მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ფასის განსაზღვრის წესის დადგენის შესახებ

  • Word
მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ფასის განსაზღვრის წესის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 25/03/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, 0, 06/05/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 15/02/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).003.000255
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
21
25/03/1998
გაურკვეველი, 0, 06/05/1998
000000090.01(2).003.000255
მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ფასის განსაზღვრის წესის დადგენის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/05/1998 - 09/02/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.012.003.255

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის

ბრძანება №21

1998 წლის 25 მარტი

ქ.თბილისი

მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ფასის განსაზღვრის წესის დადგენის შესახებ

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე თავის 194-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის შესასრულებლად დადგინდეს, რომ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ფასი განისაზღვრება მისგან წარმოებული სასაქონლო პროდუქციის სახით თავისუფალი (საბაზრო), საბითუმო (გასაცემი) ფასებით (გარდა გარდა შიდა ბაზარზე რეალიზებული ძვირფასი, კეთილშობილი ლითონებისა, რომლებზეც წესდება სახელმწიფო რეგულირებადი ფასები), რომლებიც თანახმად საქართველოს კანონისა „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” ყალიბდება მოთხოვნა-მიწოდების გავლენით თავისუფალი კონკურენციის, მოქმედი საგადასახადო სისტემისა და ყიდვა-გაყიდვის აქტის მონაწილე მხარეთა ინტერესების თავისუფალი შეხამების საფუძველზე, საქართველოს „სამოქალაქო კოდექსის“ სახელშეკრულებო სამართლის შესაბამისად.

ა) იმ შემთხვევაში, როდესაც სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებლები ახდენენ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის რეალიზაციას როგორც სხვა მომხმარებლებზე, ასევე მის გამოყენებას საკუთარი მოხმარებისათვის, მაშინ მთლიანად მოპოვებულ და გამოყენებულ სასარგებლო წიაღისეულზე ფასი განისაზღვრება სხვა მომხმარებელზე გაცემული პროდუქციის ფასის მიხედვით.

ბ) მინერალური ან მიწისქვეშა მტკნარი წყლის ფასი, რომლის რეალიზაცია წარმოებს ბოთლებით, განისაზღვრება უშუალოდ წყალზე, ტარისა და დამხმარე მასალების ღირებულების გარეშე. 03.05.47

გ) თერმული წყლის ფასი განისაზღვრება ამ წყლისაგან გამოსაყენებელი ენერგიის შესაბამისი პირობითი სათბობის ფასით.

2. ეს ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.   

ვ. პაპავა