რომელიც ცენტრალურ ორგანოს ან სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით /სარჩელით არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ე) მეურვეობის უფლება უფლება, რომელიც შეეხება ბავშვზე მზრუნველობას და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას. ამ თავის მიზნებისათვის ჩაითვლება, რომ პირი ან ორგანო ახორციელებს მეურვეობას, თუ ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა საქართველოში ან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში მის არამართლზომიერ გადაადგილებამდე ან არამართლზომიერ დაკავებამდე და ეს პირი ან ორგანო ახორციელებდა მეურვეობას ერთობლივად ან ინდივიდუალურად, საქართველოს ან კონვენციის ხელშემკვრელი იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა გადაადგილებამდე ან დაკავებამდე;

ვ) ბავშვთან ურთიერთობის უფლება ბავშვის განსაზღვრული დროით წაყვანა ისეთ ადგილას, რომელიც არ არის მისი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი;

ზ) ბავშვის არამართლზომიერი გადადგილება ან არამართლზომიერი დაკავება – პირისათვის ან ორგანოსათვის ერთობლივად ან ინდივდუალურად მიკუთვნებული მეურვეობის უფლების დარღვევა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა უშუალოდ არამართლზომიერ გადაადგილებამდე ან არამართლზომიერ დაკავებამდე, და რომელიც გადაადგილების ან დაკავების დროისათვის ფაქტობრივად გამოიყენებოდა ერთობლივად ან ინდივდუალურად ან/და ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა არამართლზომიერი გადაადგილება ან არამართლზომიერი დაკავება.

    მუხლი 13052. არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენება

1. პირი ან ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს, რომ აქვს მეურვეობის უფლება იმ ბავშვის მიმართ, რომელიც არამართლზომიერად იქნა გადაადგილებულ საქართველოდან კონვენციის რომელიმე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან არამართლზომიერად ქნა დაკავებული კონვენციის ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უფლებამოსილია მიმართოს ცენტრალურ ორგანოს და მოითხოვოს ბავშვის დაბრუნების შესახებ შუამდგომლობის გადაგზავნა იმ სახელმწიფოს შესაბამის ორგანოში, სადაც ბავშვი არამართლზომიერად იქნა გადაადგილებული ან არამართლზომიერად იქნა დაკავებული.

2. პირი ან ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს, რომ აქვს იმ ბავშვთან ურთიერთობის უფლება, რომელიც არამართლზომიერად იმყოფება კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უფლებამოსილია მიმართოს ცენტრალურ ორგანოს და მოითხოვოს ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის გადაგზვნა იმ სახელმწიფოს შესაბამის ორგანოში, სადაც ბავშვი არამართლზომიერად იმყოფება.

    მუხლი 13053. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენება

 პირი ან ორგანო, რომელიც ამტკიცებს, რომ აქვს მეურვეობის უფლება იმ ბავშვის მიმართ, რომელიც არამართლზომიერად შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე კონვენციის რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოდან ან არამართლზომიერად იმყოფება საქართველოში, უფლებამოსილია ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ შუამდგომლობით/სარჩელით მიმართოს ცენტრალურ ორგანოს ან სასამართლოს.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 21 ივნისი.

№4870-რს